ედიშერ ჭელიძე
ედიშერ ჭელიძე (დ. 4 აგვისტო, 1959, მახარაძე) — ქართველი თეოლოგი და ფილოლოგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1997), გელათის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1995), თეოლოგიის დოქტორი (2013), პროფესორი (1999). თბილისის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგე.
ედიშერ ჭელიძე | |
---|---|
დაბ. თარიღი | 4 აგვისტო, 1959 (65 წლის) |
დაბ. ადგილი | ოზურგეთი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ საქართველო |
საქმიანობა | ფილოლოგი და თეოლოგი |
ალმა-მატერი | თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და თეოლოგიის დოქტორი |
ჯილდოები | წმიდა გიორგის ოქროს ორდენი |
ბიოგრაფია
რედაქტირება1975 წელს დაამთავრა საშუალო სკოლა და სწავლა განაგრძო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების შემდეგ ჩაირიცხა (1980) საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ინსტიტუტის ასპირანტურაში ძველი ქართული ფილოლოგიის განყოფილებაში. 1984 წლიდან ხელნაწერთა ინსტიტუტის მეცნიერთანამშრომელია. 1986 წელს დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია თემაზე: „გრიგოლ ნოსელის კოსმოგონიური თხზულების „პეტრეს მიმართ ძმისა თვისისა პასუხი ექუსთა მათ დღეთათვის“ ძველი ქართული თარგმანი“ და მოიპოვა ფილოლოგიის მეცნიერებათა კანდიდატის ხარისხი. 1988 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიასა და საღვთისმეტყველო ინსტიტუტში კითხულობს პატროლოგიის კურსს. 1997 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია თემაზე: „ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია“. 1998 წლიდან თბილისის სასულიერო აკადემიის ღვთისმეტყველების კათედრის გამგეა. 2010 წლის თებერვალში დაინიშნა პატრისტიკისა და დოგმატიკის კათედრის გამგედ. 2012 წლის 30 დეკემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ დააჯილდოვა წმიდა გიორგის ოქროს ორდენით. 2013 წლის 14 იანვარს მსოფლიოს მართლმადიდებელ სასულიერო პირთა და ღვთისმეტყველთა საბჭომ მიანიჭა თეოლოგიის დოქტორის ხარისხი. 1995-1996 წლებში მისი რედაქტორობით გამოდიოდა ჟურნალი „გზა სამეუფო“, 2000-2001 წლებში გაზეთი „საეკლესიო სიწმინდენი“, ხოლო 2011-2012 წლებში ჟურნალი „გული გონიერი“ (I-IV ნომერი), ამჟამად კი თბილისის სასულიერო აკადემია-სემინარიის „სამეცნიერო-საღვთისმეტყველო შრომები“.[1]
ფლობს ინგლისურ, გერმანულ, ფრანგულ, რუსულ, სომხურ, ძველ ბერძნულ, ძველ სლავურ და ლათინურ ენებს.
პუბლიკაციები
რედაქტირებაგამოქვეყნებული აქვს 25-მდე სამეცნიერო-საღვთისმეტყველო წიგნი და ათეულობით სტატია. მის მიერ ძველი ბერძნული ენიდან თარგმნილია საეკლესიო ლიტერატურის მრავალი ნაშრომი.
საღვთისმეტყველო წიგნები
რედაქტირება- „ეკლესია — სძალი უფლისა“ (1990)
- „მართლმადიდებლური ხატმეტყველება“ (2001)
- „მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს ეკლესიაში“ (სტატიათა კრებული, 2004)
- „სპეკალი მართლმადიდებლობისა“ (კრებული, 2007)
- „სული ცხოველი“ (2012)
- „ნიშანი ქართლისა ცხოვრებისაჲ“ (სტატიათა კრებული, 2017)
- „საეკლესიო დოგმატიკა და ერესები“ (თბილისი, 2016)
- წმ. იოანე დამასკელი — მართლმადიდებლური სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა
- გზა მსოფლიო კრებათა დოგმატური ღვთისმეტყველებისკენ, ანუ ნესტორიანულ-მონოფიზიტურ-ანაბაპტისტურ შეთქმულებათა მარცხი (თბილისი, 2019)
- ზიარების საიდუმლოს შესახებ (თბილისი, 2020)
- ხატი ღვთისა - ადამიანის სული (თბილისი, 2020)
- მართლმადიდებელი ეკლესიის მოძღვრება წმინდა ხატთა თაყვანისცემის შესახებ (თბილისი 2020)
სამეცნიერო პუბლიკაციები
რედაქტირება- „ძველი ქართული საეკლესიო ლიტერატურა“ (ძეგლები თარგმნა, გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ; გამომცემლობა „ახალი ივირონი“, საეკლესიო ბიბლიოთეკის I ტომი, 2008).
- „ლოცვანი და დაუჯდომელი ღმრთისმშობლისაჲ“ (ახალი, შესწორებული გამოცემა, მოამზადა ედიშერ ჭელიძემ; გამომცემლობა „ახალი ივირონი“, საეკლესიო ბიბლიოთეკის III ტომი, 2006).
- „ფსალმუნნი“ (ახალი, შესწორებული გამოცემა, მოამზადა ედიშერ ჭელიძემ; გამომცემლობა „ახალი ივირონი“, საეკლესიო ბიბლიოთეკის IV ტომი, 2006).
- წმიდა გრიგოლ ნოსელი — „პასუხი ექუსთა მათ დღეთათჳს“ (ხელნაწერი (წმ. გიორგი მთაწმიდელის ძველი ქართული თარგმანი) შეისწავლა და შენიშვნები დურთო ედიშერ ჭელიძემ, საქართველოს ეკლესიის კალენდარი, 1989).
- „ძველი ქართული საღვთისმეტყველო ტერმინოლოგია“ (1997)
- „დიდნი კურთხევანი“ (ტომი I, გამოსაცემად მოამზადა, გამოკვლევა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, 2002).
- „დიდნი კურთხევანი“ (ტომი I, ძველი ქართული ხელნაწერების მიხედვით გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, 2006)
- „ძველი ქართული ბიბლია“ (ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა და სქოლიოები დაურთო ედიშერ ჭელიძემ, 2015).
- „ძველი ქართული ახალი აღთქმაჲ“ (სქოლიოებით) (ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ, 2017).
- „მრავალენოვანი ბიბლია“ (I, „შესაქმე“) (გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ, 2017).
- მცირე გულანი (ფსალმუნნი, ლოცვანი ზიარებისანი, დაუჯდომელი ღმრთისმშობელისაჲ; გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ, 2019).
- სახარებაჲ ოთხთავი (ყველა არსებული რედაქციისა და ნუსხის მიხედვით გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ, 2019)
- ანჩისხატი - პირი ღვთისა (პარაკლისი ჴელითუქმნელისა ანჩისხატისაჲ; გამოსაცემად მოამზადა ედიშერ ჭელიძემ, 2019)
რადიო ლექციები
რედაქტირება2003-2004 წლებში საქართველოს საპატრიარქოს რადიო „ივერიის“ ეთერში პროფესორი ედიშერ ჭელიძე კითხულობდა ლექციებს „ქრისტიანული ლიტერატურის ისტორიიდან“.
სულ წაკითხულ იქნა 370-ზე მეტი ლექცია (ხანგრძლივობა საშუალოდ 15-30 წუთი), რომლის ფარგლებშიც ავტორმა ამომწურავად მიმოიხილა I-V საუკუნის საეკლესიო მოძღვართა ცხოვრება და მოღვაწეობა.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ედიშერ ჭელიძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ედიშერ ჭელიძის — წიგნები, სტატიები და თარგმანები
- ედიშერ ჭელიძე — ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია (რადიო ლექციების ტექსტური ვერსია)
- ედიშერ ჭელიძე — ქრისტიანული ლიტერატურის ისტორია (რადიო ლექციების აუდიო ვერსია)
- ინტერვიუ ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორ ედიშერ ჭელიძესთან (2005) დაარქივებული 2011-08-30 საიტზე Wayback Machine.
- ედიშერ ჭელიძეს შემოქმედება