პარაკლისი
პარაკლისი (ბერძნ. paraklesis - თხოვნა, ვედრება) — საეკლესიო მღვდელთმსახურება, სავედრებელი ან სამადლობელო ლოცვა, სრულდება მრევლისათვის. პარაკლისის მთავარ ნაწილს წარმოადგენს ტროპარი, ძლისპირები თავიანთი ტროპარებით, სახარება, კვერექსები და განტევება. არსებობს სხვადასხვა პარაკლისი: ახალი წლის, მოგზაურთათვის, სწავლის წინ, გვალვის დროს, ავადმყოფობისათვის და ა. შ. შეიძლება შესრულდეს დაუჯდომელთან და მცირე აიაზმასთან (წყალკურთხევასთან) ერთად.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 678.