რობერტ დე ნირო
რობერტ დე ნირო, უმცროსი (ინგლ. Robert De Niro Jr.; დ. 17 აგვისტო, 1943) — ამერიკის კინოაკადემიის ოსკარის მფლობელი, ამერიკელი კინომსახიობი, რეჟისორი, პროდიუსერი და ტრიბეკას კინოფესტივალის დამფუძნებელი. თავისი თაობის ერთ-ერთ საუკეთესო მსახიობადაა აღიარებული [1][2], განსაკუთრებით ცნობილია შავი სამყაროს განგსტერების, კონფლიქტური ხასიათების როლებითა და მრავალწლიანი თანამშრომლობით კინორეჟისორ მარტინ სკორსეზესთან. სახელი გაითქვა ფილმებით: „ნათლია II“, „ტაქსის მძღოლი“, „ცოფიანი ხარი“, „დიდებული ბიჭები“ და „ხელშეუხებლები“.
რობერტ დე ნირო | |
---|---|
რობერტ დე ნირო, 2016 | |
დაბადების სახელი | რობერტ მარიო დე ნირო |
დაბადების თარიღი |
17 აგვისტო, 1943 ბრონქსი, ნიუ იორკი, აშშ |
საქმიანობა | მსახიობი |
აქტიური | 1965 დან დღემდე |
მეუღლე(ები) |
დიანი აბოტი (1976-1988) გრეის ჰაიტოუერი (1997-) |
მშობლები |
მამა: რობერტ დე ნირო (უფროსი) დედა: ვირჯინია ედმირალი |
ოსკარი |
საუკეთესო მსახიობი 1980 ცოფიანი ხარი საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი 1974 ნათლია II |
ოქროს გლობუსი |
საუკეთესო მსახიობი 1980 — ცოფიანი ხარი სესილ ბ. დემილის ჯილდო (2011) |
სხვა ჯილდოები |
NYFCC-ს ჯილდო: საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი 1973 Bang the Drum Slowly NYFCC-ს ჯილდო: საუკეთესო მსახიობი 1976 ტაქსის მძღოლი 1980 ცოფიანი ხარი 1990 დიდებული ბიჭები ; გამოფხიზლება NBR ჯილდო: საუკეთესო მსახიობი 1980 ცოფიანი ხარი 1990 გამოფხიზლება კარიერის ოქროს ლომი 1993 მიღწევები AFI Life Achievement Award 2003 მიღწევები |
დე ნირო ერთადერთი ამერიკელი მსახიობია, რომელმაც ოსკარი მიიღო ამერიკულ ფილმში, სადაც ინგლისურად თითქმის არაფერს ამბობს („ნათლია II“); ფილმში ის თითქმის სულ იტალიურად საუბრობს და მხოლოდ აქა-იქ იყენებს ინგლისურ ფრაზებს.
ბიოგრაფია
რედაქტირებაცხოვრების ადრეული წლები
რედაქტირებარობერტ დე ნირო დაიბადა 1943 წლის 17 აგვისტოს, ნიუ-იორკში, ამერიკელი მხატვრების ოჯახში. მისი მშობლები იყვნენ: მამა – რობერტ დე ნირო (უფროსი), დედა – ვირჯინია ედმირალი[3]. დე ნიროს მამა იტალიელ-ირლანდიელი კათოლიკე ემიგრანტების შთამომავალი იყო, ხოლო დედა — გერმანელ-ჰოლანდიელი პრესვიტერიანელი წინაპრების შთამომავალი, ათეისტი.[4][5] მისი დიდი ბებიები ფერაზანოდან კამპობასოს პროვინციაში, მოლიზეში გადასახლებული ემიგრანტები იყვნენ.[6] მისი დიდი ბებია და პაპა, ჯოვანი დე ნირო და ანგელინა მერკურიო, ამერიკაში ფერაძანოდან (კამპობასოს პროვინცია, მოლისი) ჩამოვიდნენ, ხოლო ბებია (მამის მხრიდან), ირლანდიელი ემიგრანტი ედვარდ ო-რილის შვილიშვილი იყო. დე ნიროს უთქვამს, რომ ის საკუთარ თავს უფრო მეტად მის იტალიელ წინაპრებს მიაკუთვნებს, ვინემ დანარჩენებს.
დე ნიროს მშობლებმა ერთმანეთი გაიცნეს ჰანს ჰოფმანის სამხატვრო სკოლაში. იგი მხოლოდ ორი წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. დე ნირომ ბავშვობა მანჰეტენის ერთ-ერთ უბანში, პატარა იტალიაში (Little Italy), გაატარა. მისი ბავშვობის მეტსახელი იყო „ბობი მილკი“.
დე ნირო პირველად სწავლობდა პატარა წითელი სკოლის სახლში, შემდეგ კი დედამისმა იგი გადაიყვანა ნიუ-იორკის მუსიკისა და ხელოვნების უმაღლეს სასწავლებელში. 13 წლის ასაკში დე ნირო დაუახლოვდა პატარა იტალიის ქუჩის ბანდას. ამის შემდეგ იგი სწავლობდა სტელა ალდერის კონსერვატორიაში, ასევე ლი სტრასბერგის მსახიობთა სტუდიაში.
ადრეული ფილმების კარიერა
რედაქტირებაოცი წლის ასაკში, 1963 წელს, დე ნირომ ითამაშა თავისი პირველი როლი ბრაიან დე პალმასთან თანამშრომლობით, ფილმში ”ქორწილის წვეულება”, თუმცა ფილმი არ გამოცემულა 1969 წლამდე. 1960-იან წლებში ის ძირითადად თეატრში მოღვაწეობდა. 1965 წლის ფრანგულ ფილმში „სამი ოთახი მანჰეტენში“ მან ითამაშა ძალიან პატარა მონაკვეთი — მყიდველის როლი სადილის სცენაში. ამის შემდეგ მას ჰქონდა დებიუტი ოფიციალურ ფილმებში ხელახლა გაერთიანებულ დე პალმასთან — „მისალმებები“) (1968), „სალამი, დედა!“ (1970).
დე ნიროს პოპულარობა გაიზარდა 1973 წელს გადაღებულმა ფილმის Bang the Drum Slowly შემდეგ, სადაც მან დიდი ლიგის ბეისბოლის მოთამაშის როლი შეასრულა. ამავე წელს მან დაიწყო თავისი ნაყოფიერი თანამშრომლობა მარტინ სკორსეზესთან დასამახსოვრებელი როლით ჰარვი კეიტელთან ერთად, ფილმში „უფერული ქუჩები“ (1973). 1974 წელს, დე ნირომ ითამაშა დონ ვიტო კორლეონეს როლი ფრენსის ფორდ კოპოლას ფილმში, ნათლია II. ამ როლით მან თავისი პირველი ოსკარი მიიღო, ნომინაციაში საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი. იგი გახდა პირველი მსახიობი, რომელმაც მიიღო ოსკარი და ფილმში მხოლოდ უცხოურ ენაზე საუბრობდა.
მისი „უფერულ ქუჩებში“ მუშაობის შემდეგ, მას ძალიან წარმატებული თანაშრომლობა ჰქონდა მარტინ სკორსეზესთან. თამაშობდა სკორსეზეს ისეთ ფილმებში, როგორებიცაა: ”ტაქსის მძღოლი” (1976), ”ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი” (1977), ”ცოფიანი ხარი” (1980), ”კომედიების მეფე” (1983), „დიდებული ბიჭები” (1990), ”Cape Fead” (1991), და ”კაზინო (1995)”. მათ ასევე ერთად ითამაშეს ფილმში ”დამნაშავე ეჭვისგან” და გაახმოვანეს ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავი”.
1976 წელს დე ნირო გამოჩნდა ჟერარ დეპარდიესა და დონალდ სადერლენდთან ერთად ბერნანდო ბერტოლუჩის მეორე მსოფლიო ომის ცხოვრების ეპიკური ბიოგრაფიული გამოკვლევის ფილმში — Novecento.
1978 წელს დე ნირომ შეასრულა მაიკლ ვრონსკის როლი ფილმში „ირმებზე მონადირე“, რომელიც ნომინირებული იყო ნომინაციაში საუკეთესო მსახიობი კაცი. ამ წლებში მას შესთავაზეს კოვბოის როლი ფილმში ”მეომრები”, თუმცა მან ეს შეთავაზება არ მიიღო.
შემდგომი ფილმების კარიერა
რედაქტირებაამ ფილმებში თამაშისათვის დე ნირომ 27 კილოგრამი მოიმატა; ისწავლა კრივი ფილმისთვის „ცოფიანი ხარი”, იცხოვრა სიცილიაში ფილმისთვის „ნათლია II”, მუშაობდა ტაქსის მძღოლად ფილმისთვის „ტაქსის მძღოლი” და ისწავლა საქსოფონზე დაკვრა ფილმისთვის „ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი".
რობერტ დე ნირო გამოირჩეოდა ხარისხიანი თამაშით. მაგალითისვის, ფილმ ”კომედიების მეფის” გადაღების დროს იგი ავლენდა თავის პროფესიონალიზმს. აღსანიშნავია ასევე დე ნიროს თამაში სერჯო ლეონეს ფილმში „ერთხელ ამერიკაში”.
1980-იანი წლებიდან დე ნირო დაიწყო კომედიური ჟანრის ფილმებში თამაში. ამ ჟანრში პირველად წარმატება მოუტანა ფილმმა ”ბრაზილია” (1985), სადაც მან პატარა როლი შეასრულა. დე ნიროს სხვა ფილმებიდან აღსანიშნავია ”შეყვარებულები” (1984), ”მისია” (1986), ”ანგელოზის გული” (1987) ”შერკინება” (1995), "ძაღლის კუდის ქიცინი" (1997) და ”რონინი” (1998). 1997 წელს, დე ნირომ ითამაშა კრიმინალურ დრამა ”პოლიციელის მიწაში”, სილვესტერ სტალონესთან ერთად.
თამაშობდა კომედიური ჟანრის ფილმებში: „მოასწრო შუაღამემდე” (1988), ”გამოფხიზლება” (1990) რობი უილიამსთან ერთად, ”Showtime” (2002) ედი მერფისთან ერთად, „გააანალიზე ეს” (1999) და „გააანალიზე ის” (2002) ბილი კრისტალთან ერთად, აგრეთვე ფილმების სერია „მშობლებთან შეხვედრა” (2000), „ფოკერების გაცნობა” (2004) და „პატარა ფოკერები“ (2010).
1993 წელს დე ნირომ ითამაშა ფილმ ”ბიჭის ცხოვრებაში”, სახელგანთქმულ ტობი მაგუირთან და ლეონარდო დიკაპრიოსთან ერთად.
1995 წელს დე ნირომ ითამაშა მაიკლ მენის ფილმ ”შეტაკებაში” თავის მეგობარ ალ პაჩინოსთან ერთად. ეს ორი მსახიობი ერთად თამაშობდა 1974 წლის ფილმ ნათლია II–შიც. 2007 წლის მაისში ჟურნალმა Variety-მა განაცხადა, რომ დე ნირო და ალ პაჩინო ერთად კიდევ ერთხელ ითამაშებენ ფილმში ”მკვლელობის უფლება”[7], რომელიც 2008 წლის სექტემბერში გამოვიდა.
1995 წელს, დე ნირომ გაახმოვანა ანიმაციური ფილმი ”ზვიგენის ამბავის” პერსონაჟი დონ ლინო. ფილმს ასევე ახმოვანებდნენ უილ სმიტი და ანჯელინა ჯოლი. დე ნირომ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ანიმაციურ ფილმში მონაწილეობის მიღება იყო ყველაზე სასაცილო სპექტრი მთელ მის კარიერაში. დე ნირომ უარი თქვა ფილმ ”განდგომილებში” მონაწილეობაზე (ეს როლი შემდგომ მარტინ შინმა შეასრულა), რადგან იგი მთელი ძალისხმევით ემზადებოდა ”ცრუ ცდუნებაში” სათამაშოდ.
დე ნირო იყო რეჟისორი და ამავდროულად თამაშობდა ფილმში ”ცრუ ცდუნება” (2006), ფილმში ასევე თამაშობდნენ ანჯელინა ჯოლი, მეთ დეიმონი, ვილიამნს ჰუნდი და სხვ. 2006 წლის 7 ივნისს დე ნირომ შეწირულობა გაიღო ჰარი რენსომის კაცობრიობების გამოკვლევის ცენტრისთვის. დე ნირომ განაცხადა, რომ იგი მუშაობდა მარტინ სკორსეზესთან ახალ პროექტზე. 2009 წელს დე ნირომ ითამაშა ფილმში ყველას ცეცხლი, სტოუნსა და მაჩეტეში.
2011-12 წლებში დე-ნირომ რამდენიმე ფილმში მიიღო მონაწილეობა, მათ შორის იყო 2012 წლის ფილმი „იმედის სხივების კრებული“, რომლისთვისაც დე-ნირომ მიიღო ოსკარის ნომინაცია საუკეთესო მსახიობი კაცისთვის მეორეხარისხოვან როლში.
რეჟისორული ძალისხმევა
რედაქტირება1993 წლის ფილმში „ბრონქსული ისტორია” რობერტ დე ნირო იყო რეჟისორი და ამავდროულად ასრულებდა ავტობუსის მძღოლის, ლორენცოს როლს. სწორედ ეს ფილმი იყო დე ნიროს, როგორც რეჟისორის დებიუტი. ფილმის სცენარი დაწერა ჩაზ პალმინტერმა, ბრონქსში გატარებული თავისი მოუსვენარი ბავშვობის შესახებ. ფილმის ერთ-ერთ მთავარ გმირს, სანის თამაშობდა თვითონ სცენარის ავტორი — პალმინტერი.
რეჟისორის სახით დე ნირო არცერთ ფილმში აღარ გამოჩენილა 2006 წლამდე, 2006 წელს კი, ფილმში „ცრუ ცდუნება“, იგი როგორც რეჟისორი, ასევე ერთ-ერთი როლის შემსრულებელიც იყო. ფილმის პროდიუსერიც თავად დე ნირო გახლთათ ჯეინ როზენთალთან და ფრენსის ფორდ კოპოლასთან ერთად.
პირადი ცხოვრება
რედაქტირება1989 წლიდან დე ნირო ცხოვრობს ტრიბეკაში. მისი მთავარი წამოწყებები იყო ფილმების სტუდიების, ”ტრიბეკა პროდუქციის” ”ტრიბეკა ფილმის ფესტივალისა” და ”ნობუს” დაარსება.
1998 წელს დე ნირო ცხრა საათის განმავლობაში იკითხებოდა ფრანგ პოლიციელთან და მოსამართლესთან მეძაობის გავრცელებისთვის. დე ნირომ უარყო ყველანაირი ბრალდება და განაცხადა, რომ მას არასდროს გადაუხდია ფული სექსისთვის. ფრანგული გაზეთის, Le Monde-ს ინტერვიუში, დე ნირომ განაცხადა: ”მე არასდროს დავბრუნდები საფრანგეთში, მე ვურჩევ ჩემს მეგობრებს, რომ საფრანგეთში არ ჩამოვიდნენ” და მას უნდოდა ”გააგზავნე შენი საპატიო ლეგიონის ორდენი ელჩთან, როგორც კი იქნება შესაძლებელი”.
2003 წელს, დე ნიროს დაუსვეს პროსტატას კიბოს დიაგნოზი. 60 წლის დე ნიროზე პროგნოზები კარგი იყო, მისი პუბლიცისტის თანახმად.
ოჯახი
რედაქტირებამშობლები: რობერტ დე ნირო უფროსი (გ. 3 მაისს, 1993. 71 წლის ასაკში) და ვირჯინია ედმირალი (გ. 27 ივლისს, 2000), განქორწინდნენ, როდესაც მსახიობი ორი წლის იყო.
დე ნირო ორჯერ დაქორწინდა. პირველი მეუღლე დიანი ებოტი იყო, რომლისგანაც 1976 წელს შეეძინა ვაჟი, რაფაელ დე ნირო (ყოფილი მსახიობი, ამჟამად უძრავი ქონებითაა დაკავებული ნიუ-იორკში). დე ნირომ ასევე იშვილა დიანის ქალიშვილი წინა ქორწინებიდან - დრენა დე ნირო (ასევე მსახიობი). ცოლ-ქმარი ერთმანეთს 1988 წელს გაშორდა. რობერტი შემდეგ ხანგრძლივ ურთიერთობაში იყო ყოფილ მოდელ თოუკი სმითთან, რომელთანაც 1995 წლის 20 ოქტომბერს (ხელოვნური განაყოფიერებით) შეეძინა ტყუპები: აარონ კენდრიკ დე ნირო და ჟულიან ჰენრი დე ნირო. 1997 წელს იქორწინა მეორე ცოლზე - გრეის ჰაიტოუერზე, ყოფილ სტუარდესასთან. ჰყავთ ვაჟი ელიოტ დე ნირო (18 მარტს, 1998). მისი დაბადების შემდეგ წყვილი ბევრჯერ გაშორდა ერთმანეთს, თუმცა ოფიციალურად არ განქორწინებულან.
ფილმოგრაფია
რედაქტირებარობერტ დე ნიროს ფილმოგრაფია დაახლოებით 120-მდე ფილმს ითვლის, მათგან უმრავლესობაში მთავარი როლი აქვს ნათამაშები, მცირე ნაწილში კი მეორე ხარისხოვანი და უფრო მცირე როლები საკუთარი რეჟისურით. პირველი ფილმი, რომელშიც სადილის კლიენტი ითამაშა, იყო სამი ოთახი მანჰეტენში, 1965 წლის 10 ნოემბერს. დე ნირო ამავდროულად არის 30-ზე მეტი ფილმის პროდიუსერი.
ჯილდოები და ნომინაციები
რედაქტირებადე ნირომ მიიღო ორი აკადემიის ჯილდო: საუკეთესო მსახიობი ფილმისთვის ”ცოფიანი ხარი” და საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი ფილმისთვის ”ნათლია II”.
დე ნირო და მარლონ ბრანდო არიან ერთადერთი მსახიობები, რომლებმაც მიიღეს ოსკარი იმავე პერსონაჟის თამაშისთვის. ბრანდომ ოსკარი დონ ვიტო კორლეონეს როლისთვის მიიღო, ფილმში ”ნათლია”, ხოლო დე ნირომ — ჯილდო ახალგაზრდა ვიტოს თამაშისთვის, ფილმში „ნათლია II“. ბრანდო და დე ნირო შემდგომ ერთად გამოჩნდნენ ფილმში ”ანგარიში”.
- ლაურეატი: საუკეთესო მეორეხარისხოვანი როლი, ნათლია II (1974)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ტაქსის მძღოლი (1976)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ირმებზე მონადირე (1978)
- ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი, ცოფიანი ხარი (1980)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, გამოფხიზლება (1990)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, შიშის კონცხი (1991)
BAFTA
რედაქტირება- ნომინაცია: საუკეთესო ახალბედა, ნათლია II (1976)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ტაქსის მძღოლი (1976)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ირმებზე მონადირე (1980)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, ცოფიანი ხარი (1982)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, კომედიების მეფე (1984)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი, დიდებული ბიჭები (1991)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - დრამა, ტაქსის მძღოლი(1976)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - მიუზიკლი/კომედია, ნიუ-იორკი, ნიუ-იორკი (1978)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - დრამა, ირმებზე მონადირე (1979)
- ლაურეატი: საუკეთესო მსახიობი - დრამა, ცოფიანი ხარი (1981)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - მიუზიკლი/კომედია, მოასწრო შუაღამემდე (1989)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - დრამა, შიშის კონცხი (1991)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - მიუზიკლი/კომედია, გაანალიზე ეს (2000)
- ნომინაცია: საუკეთესო მსახიობი - მიუზიკლი/კომედია, მშობლებთან შეხვედრა (2001)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- რობერტ დე ნირო კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზაში
- Tiscali UK: რობერტ დე ნირო დაარქივებული 2006-02-11 საიტზე Wayback Machine.
- რობერტ დე ნირო Rotten Tomatoes-ზე დაარქივებული 2008-01-29 საიტზე Wayback Machine.
- რობერტ დე ნიროს ფილმოგრაფია NIAF-სგან დაარქივებული 2008-04-10 საიტზე Wayback Machine.
ლიტერატურა
რედაქტირება- Baxter, John (2002). De Niro: A Biography. HarperCollins. ISBN 978-0-00-257196-8.
- Dougan, Andy (2003). Untouchable: a biography of Robert De Niro. Da Capo Press. ISBN 1-56025-469-6.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ რობერტ დე ნირო აღიარებულია საუკეთესო ვარსკვლავად
- ↑ 100 საუკეთესო ფილმების ვარსკვლავი: Channel 4 Film. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-04-15. ციტირების თარიღი: 2008-04-11.
- ↑ რობერტ დე ნიროს ბიოგრაფია (1943-)
- ↑ რობერტ დე ნიროს რელიგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-03. ციტირების თარიღი: 2008-04-11.
- ↑ დე ნიროს იტალიურ-ამერიკული როლები
- ↑ ცნობილი ადამიანები მოლიზედან
- ↑ დე ნიროს და ალ პაჩინოს ხელახლა გაერთიანება ფილმში ”მკვლელობის უფლება”