მნის მყინვარი
მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან დენკარა)
მნის მყინვარი — ხეობის ტიპის მყინვარი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ყაზბეგის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფი ქედის გვერდითი ქედის — ხოხის სამხრეთ კალთაზე, მდინარე თერგის მარცხენა შენაკადის — მნაისისწყლის აუზში და რომელშიც ყველაზე დიდი მყინვარია. მისი ფართობი 2,60 კმ², ხოლო სიგრძე 3,37 კილომეტრია. მყინვარი ზღვის დონიდან 3360 მეტრზე მთავრდება. საველე კვლევებისა და უახლეს კოსმოსურ სურათებზე დაკვირვების საფუძველზე დადგინდა, რომ ამ ზომის მყინვარებში მნის მყინვარი საქართველოში პირველია თავისი უკანდახევის მაჩვენებლებით (არ იგულისხმება ისეთი დიდი ზომის მყინვარები როგორიც იყო მაგალითად ტვიბერი და ქვიში, სადაც უკანდახევის მაჩვენებელი იგივე პერიოდში კიდევ უფრო მაღალი იყო).
მნის მყინვარი
| |
---|---|
კოორდინატები: 42°41′46″ ჩ. გ. 44°28′49″ ა. გ. / 42.69611° ჩ. გ. 44.4802806° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ყაზბეგის მუნიციპალიტეტი |
ქედი | ხოხის ქედი |
ფართობი | 2,60 კმ² |
სიგრძე | 3,37 კმ |
ტიპი | ხეობური |
ლიტერატურა
რედაქტირება- ტიელიძე, ლევან, საქართველოს მყინვარები. გამომცემლობა „კოლორი“, თბ., 2014;
- ინაშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 52.