დემი-ლი ნელ-პიტერსი
დემი-ლი ტებოუ (ქალიშვილობის გვარი:ნელ-პიტერსი; ინგლ. Demi-Leigh Tebow; დ. 28 ივნისი, 1995) — სამხრეთ აფრიკელი მოდელი. ნელ-პიტერსი 2017 წელს მის სამხრეთ აფრიკის, შემდგომში კი მის სამყაროს ტიტულს დაეუფლა. ის მეორე სამხრეთ აფრიკელია, რომელიც მის სამყარო გახდა მარგარეტ გარდინერის შემდეგ (მის სამყარო 1978).
დემი-ლი ტებოუ | |
---|---|
დემი-ლი ნელ-პიტერსი, მის სამყარო 2017 | |
მშობლიური სახელი | Demi-Leigh Tebow |
დაბადების სახელი | დემი-ლი ნელ-პიტერსი |
დაბადების თარიღი |
28 ივნისი, 1995 სეჯფილდი, დასავლეთი კაპლანდი, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
მოქალაქეობა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
განათლება | ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი |
საქმიანობა | მოდელი |
სიმაღლე | 170 სანტიმეტრი[1] |
ჯილდოები |
მის სამხრეთ აფრიკა 2017; მის სამყარო 2017 |
ადრეული წლები და განათლება
რედაქტირებადემი-ლი ნელ-პიტერსი დაიბადა სეჯფილდიში, დასავლეთ კაპლანდში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ბენი პიტერსისა და ანა-მარია სტინკამპის ოჯახში.[2][3] მოგვიანებით ნელ-პიტერსის დედა, ანა-მარია ბენი პიტერსს გაშორდა და იოჰან სტინკამზე დაქორწინდა. მის უმცროს ნახევარ დას, ფრანიეს ცელებრალური აგნეზია აქვს. ნელ-პიტერსის განცხადებით სწორედ ის გახდა მის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი მოტივაციისთვის. ფრანიე 4 მაისს, 2019 წელს გარდაიცვალა, რომლის შესახებაც ნელ-პიტერსმა Instagram-ზე განაცხადა.[4][5][6][7] მოდელს ბიზნესის მენეჯმენტში ბაკალავრის დიპლომი აქვს, რომელიც ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტის დასრულების შედეგად მოიპოვა. სწავლასთან ერთად ეწეოდა სამოდელო კარიერასაც კომპანიებისთვის, როგორებიცაა Boss Models და Vision Management Cape Town.[8]
ნელ-პიტერსმა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტი 2017 წლის მარტში დაასრულა, მის სამხრეთ აფრიკა 2017-ში გამარჯვებამდე რამდენიმე დღით ადრე.[9] ის თავისუფლად საუბრობს აფრიკაანსსა და ინგლისურ ენებზე.[10][11]
კარიერა
რედაქტირებამის სამხრეთ აფრიკა 2017
რედაქტირებადემი-ლი ნელ-პიტერსის სამოდელო კარიერა მას შემდეგ იწყება, რაც მან დასავლეთი კაპლანდი მის სამხრეთ აფრიკის სილამაზის კონკურსზე წარადგინა 26 მარტს, 2017 წელს. მან საერთო კონკურსშიც გაიმარჯვა და მის სამხრეთ აფრიკის ტიტულს დაეუფლა. როგორც მის სამხრეთ აფრიკამ, ნელ-პიტერსმა მოიპოვა უფლება საკუთარი ქვეყანა წარედგინა მის სამყაროსა და მის მსოფლიოს სილამაზის კონკურსებზე. მას შემდეგ რაც კონკურსების ჩატარების თარიღი ერთმანეთს დაემთხვა ნელ-პიტერსი იძულებული გახდა მხოლოდ მის სამყაროზე წარდგენილიყო. კონკურსი ლას-ვეგასში, ნევადაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩატარდა.
მის სამყარო 2017
რედაქტირებამის სამყარო 2017-ის დასკვნით ეტაპზე სტივ ჰარვიმ ნელ-პიტერს ჰკითხა: „საკუთარ თავში რით ხართ ამაყი და როგორ გამოიყენებთ ამ თვისებას მის სამყაროდ ყოფნის დროს?“, რაზედ ნელ-პიტერსმა უპასუხა:
„როგორც მის სამყარო, თქვენ უნდა იყოთ დარწმუნებული იმაში, თუ ვინ ხართ. მის სამყარო არის ქალი, რომელმაც გადალახა შიში და რომელიც სხვებსაც უნდა დაეხმაროს შიშის დაძლევაში. ვფიქრობ მის სამყარო ზუსტად ისეთია, როგორიც მე ვარ.[12]“
|
მოგვიანებით მას ჰკითხეს თუ რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი სამსახურებში, რომლებიც ქალებს შეეხება. მან განაცხადა:
„ზოგიერთ ადგილზე ქალებს მამაკაცების ხელფასის მხოლოდ 75%-ს უხდიან, მიუხედავად იმისა რომ ორივე მათგანი თანაბარ სამუშაოს ასრულებს და თანაბარ დროს ხარჯავს. ვფიქრობ ეს სწორი არაა. ვფიქრობ ჩვენ ქალებისთვის თანაბარი სამუშაო პირობები და თანაბარი ანაზღაურება უნდა გვქონდეს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.[13]“
|
ნელ-პიტერსი მის სამყარო 2017-ის კონკურსზე წარსდგა და პირველი ადგილი დაიკავა. ის გვირგვინით წინა წლის გამარჯვებულმა, ირის მიტენარმა შეამკო. ფინალურ ეტაპზე ნელ-პიტერსმა კოლუმბიის წარმომადგენელ ლაურა გონზალესსა და იამაიკის წარმომადგენელ დავინა ბენეტს აჯობა.[14][15][16] ნელ-პიტერსი მეორე სამხრეთ აფრიკელი გახდა, 1978 წლის გამარჯვებულის, მარგარეტ გარდინერის შემდეგ, რომელმაც მის სამყაროს ტიტული მოიპოვა.[17][18][19]
მის სამყაროზე ყოფნისას ნელ-პიტერსმა განაცხადა, რომ სურს საკუთარი თავდაცვის სემინარებით იმდენ ქალს დაეხმაროს, რამდენსაც შეძლებს.[7][20] მან ეს კურსები მას შემდეგ გაიარა, რაც მის სამხრეთ აფრიკის ტიტულის მოპოვებიდან ერთი თვის შემდეგ იოჰანესბურგის გარეუბნიდან მანქანა მოპარეს. მან გამტაცებლებს გასაღები თვითონვე გადასცა, თუმცა კრიმინალებმა ნელ-პიტერსი მანქანაში ძალით მაინც ჩასვეს.[21][22] გამტაცებლებიდან ერთ-ერთს მოდელმა ყელში მუშტი ჩაარტყა და დახმარების სათხოვნელად გაიქცა.[21][23][24]
მის სამყაროს ტიტულის მოპოვების შემდეგ დემი-ლი ნელ-პიტერსი ესტუმრა: ფილიპინებს ორჯერ, ინდონეზიას ორჯერ, ტაილანდს ორჯერ, საფრანგეთსა და მექსიკას ორ-ორჯერ და ეკვადორს, ინდოეთს, ლიბანს, ეგვიპტესა და მალაიზიას თითოჯერ. მან ასევე მოინახულა ამერიკის შეერთებული შტატების ზოგიერთი ქალაქი და მშობლიური სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა. ქვეყნებში, სადაც მან იმოგზაურა სილამაზის კონკურსების ჟიურის როლი მოირგო.
მან მოგზაურობა ბანგკოკში, ტაილანდში დაასრულა 2018 წლის 17 დეკემბერს, სადაც მის სამყარო 2018-ის ჩემპიონატი ჩატარდა. ნელ-პიტერსმა ფილიპინების წარმომადგენელ კატრიონა გრეის გამარჯვების ნიშნად გვირგვინი დაადგა.
პირადი ცხოვრება
რედაქტირებამის სამყარო 2017-ის ტიტულის მოპოვების შემდეგ ნელ-პიტერსმა ურთიერთობა დაიწყო ტიმ ტებოუსთან, ამერიკული ფეხბურთის ყოფილ პროფესიონალ მოთამაშესთან. ტებოუ ასევე თამაშობდა ბეისბოლს პროფესიონალურ დონეზე. პირველი ამერიკული მადლიერების დღე მოდელმა ოჯახთან ერთად სახლში აღნიშნა.[8] მის სამყარო 2018-ზე გამოსამშვიდობებელი სიტყვით გამოსვლისას ნელ-პიტერსმა ტიმ ტებოუს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის.[25] 2019 წლის 9 იანვარს ტებოუ და ნელ-პიტერსი დაინიშნენ ტებოუს ოჯახის ფერმაში, ჯექსონვილში, ფლორიდაში.[26] ისინი დაქორწინდნენ 2020 წლის 20 იანვარს ფრანშუკში, სამხრეთ აფრიკაში, კეიპტაუნიდან ერთი საათის სავალზე.[27] ტებოუს მსგავსად, ნელ-პიტერსიც ქრისტიანია.[28]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Demi-Leigh Nel-Peters Height, Weight, Age, Biography, Boyfriend, Family & Facts. Dreshare.[მკვდარი ბმული]
- ↑ Happy birthday to this genuine hearted roomie and sister of mine - and your Miss Universe!. Sarah Rose Summers (28 June 2018).
- ↑ JK, Morne. (27 March 2017) Who is Demi-Leigh Nel-Peters. Jacaranda FM.
- ↑ Tim Tebow's Fiancee's Sister Dies Suddenly At 13 From A Rare Condition (7 May 2019). ციტირების თარიღი: 10 May 2019
- ↑ My little Princess, Angel on Earth, biggest joy and baby sister, Franje, passed away earlier today.. Demi-Leigh Nel-Peters (4 May 2019).
- ↑ 15 Things You Should Know About Miss South Africa Demi-Leigh Nel-Peters. SA People News (27 March 2017).
- ↑ 7.0 7.1 Ghosh, Sutrishna. (2017-11-27) Miss South Africa Demi-Leigh Nel-Peters beats Colombia and Jamaica to win Miss Universe 2017 en-GB. ციტირების თარიღი: 2017-11-27
- ↑ 8.0 8.1 Demi-Leigh Nel-Peters - Pageant Planet. ციტირების თარიღი: 2018-12-20
- ↑ New Miss Universe Teaches Self-Defense After Getting Held at Gunpoint: 5 Things to Know. ციტირების თარიღი: 2017-11-27
- ↑ Miss South Africa Demi-Leigh Nel-Peters wins Miss Universe en-US (2017-11-26). ციტირების თარიღი: 2017-11-26
- ↑ Denninger, Lindsay. (26 November 2017) Miss South Africa Demi-Leigh Nel-Peters Wins Miss Universe 2017. Bustle.
- ↑ „Miss South Africa Demi-Leigh Nel-Peters Crowned Miss Universe 2017“. E! Online (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-11-27.
- ↑ Moniuszko, Sara M. (November 26, 2017). „Miss South Africa Demi-Leigh Nel-Peters is crowned Miss Universe 2017“. USA Today (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-11-27.
- ↑ South Africa's Demi-Leigh Nel-Peters wins Miss Universe 2017. ABS-CBN News (26 November 2017).
- ↑ Domirez, Darren. (26 November 2017) Demi-Leigh Nel-Peters wins first Miss Universe 2017 crown for Miss South Africa in 39 years. Inquisitr.
- ↑ Miss Universe 2017. ციტირების თარიღი: 27 November 2017
- ↑ Feldman, Kate. (26 November 2017) Miss South Africa Demi-Leigh Nel-Peters named Miss Universe 2017. New York Daily News.
- ↑ Miss South Africa Demi-Leigh Nel-Peters, Miss Universe 2017-2018 Winner: 5 Fast Facts You Need to Know. Heavy (26 November 2017).
- ↑ Miss Universe 2017: Crowning moments of Miss South Africa Demi-Leigh Nel-Peters in PHOTOS. ციტირების თარიღი: 27 November 2017
- ↑ Silva, Cristina (2017-11-26). „Who is Demi-Leigh Nel-Peters? South African woman is Miss Universe 2017 winner“. Newsweek (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2017-11-27.
- ↑ 21.0 21.1 Miss Universe 2017 Pageant: Who Won? (26 November 2017). ციტირების თარიღი: 27 November 2017
- ↑ Miss South Africa Wins Miss Universe 2017 (27 November 2017). ციტირების თარიღი: 27 November 2017
- ↑ Miss SA Demi-Leigh Nel-Peters in hijacking drama - IOL News. ციტირების თარიღი: 27 November 2017
- ↑ I punched one of my attackers in the throat, says Miss SA on hijacking ordeal. ციტირების თარიღი: 27 November 2017
- ↑ Miss Universe 2018 - Pageant Planet. ციტირების თარიღი: 2018-12-20
- ↑ Lindsay Kimble. Tim Tebow Is Engaged to Former Miss Universe Demi-Leigh Nel-Peters (10 January 2019). ციტირების თარიღი: 10 January 2019
- ↑ 5 Facts About Tim Tebow and Demi-Leigh Nel-Peters' Wedding Venue. Wedding Spot Blog. ციტირების თარიღი: 23 January 2020
- ↑ Everything to Know About Tim Tebow's Wife-To-Be Demi-Leigh Nel-Peters. People (10 January 2019). ციტირების თარიღი: 29 July 2020