ამერიკული ფეხბურთი

ამერიკული ფეხბურთისპორტის გუნდური სახეობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში უწოდებენ ფეხბურთს.

ამერიკული ფეხბურთი
ტიპი სპორტის სახეობა და ჰობი
აღჭურვილობა penalty flag და American football ball
ქვეყანა/რეგიონი აშშ
მოთამაშეების მაქსიმალური რაოდენობა 22

თამაშის წესები

რედაქტირება

თამაშში მონაწილე გუნდების მიზანია — მოიპოვონ მოწინააღმდეგე გუნდზე მეტი ქულა(ები) და მოიპოვონ საბოლოო გამარჯვება.

მოედანი და მოთამაშეები

რედაქტირება
 
ამერიკული ფეხბურთის სათამაშო მოედანი

თამაშში მონაწილეობს ორი გუნდი. მოედანზე ერთდროულად იმყოფება 11-11 მოთამაშე თითოეული გუნდიდან. რამდენიმე ან ყველა ფეხბურთელის შეცვლა შესაძლებელია თამაშისთვის განკუთვნილ დროის ნებისმიერ მონაკვეთში. სათამაშო სტადიონის სიგრძე 120 იარდია (110 მეტრი), სიგანე კი — 53 1/3 იარდი (49 მეტრი). სტადიონი დაყოფილია რამდენიმე ნაწილად, თითოეულის სიგრძე ათი იარდია. თამაში მოიცავს 4 ტაიმს.

ამერიკული ფეხბურთის კარების ზომები პრაქტიკულად ინდენტურია რაგბის კარების ზომებისა. განივას სიმაღლე — 10 ფუტია (3 მეტრი), ძელებს შორის მანძილი კი — 18,6 ფუტი (5,7 მეტრი).

თამაშის ხანგრძლივობა

რედაქტირება

თამაში გრძელდება 4 მეოთხედის განმავლობაში, თითო მეოთხედი კი 15 წუთია. მე-2 მეოთხედის დასრულების შემდეგ იწყება დიდი შესვენება და გუნდები სათამაშო ადგილებს ცვლიან.

თამაში ჩერდება:

  • როცა ბურთი (ან მოთამაშე ბურთით) დატოვებს მოედნის ფარგლებს
  • ბურთის თანაგუნდელისთვის წინ გადაცემის შემთხვევაში (ამ შემთხვევაში ბურთი მოწინააღმდეგე გუნდს გადაეცემა)
  • ქულის მოპოვების შემდეგ
  • წესების დარღვევის შემთხვევაში
  • როცა ერთ-ერთი გუნდი იღებს ტაიმ-აუტს
  • და სხვა მიზეზების გამო.

ამის გათვალისწინებით როგორც წესი თამაში გრძელდება 3 საათის განმავლობაში.

ყაიმის შემთხვევაში NFL-ში ინიშნება 15-წუთიანი დამატებითი დრო (ოვერტაიმი). ოვერტაიმში გუნდს, რომელიც მოიპოვებს პირველ ქულას (ოქროს ქულა), ენიჭება გამარჯვებულის ტიტული.

თამაშის მიმდინარეობა

რედაქტირება
 
ამერიკული ფეხბურთის ბურთი

თამაში შედგება სათამაშო ეპიზოდებისგან. ყოველი ეპიზოდის დასაწყისში თამაშში ბურთი შეჰყავთ იმ ადგილიდან, სადაც დასრულდა წინა სათამაშო ეპიზოდი.

თამაში კენჭისყრით (მონეტის დახმარებით) იწყება, კენჭისყრაში გამარჯვებული გუნდი წყვეტს, რომელი გუნდი დაიწყებს თამაშს. კენჭისყრაში დამარცხებული გუნდი კი - ირჩევს სტადიონის მხარეს. ერთ-ერთი გუნდის მხრიდან თამაშში ბურთის შეყვანის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშემ ბურთი უნდა მოიგდოს ხელში და წინ გაიქცეს, მანამ სანამ მას არ შებოჭავენ და სათამაშო მინდორზე დააგდებენ. არსებობს შეტევების განხორციელების ლიმიტი, ის თითო გუნდისთვის თითო ჯერზე 4 შეტევით განისაზღვრება. შეტევაში მოთამაშის (შესაბამისად გუნდის) მოვალეობაა გადალახოს 10 იარდიანი მონაკვეთი. ყოველ ასეთ მცდელობას დაუნი ეწოდება (ინგლ. down). თუ შემტევ პოზიციაში მყოფი გუნდი გაივლის 10 იარდს, ის კვლავ იღებს 4 მცდელობის უფლებას შემდეგი 10 იარდის გავლისთვის. ამ შანსის გამოუყენებლობის შემთხვევაში, ბურთი გადაეცემა მოწინააღმდეგეს. თუ გუნდმა გადალახა ყველა 10 იარდიანი მონაკვეთი და განახორციელა თაჩდაუნი (ინგლ. touchdown), გუნდი იღებს 6 ქულას და ინიშნება 1 ქულიანი დარტყმა (გარდასახვა)

არსებობს ბურთის დაკარგვის სხვადასხვა ვარიანტი:

  • თუ გუნდმა ვერ გადაკვეთა 10 იარდი 4 შეტევაში…
  • თუ მოწინააღმდეგე გუნდმა გადაცემის მომენტში მოახერხა ჩაჭრა.
  • თუ შეტევაში მყოფი ფეხბურთელი წააქციეს, ბურთი ხელიდან გაუვარდა და ბურთი დაცვაში მყოფი გუნდმა ჩაიგდო ხელში.

ხშირად, მესამე შეტევის შემდეგ, თავდასხმაში მყოფმა გუნდმა თუ ვერ მოახერხა 10 იარდის გადაკვეთა, გუნდი აღარ რისკავს და ახორციელებს პანტს. საჯარიმო დარტყმის-ის მსგავსს დარტყმას. ბურთი დარტყმის წინ მოქცეულია მოთამაშის ხელებში.

სათამაშო რგოლები

რედაქტირება
 
გარდასახვა თამაშის დროს

თითოეულს გუნდში არსებობს რამდენიმე სათამაშო რგოლი: დაცვა (ინგლ. diffence), თავდასხმა (ინგლ. offence) და სხვადასხვა სპეციფიკური მოთამაშე.

თავდასხმის მოვალეობა:

  • ბურთი მიიტანოს მოედნის ბოლომდე
  • განახორციელოს თაჩდაუნი.

დაცვის მოვალეობა:

  • არ მისცეს მოწინააღმდეგე გუნდის თავდასხმას საშუალება გაიროს ბურთთან ერთად 10 იარდი
  • მოწინააღმდეგე გუნდის თავდასხმას არ დაამთავრებინოს შეტევა და არ დაადებინოს თაჩდაუნი.

სპეციფიკური მოთამაშეების კლასიფიკაცია:

  • მოთამაშე, რომელსაც ბურთი შეჰყავს თამაშში.
  • მოთამაშე, რომელიც ახორციელებს პანტს.
  • მოთამაშე, რომელიც ახორციელებს გარდასახვას.

გარდასახვა:

  • თაჩდაუნის შემდეგ. 1 ქულა.
  • თამაშის დროს. 3 ქულა.

ჯარიმები და დროშები

რედაქტირება

დროშები:

  • თუ მსაჯი მოედანზე, თამაშის დროს გადმოაგდებს ყვითელ დროშას - დაცვაში მყოფი გუნდი ან თავდასხმაში მყოფი გუნდი ჯარიმდება.

დაჯარიმებული გუნდი დაიწევს 5 იარდით უკან

  • თუ მწვრთნელი მოედანზე, თამაში დროს გადმოაგდებს წითელი დროშას - მწვრთნელი ითხოვს ვიდეო გამეორებას.

ქულების მოპოვება

  • თავდასხმაში მყოფი გუნდისთვის:
    • თაჩდაუნი - +6 ქულა
      • გარდასახვა - +1 ქულა
      • გარდასახვის სანაცვლოდ ბურთის კვლავ გათამაშება და კვლავ თაჩდაუნი - +2 ქულა.
    • გარდასახვა თამაშის დროს (თაჩდაუნის გარეშე) +3 ქულა
  • დაცვაში მყოფი გუნდისთვის:
    • თავდასხმაში მყოფ მოწინააღმდეგის, მისივე თაჩდაუნის ზონაზე დაგდების შემთხვევაში (რაც ძალიან იშვიათად ხდება).

პოპულარობა

რედაქტირება
 
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტებს შორის გამართულ შეხვედრას 90 ათასზე მეტი მაყურებელი დაესწრო

ამერიკული ფეხბურთი — სპორტის ყველაზე პოპულარული სახეობა აშშ-ში 1972 წლიდან, მას შემდეგ რაც მან ამ კომპონენტში გაუსწრო ბეისბოლს.

სატელევიზიო რეიტინგებში ამერიკული ფეხბურთის ეროვნულმა ლიგამ, პოპულარობით აჯობა ჩრდილოეთ ამერიკის ყველა სპორტულ ლიგას. სუპერ-ბოულის დღეს — ნაციონალური საფეხბურთო ლიგის სეზონის საუკეთესო მატჩს — უყურებს 100 მილიონზე მეტი ამერიკელი.

ასევე ძალიან პოპულარულია არაპროფესიონალური სტუდენტური ფეხბურთი. აშშ-ის ოთხ საუნივერსიტეტო მოედნის ტრიბუნები მატჩების დროს 100 000-ზე მეტი მაყურებლით მთლიანად ივსება. ასევე პოპულარობით სარგებლობს სკოლებს შორის გამართული მატჩები, რომელსაც 10 000-ზე მეტი მაყურებელი ესწრება.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება