კატრიონა ელიზა მაგნაიონ გრეი (ინგლ. Catriona Gray (დ. 6 იანვარი, 1994) — ავსტრალიელ-ფილიპინელი მოდელი, მომღერალი და ვიზუალური არტისტი.[2] გრეიმ 2018 წელს მიიღო მის სამყაროს ტიტული. ის მეოთხე ფილიპინელია, რომელიც ამ ტიტულს დაეუფლა. მის ფილიპინები 2018 (სამყარო)[3] და მის ფილიპინები 2016 (მსოფლიო).[4]

კატრიონა გრეი

კატრიონა გრეი, მის სამყარო 2018
მშობლიური სახელი Catriona Elisa Magnayon Gray
დაბადების სახელი კატრიონა ელისა მაგნაიონ გრეი
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1994 (1994-01-06) (30 წლის)
კერნზი, კუინზლენდი, ავსტრალია
მოქალაქეობა ფილიპინების დროშა ფილიპინები
განათლება ბერკლის მუსიკის კოლეჯი
საქმიანობა მოდელი
სიმაღლე 178 სანტიმეტრი[1]
ჯილდოები მის ფილიპინები (მსოფლიო) 2016
მის ფილიპინები (სამყარო) 2018
მის სამყარო 2018
ხელმოწერა

ადრეული წლები და განათლება რედაქტირება

კატრიონა გრეი დაიბადა კერნზში, კუინზლენდში, ავსტრალიაში.[5] მამამისი ავსტრალიელი იან გრეია, რომელსაც შოტლანდიური ფესვები აქვს, დედა, ნორმიტა რაგას მაგნაიონი ოასში, ალბაიში დაბადებული ფილიპინელია.[6] გრეის სახელი ბებიის, კათრინ გრეის (ქალიშვილობის გვარი: როუზი) პატივსაცემად დაარქვეს, რომელიც შოტლანდიიდან დასავლეთ ავსტრალიაში გადასახლდა 1952 წელს.[7] მოდელს მეორე სახელი, ელიზაც აქვს, რომელიც მეორე ბებიის, ფილიპინელი ელზა მაგნაიონის (ქალიშვილობის გვარი: რაგასი) პატივსაცემად დაარქვეს.

გრეი სწავლობდა სამების ანგლიკანურ სკოლაში, კერნზში, სადაც სკოლის გუნდში გალობდა კიდეც.[8][9] მან ასევე ისწავლა ბერკლის მუსიკალურ კოლეჯში, ბოსტონში, მასაჩუსეტსში სადაც მუსიკის თეორიის განხრით სწავლობდა.[10] დამატებით, მოდელი ასევე ფლობს შავ ქამარს კვანგ იო ჩოის საბრძოლო ხელოვნებაში.[11] კატრიონა გრეი წამყვანი ვოკალისტი იყო სკოლის ჯაზ-ბენდში, მონაწილეობას იღებდა მიუზიკლებშიც. სასწავლებლის დასრულების შემდეგ გრეი მანილაში გადავიდა, სადაც მოდელად მუშაობდა.[12]

კარიერა რედაქტირება

პატარა მის ფილიპინები რედაქტირება

კატრიონა გრეის სამოდელო კარიერა 1999 წელს დაიწყო, როდესაც პატარა მის ფილიპინების ტიტულის მფლობელი გახდა სიდნეიში, ავსტრალიაში.[13]

მის მსოფლიო რედაქტირება

მის ფილიპინები 2016 (მსოფლიო) რედაქტირება

 
გრეი ნაციონალურ საფეხბურთო ლიგაზე ატლანტაში, ჯორჯიაში 2019 წელს

2016 წლის 2 ოქტომბერს კატრიონა გრეი მის ფილიპინები 2016 გახდა და მოიპოვა უფლება ფილიპინები მის მსოფლიოს კონკურსზე წარედგინა. მოდელმა კონკურსის რამდენიმე კატეგორიაში გაიმარჯვა:[14]

  • საუკეთესო საცურაო კოსტუმი
  • საუკეთესო საღამოს კაბა
  • საუკეთესო ბოდიუმზე გავლა
  • ყველაზე ნიჭიერი[15]

მის მსოფლიო 2016 რედაქტირება

ეროვნულ კონკურსში გამარჯვების შემდეგ, გრეი მის მსოფლიოს 2016 წლის კონკურსზე წარსდგა ოქსონ ჰილზში, მერილენდში, სადაც საუკეთესო ხუთეულში მოხვდა.[16]

მის სამყარო რედაქტირება

მის ფილიპინები 2018 (სამყარო) რედაქტირება

2018 წლის 6 იანვარს გრეიმ შეიტანა აპლიკაცია მის სამყარო 2018-ზე ფილიპინების სახელით საასპარეზოდ.[17] რვა დღის შემდეგ, სილამაზის კონკურსის ორგანიზატორმა, სტელა არანტეამ დაადასტურა, რომ გრეი კანდიდატებს შორის აირჩა.

ეროვნული კოსტუმების შეჯიბრებისთვის გრეიმ მინდანაოელი მუსლიმი პრინცესის კაბა მოირგო, რითაც გაიმარჯვა კიდეც. 2018 წლის 18 მარტს კატრიონა გრეიმ მის ფილიპინები 2018-ში გაიმარჯვა. მას გვირგვინი მის ფილიპინები 2017-მა, რეიჩელ პიტერსმა გადასცა.[18][19]

ფილიპინების სილამაზის კონკურსების ისტორიაში კატრიონა გრეი პირველი ფილიპინელი და ფილიპინების მოერე წარმოამდგენელია, რომელმაც ფილიპინები ორივეზე, მის სამყაროსა და მის მსოფლიოზე წარადგინა.

მის სამყარო 2018 რედაქტირება

 
გრეი მის სამყაროს ტიტულის მოპოვების შემდეგ ფილიპინებში დაბრუნებისას

გრეიმ ფილიპინები წარადგინა მის სამყარო 2018-ზე 17 დეკემბერს მუანგ თონგ თანში, ნონთაბურის პროვინციაში, ტაილანდში. ეროვნული კოსტუმის ჩვენებისას გრეიმ უძველესი ფილიპინური ტომების ტანისამოსი მოირგო. კაბა ქრისტიანობამდე გამოიყენებოდა შამანური რიტუალების შესასრულებლად. მისმა კოსტუმმა მოწონებასთან ერთად და კრიტიკაც დაიმსახურა. გააკრიტიკეს მოდელისთვის სიარულის სირთულე და ლედ განათებები. კონკურსის შემდეგ გრეიმ განაცხადა, რომ მას სქოლიოზი აქვს.[18][20]

დასკვნით ეტაპზე კატრიონამ პოდიუმზე შენელებულად გაირა (ასეთ სიარულს „ლავა სიარულს“ უწოდებენ[21]). საცურაო კოსტუმის შეჯიბრებაში მას ვარდისფერი კოსტუმი ეცვა, რომელიც დადებითად შეაფასეს: მოდელებმა ეშლი გრემმა, ტაირა ბენქსმა,[22] მოდის კომენტატორებმა და ინტერნეტ მომხმარებლებმა.[23][24]

ღონისძიების დასასრულს მოდელს გვირგვინი მის სამყარო 2017-მა, სამხრეთ აფრიკელმა დემი-ლი ნელ-პიტერსმა დაადგა. ის მეოთხე ფილიპინელია, რომელიც მის საყარო გახდა გლორია დიაზის (1969), მარგარიტა მორანის (1973) და პია ვურცბახის (2015) შემდეგ.

2019 წლის 17 ოქტომბერს კატრიონა გრეი დაესწრო 2019 წლის ლათინური მუსიკის დაჯილდოებას[25] Dolby Theatre-ში, ჰოლივუდში, ლოს-ანჯელესი, კალიფორნია.[26] სადაც მან პრინც როისი და მარკ ანთონი დააჯილდოვა სიმღერისთვის „Adicto“[27][28]

2019 წლის 8 დეკემბერს კატრიონა გრეიმ მის სამყარო 2019-ის გამარჯვებული, სამხრეთ აფრიკელი ზოზიბინი ტუნზი დააჯილდოვა Tyler Perry Studios-ში, ატლანტაში, ჯორჯიაში, ამერიკის შეერთებულ შტატებში.

მის სამყაროს ტიტულის მოპოვების შემდეგ გრეიმ იმოგზაურა ბრაზილიაში;[29] კანადაში;[30] დუბაიში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში;[31] ინდონეზიაში;[32] სამხრეთ აფრიკაში;[33] ტაილანდში;[34] ამერიკის ქალაქებში და შტატებში და მის მშობლიურ ფილიპინებში.[35]

მუსიკლაური კარიერა რედაქტირება

2018 წლის 23 ნოემბერს კატრიონა გრეიმ გამოუშვა პირველი სინგლი სახელწოდებით: „We’re In This Together“.

პირადი ცხოვრება რედაქტირება

2020 წლის 23 მაისს ცნობილი გახდა, რომ კატრიონა გრეი ურთიერთობაშია ფილიპინელ-ამერიკელ მსახიობ სემ მილბისთან.[36]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Lugay, Elton (10 January 2019). „EXCLUSIVE: Up close with Catriona Gray“. Philippine Daily Inquirer (ინგლისური). ციტირების თარიღი: 11 August 2019.
  2. Fern, M. A.; Mar 19, ez; 2018. Miss Universe Philippines Catriona Gray Is An Awesome Artist en. ციტირების თარიღი: 5 Enero 2019
  3. News, Joel Guinto, ABS-CBN. „Catriona Gray crowned Miss Universe“. ABS-CBN News.
  4. „FULL LIST: Winners, Miss World Philippines 2016“. Rappler (ინგლისური). ციტირების თარიღი: 5 January 2019.
  5. Cairns beauty Catriona Gray crowned Miss Universe Philippines 2018 (19 March 2018).
  6. Catriona living mom's dream. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-11-27. ციტირების თარიღი: 2021-02-22.
  7. Miss Universe 2018 winner: Miss Philippines Catriona Gray bags the title – Times of India ►.
  8. Trinity Anglican School, Cairns.
  9. Qld beauty crowned Miss Universe Philippines. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-15. ციტირების თარიღი: 2021-02-22.
  10. Michelle Ewing, Cox Media Group National Content Desk. Miss Universe 2018: Who is Miss Philippines Catriona Gray, this year's winner? en. ციტირების თარიღი: 5 January 2019
  11. Thank God for Catriona Gray-Singer, Martial Artist, Advocate, And Now, Miss Universe Philippines.
  12. „5 Things to Know About Miss Universe 2018 Catriona Gray“. E! Online. 16 December 2018.
  13. „LOOK: Catriona Gray was once Little Miss Philippines“. CNN Philippines (ინგლისური). 10 April 2018. დაარქივებულია ორიგინალიდან — 18 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2021.
  14. What are the Chances of Catriona Gray en. The Trending Facts (10 April 2018).
  15. „Catriona Gray crowned Miss World Philippines 2016“. Rappler (ინგლისური). 2 October 2016.
  16. „PH bet finishes in Top 5 of Miss World 2016“. ABS-CBN News. 19 December 2016.
  17. „After Miss World, Catriona Gray eyes Bb. Pilipinas crown“. ABS-CBN News. 8 January 2018.
  18. 18.0 18.1 „Catriona Gray to represent PH in Miss Universe 2018“. ABS-CBN News.
  19. Catriona Gray is Binibining Pilipinas 2018 Miss Universe Winner (18 March 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 28 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 22 თებერვალი 2021.
  20. „Catriona Gray is the new Miss Universe Philippines!“. GMA News.
  21. Miss Universe's 'Lava Walk' Makes Kendall Jenner's Runway Stomp Look Even Worse en. ციტირების თარიღი: 1 February 2019
  22. Miss Universe 2018 Catriona Gray Wowed Even Supermodels With Her Walk en. ციტირების თარიღი: 5 January 2019
  23. MARQUEZ, CONSUELO (14 December 2018). „Netizens hail Miss Philippines Catriona Gray's 'slow-mo' walk in swimwear competition“. Asia News Network. Asiaone.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 დეკემბერი 2018. ციტირების თარიღი: 17 December 2018.
  24. Archana, KC (14 December 2018). „No One Can Get Over Miss Philippines Catriona Gray's Slow-Mo Turn At Miss Universe 2018 Prelims“. Indiatimes Lifestyle Network. indiatimes.com. ციტირების თარიღი: 17 December 2018.
  25. Chiquis, Jhay Cortez, De La Ghetto & More to Present at 2019 Latin AMAs. ციტირების თარიღი: 6 October 2019
  26. Catriona Gray reikt award uit op Latin Music Awards nl-BE (4 October 2019). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 6 October 2019
  27. La lista completa de ganadores de los Latin AMAs.
  28. Lo mejor de los Latin American Music Awards 2019 (18 October 2019).
  29. Catriona Gray, Miss Universo 2018, chega ao Brasil para participar de ação filantrópica – Notícias – Miss Brasil – Band.com.br.
  30. „Miss Universe Catriona Gray raises funds for abused Filipino kids“. Manila Bulletin (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ოქტომბერი 2019. ციტირების თარიღი: 6 October 2019.
  31. Miss Universe in Dubai: Catriona Gray meets her UAE fans en. ციტირების თარიღი: 6 October 2019
  32. „WATCH: Catriona Gray meets Indonesian president Joko Widodo“. Rappler (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 October 2019.
  33. „IN PHOTOS: Catriona Gray tours South Africa“. Rappler (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 October 2019.
  34. „LOOK: Catriona Gray returns to Thailand“. ABS-CBN News. ციტირების თარიღი: 6 October 2019.
  35. „IN PHOTOS: Catriona Gray gives back during latest visit to the Philippines“. Rappler (ინგლისური). ციტირების თარიღი: 6 October 2019.
  36. 'Worth every second of the wait': Sam Milby reveals relationship with Catriona Gray“. ABS-CBN News (ინგლისური). ციტირების თარიღი: 23 May 2020.