გურიის ერისთავები (საგვარეულო)
გურიის ერისთავები[1] — ქართული დიდებული და თავადური საგვარეულო (გვარადქცეული თანამდებობა); შარვაშიძეების განშტოება. თავდაპირველად XV საუკუნეში, გურიელების მთავრობის ჟამს, გურიის ერისთავის თანამდებობა ჯერ ეკავათ გუგუნავებს, XVI საუკუნეში — კობალაძეებს. XVII საუკუნის ბოლოს მამია III გურიელისა და არჩილ II-ს შორის იმერეთის ტახტისთვის ბრძოლაში მამია III-ს უერთგულა მისმა სიძემ, გიორგი შერვაშიძემ, რისთვისაც ჯილდოდ მიიღო ერისთავობა, მამულები, გორმაღალისა და ერკეთის ეკლესიები (სადაც მდებარეობდა მათი საგვარეულო საძვალე). აგრეთვე, საჯავახოს სათავადო.[2][3] მათი სასახლე მდებარეობს. სოფ. გორაბერეჟოულში.
გურიის ერისთავები | |
---|---|
ტიტული | ერისთავი, თავადი |
დამფუძვნებელი | გიორგი შარვაშიძე |
მონათესავე გვარები | აფხაზები (საგვარეულო) |
სამფლობელოები | საჯავახო |
სასახლეები | გორაბერეჟოულის სასახლე |
1716 წელს ერისთავი მონაწილეობდა გიორგი IV გურიელის წინააღმდეგ შეთქმულებაში, რისთვისაც გიორგი IV-მ დასაჯა და სამთავროდან გააძევა. XVIII საუკუნის შუა წლებში იხსენიება ერისთავი ზაალი, რომელსაც მფრაველობდა იმერეთის მეფე სოლომონ I. იგივე ზაალი 1765 წელს მიემხრო დასავლეთ საქართველოში შეჭრილ ჰასან-ფაშას.
გვარიდან ცნობილია ეფთვიმე გენათელი (XVII ს.) – ჯუამთისა და გელათის ეპისკოპოსი. რუსეთის იმპერიამ თავადთა სიაში მიიღო 1850 წლის 6 დეკემბერს და მათი გვარი რუსიფიცირებული იყო (რუს. Эристов-Гурийские).[3][4] გურიის ერისთავებს რუსეთის იმპერიაში არ ჰქონდათ დამტკიცებული თავიანთ გერბი. ვ. ციხისნკიმ წარმოადგინა გერბი, გურიის ერისთავების მიერვე თითქმის დამთხვეულ გურიელების გერბის ჩანახატს, რომელიც მიაწერდა ამ ორ გვარს შორის საერთო წარმომავლობას. ხოლო მ. ვადბოლსკიმ – მათი გერბი ხმლითა და ფარით შეიარეღებული მემომრის გამოსახულებით.[3]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Князья Эристовы (Эристави-Гурийские) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 265-267.
- Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, p. 270. Georgetown University Press;
სქოლიო
რედაქტირება- ↑ XVIII საუკუნეში ― ერისთავ-შარვაშიძეები/შერვაშიძეები
- ↑ ჩხატარაიშვილი ქ., „გურიის სამთავრო“, თბ., 1959. — გვ. 148.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Князья Эристовы (Эристави-Гурийские) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 265-267.
- ↑ Toumanoff, Cyril (1967). Studies in Christian Caucasian History, p. 270. Georgetown University Press.