აფხაზები (საგვარეულო)

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აფხაზები.

აფხაზები, აფხაზიშვილები― ქართული თავადური საგვარეულო, შარვაშიძეების განშტოება.[1][2]

აფხაზების წინაპარი, თავადი მანუჩარ შარვაშიძე, დაახლოებით 1632 წ. გადასახლდა აფხაზეთიდან კახეთში[1] (კერძოდ ― კარდენახში)[2]. ქართულ და სპარსულ სიგელ-გუჯრებში მოიხსენიებიან თავადებად.[1] ისინი ფლობდნენ კარდანახის სასახლეს. რუსეთის იმპერიის უღლის ქვეშ კვლავ დაუმტკიცდათ თავადობა 1826 წლის 7 აპრილს.[1] გვარი რუსიფიცრებული იყო, როგორც „აბხაზოვი“ (რუს. Абхазов).[1] საგვარეულოს ეკუთვნის ისეთი ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან ნიკოლოზ და კოტე აფხაზები.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ლიტერატურა

რედაქტირება
  • Князья Абхази (Абхазовы) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 99-101.
  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 Князья Абхази (Абхазовы) // Думин С. В., Чиковани Ю. К. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 99-101.
  2. 2.0 2.1 ზ. ანჩაბაძე, ქსე, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 689-690.