გოუმი
გოუმი, გომი, ნათსუგუმი, ვერცხლის ალუბლის კენკრა (ლათ. Elaeagnus multiflora) — ფშატის სახეობა, რომლის სამშობლოა ჩინეთი, კორეა და იაპონია.
გოუმი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Elaeagnus multiflora | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 143486609 | |||||||||||||||
|
გოუმი ფოთლოვანი ან ნახევრად მარადმწვანე ბუჩქი ან პატარა ხე. იზრდება 2-8 მ სიმაღლის, 30 სმ დიამეტრის მუქი ყავისფერი მერქნით; ფოთლებით 3-10 სმ სიგრძის და 2-5 სმ სიგანის, მომწვანო ზემოდან და მოვერცხლისფეროდან ფორთოხლისფერ–მოყავისფრო ქვემოდან. ფერმკრთალი მოყვითალო–თეთრი 1.5 სმ სიგრძის ყვავილები სურნელოვანია და წარმოდგენილია ჯგუფებად; ყვავის შუა გაზაფხულზე.
ნაყოფი გამოაქვს ივნისის შუა რიცხვებში. იწევა შემოდგომით.
ნაყოფი მრგვალი ან ოვალურია. 1 სმ–მდე სიგრძის, ვერცხლისფერი, ფორთოხლისფერი, მღვრიე მოწითალო, მოვერცხლისფრო ან ყავისფერი. ნაყოფი წვნიანია და საკვებად ვარგისი, ტკბილია, მაგრამ ოდნავ მომჟაო.
ისევე, როგორც სხვა ჯიშის კენკროვანი მცენარეები, იზრდება ღარიბი ნიადაგის პირობებშიც.
ჩინელების ტრადიციების მიხედვით, აქვს სამკურნალო ღირებულებები. ის ამცირებს ქოლესტერინის რაოდენობას სისხლში და შეიცავს სხვადასხვა სარგებელო ვიტამინს. თუმცა, მეცნიერული მტკიცებულება აღნიშნულზე, ჯერჯერობით, არ არსებობს.
გოუმი ზოგჯერ იზრდება ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, როგორც ეგზოტიკური და დეკორატიული სახეობა.[1]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ PLANTS Profile for Elaeagnus multiflora (cherry silverberry). USDA Natural Resources Conservation Service. ციტირების თარიღი: 2013-01-08.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Goumi berries, Гуми
- იაპონური ხეების ენციკლოპედია: Natsugumi (Elaeagnus multiflora) დაარქივებული 2011-05-18 საიტზე Wayback Machine.
- მომავლის მცენარეები: Elaeagnus multiflora დაარქივებული 2016-03-03 საიტზე Wayback Machine.