ფშატისებრნი (ლათ. Elaeagnaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. მარადმწვანე და ფოთოლმცვივანი ხეები და ბუჩქებია. მორიგეობით ან მოპირისპირედ განლაგებული მარტივი ფოთლები აქვთ. ყვავილები ორსქესიანი ან ერთსქესიანია. მარტოული ან ფარისებრ ყვავილებად შეკრებილი. ნაყოფი კურკიანაა, ხორცოვანი, იჭმება.

ფშატისებრნი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ფშატისებრნი
ლათინური სახელი
Elaeagnaceae

ოჯახი შეიცავს 3 გვარის 58-მდე სახეობას, გავრცელებულია ევროპაში, აზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში ბუნებრივად იზრდება ამ ოჯახის 2 გვარი — ფშატი და ქაცვი, რომელთა ნაყოფი მდიდარია ვიტამინებით.

ლიტერატურა

რედაქტირება