გორანა (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ გორანა.

გორანასოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში, სიმონიანთხევის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე, მდინარე აძეძის ზემო აუზში, ზღვის დონიდან 1100 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 28 კილომეტრით.

სოფელი
გორანა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე მცხეთა-მთიანეთის მხარე
მუნიციპალიტეტი თიანეთის მუნიციპალიტეტი
თემი სიმონიანთხევი
კოორდინატები 41°59′32″ ჩ. გ. 44°53′24″ ა. გ. / 41.99222° ჩ. გ. 44.89000° ა. გ. / 41.99222; 44.89000
ცენტრის სიმაღლე 1100
მოსახლეობა 169[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
გორანა (თიანეთის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
გორანა (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
გორანა (თიანეთის მუნიციპალიტეტი) — მცხეთა-მთიანეთის მხარე
გორანა (თიანეთის მუნიციპალიტეტი)
გორანა (თიანეთის მუნიციპალიტეტი) — თიანეთის მუნიციპალიტეტი
გორანა (თიანეთის მუნიციპალიტეტი)

სოფლის დასავლეთით დგას გვიანდელი შუა საუკუნეების 4 დარბაზული ეკლესია და ამავე პერიოდის პატარა კოშკი.

გორანაზე გადიოდა იმ სავაჭრო გზის ერთ-ერთი განშტოება, რომელიც ქართლს აკავშირებდა კავკასიის ალბანეთსა და სომხეთთან. გორანა, XII საუკუნის მიწურულს საბუთის მიხედვით, საეპისკოპოსო სოფელია, რომელსაც საეპისკოპოსოს სასარგებლოდაც მართებს „შედგომა“ (სტუმრისა თუ მოხელის მიღება და გამასპინძლება) — 10 დრამა და 5 კაბიწი (კოდი) ქრთილი. 1447 წელს გიორგი VIII-მ სვეტიცხოვლის სენიორიას განუახლა მამულები და მათი შეუვალობა, მ.შ. იყო გორანაც. 1579 წელს ალექსანდრე II-მ სვეტიცხოველს მისცა მამულების მფლობელობის განახლების წიგნი, რომელშიც მოხსენიებულია გორანაც. 1722 წელს კახეთის მეფე კონსტანტინე II-მ გორანა, სოფელ თოლენჯთან ერთად ერთგულ ყმას — ალიყულიბეგ გარაყანიძეს უბოძა. XIX საუკუნის I ნახევარში გორანაში ხევსურეთიდან გადმოსულან ძმები ჭინჭარაულები: თოთია, იდუკა და ფარეშა, რომლებმაც საფუძველი დაუდეს გვარებს: თოთიაური, იდუკაშვილი, ფარეშიშვილი. სოფლის ძირითადი ადგილის მკვიდრები არიან „კახები“, არიან მთიდან ჩამოსახლებულებიც, უმეტესად გუდამაყრელები.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 169 ადამიანი.

აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
2002[2] 293 135 158
2014[1]   169 81 88

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
  2. საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II