თოლენჯი
თოლენჯი — სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარის თიანეთის მუნიციპალიტეტში სიმონიანთხევის თემში.[1] მდებარეობს ერწოს ქვაბულის ჩრდილოეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1120 მეტრზე. თიანეთიდან დაშორებულია 29 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
თოლენჯი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | მცხეთა-მთიანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | თიანეთის მუნიციპალიტეტი |
თემი | სიმონიანთხევი |
კოორდინატები | 42°00′21″ ჩ. გ. 44°55′27″ ა. გ. / 42.00583° ჩ. გ. 44.92417° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1120 მ |
მოსახლეობა | 208[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 98,1 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
მოხსენიებულია XV საუკუნის გარეჯის ისტორიულ დოკუმენტში.
ისტორია
რედაქტირებაწყაროებში მოიხსენიება თორენჯის სახელწოდებით. თოლენჯისგან არის ნაწარმოები საკუთარი სახელი დოლენჯი და გვარები: დოლენჯიშვილი, თოლენჯიშვილი. თოლენჯი მნიშვნელოვან პუნქტთაგანი იყო იმ სავაჭრო გზის ერთ-ერთ განშტოებაზე, რომელიც ქართლს კავკასიის ალბანეთსა და სომხეთთან აკავშირებდა. XV საუკუნეში თოლენჯი საკათალიკოსო სოფელი იყო და სვეტიცხოვლის სასარგებლოდ გარკვეული გამოსაღები ეკისრებოდა. ალექსანდრე II-მ 1579 წელს სვეტიცხოველს განუახლა თოლენჯზე მფლობელობა. მეფე კონსტანტინე II-მ (1722-1732 წლები) ალიყულიბეგ გარაყანიძეს სოფელ თოლენჯში 8 გლეხი (ბესალაშვილები და პეტრიაშვილები) უბოძა.
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 208 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[2] | 342 | 166 | 176 |
2014[1] | 208 | 99 | 109 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯამბურია ზ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 2, თბ., 2008. — გვ. 385-386.
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 690.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II