დოლენჯიშვილები

ფეოდალური საგვერეულო

დოლენჯიშვილები — ქართული ფეოდალური საგვარეულო, წარმოშობით სამცხიდან. ცნობილია XVI საუკუნის პირველი მეოთხედიდან. 1576 წელს სამცხე-საათაბაგოში ომიანობის დროს მხარს უჭერდნენ ჯაყელებს შალიკაშვილებისა და სხვა აჯანყებული საგვარეულოების წინააღმდეგ ბრძოლაში. XVII საუკუნის 20-იან წლებში დოლენჯიშვილების ნაწილი ქართლში გადასახლდა. საგვარეულოს ამ შტომ მიიღო თავადობა და მამულები ქვემო ქართლში, დმანისის ხეობაში. ქართლის სამეფო კარზე მცირე სახელოებს ფლობდნენ. 1680-იან წლებში ზაალ დოლენჯიშვილს ებოძა ყაიყულის „საბალახოს მკრეფელობა“; არსენ დოლენჯიშვილი თან ახლდა გიორგი XI-ს ავღანეთში, შემდეგ კი მანგლისის ეპისკოპოსი იყო; XVIII საუკუნის მეორე ნახევარში იოთამ დოლენჯიშვილი იყო მოლარეთუხუცესი. 1780-იან წლებში მისი გარდაცვალების შემდეგ ქართლში დოლენჯიშვილთა სათავადო ფაქტობრივად გაუქმდა; მათი მამულები საგინაშვილებსა და ამილახვრებს გადაეცათ.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • მესხი დიდებულის - დოლენჯიშვილის ოჯახი / ალექსანდრე ბოშიშვილი // საქართველოს ისტორიის ინსტიტუტი : შრომები / ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი; ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი. - თბილისი, 2012. - ISSN 1987-9970. - სპეციალური გამოშვება, კლარჯეთის დიდებულთა უდაბნოთა. - გვ.142-150. - რეზ. ინგლ. ენ.