შალიკაშვილები

ქართული თავადური საგვარეულო სამცხე-საათაბაგოდან
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შალიკაშვილი.

შალიკაშვილები — ქართული თავადური საგვარეულო. ძმები ელიზბარ და ოთარ შალიკაშვილები მოიხსენიებიან დაახლოებით XV საუკუნეში. 1516 წლის "მესხეთის საეკლესიო მამულების სიის" თანახმად,[1] შალიკაშვილებს ჰქონდათ თავის სათავადო (XVI ს.-ის I მესამედში).[2] XVI საუკუნის შუა ხანებში, ოთარ შალიკაშვილი იყო ყვარყვარე III ჯაყელის პირველი ვეზირთა შორის. იგი იცავდა სამცხის დამოუკიკდებლობას იმერეთის მეფისგან (ბაგრატ III). ოთარის ასული შაჰ-თამაზმა ცოლად შეირთო. მისი შვილი ვარაზა მეტოქეობას უწევდა ჯაყელთა საგვარეულოს. ის ამ უკანასკნელთა მხარდამჭერების მიერ იყო მოკლული. მისი შვილი კოკოლა იყო სამცხის ამბოხებული ფეოდალების ხელმძღვანელი. თავდაპირველად იბრძოდა ოსმალების წინააღმდეგ, რომლებმაც დაიპყრეს სამცხე-საათაბაგო. შემდეგ მსახურობდა შაჰის კარზე. მოგვიანებით ის თურქ-ოსმალთა სამსახურში ჩადგა, მიიღო ისლამი და დაირქვა ახალი სახელი – მაჰმუდ-ხანი. თურქების მიერ სამცხის დაპყრობის შემდეგ, შალიკაშვილების ზოგიერთი წარმომადგენელი გადავიდა გურიის სამთავროსა და ქართლის სამეფოში. ისინი ქართლში აბანოს ციხეს ფოლბდნენ. ქართლიდან მომდინარეობს საგვარეულო განშტოება, რომელიც რუსეთში გაემგზავრა 1724 წელს. ვახტანგ VI თანმხლებთა სიაში შალიკაშვილები იხსენიებიან, როგორც შალიკოვები (რუს. Шалыковы). 1612 ლუარსაბ II მიერ გაცემულ სიგელში, თავადებად მოიხსენიებიან ჯუანშერ შალიკაშვილი და მისი შვილი – როჭიკი. იგი ამ დროს შალიკაშვილების ფაქტობრივი მამათავარი იყო, რის გამოც ისინი აგრეთვე ცნობილი იყვნენ, როგორც როჭიკაშვილები. რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში მათ თავადობა დაუმტკიცდათ 25 მარტის 1826 წ. გვარი რუსიფიცრებული იყო, როგორც შალიკოვი (რუს. Шаликовы).

შალიკაშვილები
გერბი
პერიოდი XV საუკუნიდან
ტიტული თავადი, პირველი ვეზირი, ბეგლარბეგი
დამფუძვნებელი როჭიკი შალიკაშვილი (ფაქტობრივი მამამთავარი)
წარმოშობის ადგილი სამცხე-საათაბაგო
ქვეშევრდომობა სამცხე-საათაბაგო, ქართლის სამეფო, გურიის სამთავრო, ოსმალეთის იმპერია, სეფიანთა იმპერია, რუსეთის იმპერია
სამფლობელოები "საშალიკაშვილიო"

ლიტერატურა

რედაქტირება
  1. Князья Шаликовы (Шаликвшвили) и Князья Катковы-Шаликовы // Думин С. В., Чиковани Ю. К., А..А. Абрамян. Дворянские роды Российской империи. Том 4. Князья Царства Грузинского. — გვ. 253–258.
  2. საქართველოს ისტორიის ატლასი, არტანუჯი (გამომცემლობა), 2016. — გვ. 39, ISBN 978-9941-463-83-9.