კოკოლა შალიკაშვილი

სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ შალიკაშვილი.

კოკოლა შალიკაშვილი — XVI საუკუნის II ნახევრის მესხი ფეოდალი, ოთარ შალიკაშვილის შვილიშვილი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

სამცხე-საათაბაგოში შიდაფეოდალური დაპირისპირების დროს იყო ათაბაგთა მოწინააღმდეგე ჯგუფის ერთ-ერთი მეთაური. 1577-1578 წლებში იბრძოდა ოსმალეთის იმპერიის წინააღმდეგ. სამცხე-საათაბაგოს ოსმალების მიერ დაპყრობის შემდეგ გადავიდა სეფიანთა სპარსეთის მხარეს და მიიღო ისლამი. 1587 წლამდე იყო სპარსეთის სამსახურში. 1587 წლიდან გადავიდა ოსმალეთის მხარეს. მაჰმუდ-ხანის სახელით დანიშნეს გორის ბეგლარბეგად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომსაძე შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 678.
  • სვანიძე მ., „საქართველო-ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI-XVII საუკუნეები“, თბილისი, 1971