წმინდა დოდოს მონასტრის წინამძღვრის წერილი კათოლიკოს შიოსადმი

დაწერილი წმინდა დოდოს მონასტრის წინამძღვრისა კათოლიკოს შიოსადმი1439-1443 წლებში შედგენილი ქართული ხელნაწერი საბუთი. აღნიშნული საბუთით დოდორქის მონასტრის წინამძღვარი დავითი, მონასტირის საძმოს თანხმობით ქართლის კათალიკოს შიოს სწირავს სოფელ თოლენჯს.

საბუთის აღწერა

რედაქტირება

დედანი დაკარგულია: სინოდალური კანტორის საბუთებში ინახებოდა საბუთის XVII საუკუნის პირი (№სმჱ — 248), რომელიც ჩაწერილი ყოფილა მცხეთის პირების წიგნში (№507). საბუთი დაიკარგა ჩრდილოეთ კავკასიაში დოკუმენტების ევაკუაციის დროს 1915-1916 წლებში.

თედო ჟორდანიას გამოცემა ემყარება საბუთის პირს. მისი ვარაუდით პირის გადაწერის დროსვე, XVII საუკუნეში, სიგელს დასაწყისი უკვე აკლდა.

საბუთს თარიღი არ ახლლავს, თუმცა თ. ჟორდანია საბუთს 1443 წლით ათარიღებს და დასძენს, „სჩანს, რომ მამული თოლეჯი დოდოს მონასტრისა ყოფილა, მაგრამ მცხეთას დიდ ხანს სჭერია და დაუკუთნებია; ხოლო კ~ზს შიოს ამ სიგლით ისევ დოდოსთჳს დაუბრუნებია“[1].

თარიღდება კათოლიკოს პატრიარქ შიოს მწყემსთმთავრობის დროით — 1439-1443 წლებით.

 
„[ქ. სახელითა სახიერისა, არსებადაუსაბამისა, მამისა, ძისა და წმიდისა სულისათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისათა], ესე წიგნი მოგაჴსენეთ თქუჱნ ქ(ართლის) კ(ათალიკო)ზსა შიოს, ჩუჱნ, დოდორქისა წინამძღუარმან და ერთობ კრებულთა, მას ჟამსა, ოდეს თქუჱნ წინაშე მოვედით და თოლეჯისა შემოწირვას შემოგეხუჱწენით; დიდი ხანი და ჟამი გამოსულიყო, რომე არარა ჰქონებოდა და თქუჱნ გულსმოდგინედ შემოსწირეთ ქუჱყანა თოლეჯი; და ჩუჱნ დოდორქისა მოძღუარი, წინამძღუარი [და კრებული] კარგაღებულსა აღაპსა გარდაგიჴდიდეთ [...] და თქუჱნ, კ(ათალიკო)ზისა შიოსთჳს, ლოცვასა ჰყოფდეთ [...]. მე გარესჯის მოძღუარი დავით, ამისი გამთავებელი ვარ.“

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ლომიძე დ., ჭუმბურიძე მ., სხირტლაძე ზ., გარეჯის ისტორიული დოკუმენტები, თბ., 2008, გვ. 16
  1. თ. ჟორდანია, „ქრონიკები და სხვა მასალა საქართველოს ისტორიისა“, ტ. II, ტფ., 1897, გვ. 255