გიუნტერ ბლობელი
გიუნტერ ბლობელი(დ. 21 მაისი, 1936 — გ. 18 თებერვალი, 2018) — ამერიკელი ბიოლოგი და ნობელის პრემიის ლაურეატი პროტეინების სიგნალების აღმოჩენაში რომელიც მათ ნავიგაციაში ეხმაებათ 1999 წელს.
გიუნტერ ბლობელი | |
---|---|
Günter Blobel | |
გიუნტერ ბლოელი, 2008 წლის ნოემბერი | |
დაბ. თარიღი | 21 მაისი, 1936 |
დაბ. ადგილი | ვალტერსდორფი (ახლადელი ნეიგოსლავიცე), ქვემო სილესია, პრუსია, ნაცისტური გერმანია (ახლანდელი პოლონეთი) |
გარდ. თარიღი | 18 თებერვალი, 2018 (81 წლის) |
გარდ. ადგილი | ნიუ იორკი, ნიუ იორკი, აშშ |
მოქალაქეობა | ნაცისტური გერმანია, აშშ |
საქმიანობა | ბიოლოგი, ბიოქიმიკოსი, ექიმი, უნივერსიტეტის პროფესორი და cell biologist[1] |
მუშაობის ადგილი | როკფელერის უნივერსიტეტი |
ალმა-მატერი | კიელის უნივერსიტეტი |
განთქმული მოსწავლეები | დეივიდ ანდერსონი |
სამეცნიერო ხარისხი | ფილოსოფიის დოქტორი |
ჯილდოები | NAS-ის ჯილდო მოლეკულუ ბიოლოგიაში (1978), გაირდნერის საერთაშორისო ჯილდო (1982), რიჩარდ ლოუნსბერის ჯილდო (1983), მატიას ჯილდო (1986), ვილსონის მედალი (1986) მასრის პრიზი (1999), ნობელის პრემია ბიოლოგიასა და მედეცინაში (1999) |
გავლენა მოახდინეს | |
გავლენა მოახდინა | |
სამეცნიერო სფერო | ბიოლოგია |
ბიოლოგია
რედაქტირებაგიუნტერ ბლობელი დაიბადა ვალტერსდორფში, პრუსიის პროვინცია ქვემო სილესიაში, აღმოსავლეთ გერმანიაში. მისი ოჯახი 1945 წელს დრეზდენში გადაბარგდა რათა წითელი არმიისთვის თავი აერიდებინა. დრეზდენის სასინელი დაბომბვის შემდეგ 8 წლის გიუნტერი ოჯახის წევრებთან ერთად ქალაქის დასავლეთით მდებარე ნათესავის ფერმაში დარჩნენ. ომის შემდეგ გაზრდილი გიუნტერი დადიოდა საქსონიის ქალაქ ფრაიბერგის გიმნზიაში. ის სწავლობდა სამედიცინო ფაკულტეტზე ტიუბინგენის უნივრსიტეტში, რომელიც მან 1960 წელს დაამთავრა.
1986 წელს გიუნტერ ბლობელი დაინიშნა ჰოვარდ ჰიუზის სამედიცინო ინსტიტუტში. 1999 წელს მას გადაეცა ნობელის პრემია ფიზიოლოგიასა ან მედიცინაში სიგნალის პეპტიდის აღმოჩენისთვის.
ბლობელი გარდაიცვა 2018 წლის 18 თებერვალს, სიმსივნით ნიუ იორკში 81 წლის ასაკში.
ფილანტროპია
რედაქტირებაბლობელი გახდა ცნობილი მისი აქტიური მხარდჭერის თვის დრეზდენის აღდგენაში, 1994 წელს გიუნტერ ბლობელმა დააარსა „დრეზდენის მეგობრები“ და გახდა ამ ორგანიზაციის პრეზიდენტი, მან მის მიერ 1999 წელს, ნობელის პრემიაზე აღებული თანხის 100% გადარიცხა დრეზდენის აღსადგენათ, ასევე ფრაუენკირხეს აღასაგენათ (დასრულდა 2005 წელს) და სინაგოგის ასაშენებლად.
პროფესიული კარიერა
რედაქტირებაბლობელი მუშაობდა როკეფელერის უნივერსიტეტში ნიუ იორკში 1968 წლიდან. ის ცხოვრობდა ცოლთან, ლაურა მაიოგლიოსთან (ბარბეტას მფლობელი) ერთად ზემო მანჰეტენის აღმოსავლეთ მხარეს. იგი იყო ნესტლეს დირექტორთა საჭოს და სამედიცინო გუბერნატორთა საბჭოს კვლევათა ინსტიტუტის წევრი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Blobel's page at Rockefeller University
- Blobel's Nobel Prize autobiography
- Freeview video 'An Interview with Günter Blobel' by the Vega Science Trust
- Official site of the Louisa Gross Horwitz Prize
- Information about Blobel as Distinguished German-American of the Year 2005 (German-American Heritage Foundation)
- ↑ Czech National Authority Database