გიორგოს სეფერისი
გიორგოს ან გეორგე სეფერისი (ძვ. ბერძნ. Γιώργος Σεφέρης, ნამდვილი სახელი და გვარია გეორგიოს სეფერიადესი (Γεώργιος Σεφεριάδης; დ. 13 მარტი, 1900 — გ. 20 სექტემბერი, 1971) — ბერძენი პოეტი და დიპლომატი. XX საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ბერძენი პოეტი და 1963 წლის ნობელის პრემიის ლაურეატი ლიტერატურის დარგში. მსახურიბდა საბერძნეთის საგარეო საქმეთა დეპარტამენტში და 1957-1962 წლებში გაერთიანებულ სამეფოში საბერძნეთის ელჩი იყო.
ბერძ. Γιώργος Σεφέρης | |
დაბადების თარიღი | 13 მარტი, 1900[1] [2] [3] [4] |
---|---|
დაბადების ადგილი | Urla[5] |
გარდაცვალების თარიღი | 20 სექტემბერი, 1971[1] [2] [6] [7] [8] [3] [9] [5] (71 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | ათენი[10] [5] |
დასაფლავებულია | First Cemetery of Athens[11] |
ფსევდონიმი | Γιώργος Σεφέρης[12] |
საქმიანობა | პოეტი[3] [4] , დიპლომატი, მთარგმნელი და მწერალი |
მოქალაქეობა | საბერძნეთი |
ალმა-მატერი | პატენ-სორბონის უნივერსიტეტი |
Magnum opus | Q15113534? |
ჯილდოები | ნობელის პრემია ლიტერატურაში[13] [14] |
მეუღლე | მარო სეფერი |
ნათესავ(ებ)ი | Anna Londou და Mina Anastasiadi |
ხელმოწერა | |
ბიოგრაფია
რედაქტირებასეფერისი 1900 წლის 13 მარტს დაიბადა იზმირში, თურქეთში. მამამისი სტელიოს სეფერისი იყო ადვოკატი, მოგვიანებით „ათენის უნივერსიტეტის“ პროფესორი, ამავდროულად იყო პოეტიც და მთარგმნელიც, რაც აისახა კიდეც მის შვილზე. 1914 წელს სეფერისის ოჯახი საცხოვრებლად გადავიდა ათენში, სადაც სეფერისმა საშუალო სკოლის განათლება მიიღო. მან სწავლა პარიზში განაგრძო, 1918 წლიდან 1925 წლამდე, 7 წლის განმავლობაში სამართლის ფაკულტეტზე სწავლობდა „პარიზის უნივერსიტეტში“. უნივერსიტეტში სწავლის დროს ბევრი ბერძენი, მათ შორის სეფერისის ოჯახი აზიიდან იმიგრირდა. გეორგიოსი 1950-წლამდე თურქეთში აღარ ჩასულა. ბავშვობის სახლიდან მოშორებით გადასახლება მოგვიანებით აისახა კიდეც მის პოეზიაზე. სეფერისზე განსაკუთრებული ზეგავლენა კონსტანტინოს კავაფისმა, ტომას სტერნზ ელიოტმა და ეზრა პაუნდმა მოახდია.
იგი ათენში 1925 წელს დაბრუნდა, მოგვიანებით მან მუშაობა დაიწყო საბერძნეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში. ეს იყო გრძელი და წარმატებული დიპლომატიკის კარიერის დასაწყისი, რომლის დროსაც მან თანამდებობები დაიკავა ინგლისში (1931-1934) და ალბანეთში (1936-1938). 1941 წლის 10 აპრილს დაქორწინდა მარია ზენოუზე. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, მან მუშაობა განაგრძო საგარეო საქმეთა სამინისტროში და დიპლომატიური თანამდებობები დაიკავა ანკარაში, თურქეთში (1948–1950) და ლონდონში (1951–1953). იყო ლიბანის რესპუბლიკის, სირიის, ჯორდანის და ერაყის (1953-1956) მინისტრი, 1957 წლიდან 1961 წლამდე საბერძნეთის ელჩი ინგლისში. სეფერისმა სიცოცხლის განმავლობაში მრავალი ჯილდო და პრიზი დაიმსახურა, მათ შორისაა საპატიო დოქტორანტის ხარისხი კემბრიჯის (1960), ოქსფორდის (1964), თესალონიკის (1964) და პრინსტონის (1965) უნივერსიტეტისგან.
1936 წელს, სეფერისმა გამოაქვეყნა ტომას ელიოტის პოემა „ნარჩენების მიწა“, რომელიც მან გადათარგმნა.
იგი გარდაიცვალა ათენში, 1971 წლის 20 სექტემბერს. გარდაცვალების მიზეზი გახდა პნევმონია გამწვავებული ინსულტით, რომელიც მან განიცადა მას შემდეგ, რაც მას ოპერაცია ჩაუტარდა სისხლდენის წყლულთან დაკავშირებით.
კვიპროსი
რედაქტირებასეფერისი კვიპროსს პირველად 1953 წლის ნოემბერს ესტუმრა. მას მაშინვე შეუყვარდა კვიპროსი, რადგან კუნძული ლანდშაფტით, ტრადიციებით და მოსახლეობით ძალიან ჰგავდა თავისს ბავშვობის სახლს. პოემების კრებულის „Imerologio Katastromatos III“-ს დაწერა სეფერისს კვიპროსმა შთააგონა. თუმცა, მან 1959 წელს პოემების კრებულის სახელწოდება შეცვალა.
კვიპროსის კონფლიქტის დროს, სეფერი დიდი ძალისხმევით ცდილობდა რომ გამოეყენებინა თავისი დიპლომატიური კავშირები და მოეგვარებინა ეს დავა. სეფერმა თავისი პოლიტიკური პრინციპები აღწერა როგორც: „ლიბერალური და დემოკრატიული“.
ნობელის პრიზი
რედაქტირება1963 წელს სეფერისს მისი ჩინებული ლირიკული პოეზიისათვის ნობელის პრემია მიენიჭა ლიტერატურის დარგში. იგი პირველი ბერძენი იყო რომელიც ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. (მოგვიანებით, 1979 წელს ოდისეას ელიტისი გახდა იგივე დარგის ლაურეატი). მიუხედავად იმისა, რომ სეფერისი ზოგჯერ ნაციონალისტურ პოეტად ითვლებოდა, მის ელინისტობას უფრო მეტი კავშირი ჰქონდა ჰუმანიზმის გამაერთიანებელი ფენის იდენტიფიკაციას ბერძნული კულტურასა და ლიტერატურაში. ამ წელს პრიზის ფინალისტები ასევე იყვნენ: ბრიტანელ-ამერიკელი მწერალი უისტენ აუდენი, პაბლო ნერუდა (1971 წლის ლაურეატი), სამუელ ბეკეტი (1969 წლის გამარჯვებული), და იუკიო მიშიმა.
შრომები
რედაქტირებაპოეზია
რედაქტირება- Στροφή (სტროფი, 1931)
- Στέρνα (The Cistern, 1932)
- Μυθιστόρημα ( 1935)
- Τετράδιο Γυμνασμάτων (1940)
- Ημερολόγιο Καταστρώματος Ι (1940)
- 'Ημερολόγιο Καταστρώματος ΙΙ (1944)
- Κίχλη (1947)
- Ημερολόγιο Καταστρώματος ΙΙΙ (1955)
- Τρία Κρυφά Ποιήματα (1966)
- Τετράδιο Γυμνασμάτων II (1976)
პროზა
რედაქტირება- Dokimes (ესეები) 3 vols. (ტ. 1–2, მე-3 გამოცემა. (რედ. გ.პ. სავიდისი) 1974, ტ. 3 (რედ. დიმიტრი დასკალოპოულოსი) 1992)
- Antigrafes (თარგმანები) (1965)
- Meres (დღეები–დღიურები) (9 ტომი, გამოქვეყნდა გარდაცვალლების შემდეგ, 1975–2019)
- Exi nyxtes stin Akropoli (ექვსი ღამე აკროპოლისზე) (გამოქვეყნდა გარდაცვალების შემდეგ, 1974)
- Varnavas Kalostefanos. Ta sxediasmata (ვარნავას კალოსტეფანოსი. ესკიზები.) (გამოქვეყნდა გარდაცვალების შემდეგ, 2007)
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Edmund Keeley (Fall 1970). „George Seferis, The Art of Poetry No. 13“. The Paris Review.
- Listen to Seferis on the BBC (in Greek)
- Nobel Prize presentation speech
- Nobel Prize acceptance speech დაარქივებული 2009-01-08 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Person Profile // კინოფილმების ინტერნეტ-მონაცემთა ბაზა — 1990.
- ↑ 2.0 2.1 Encyclopædia Britannica
- ↑ 3.0 3.1 3.2 The Fine Art Archive — 2003.
- ↑ 5.0 5.1 5.2 Большая российская энциклопедия — Москва: Большая российская энциклопедия, 2004.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Munzinger Personen
- ↑ Deutsche Nationalbibliothek Record #118764632 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ Find a Grave — 1996.
- ↑ https://www.nobelprize.org/prizes/facts/facts-on-the-nobel-prize-in-literature/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/literature/laureates/1963/
- ↑ https://www.nobelprize.org/nobel_prizes/about/amounts/