გიორგი ლომაია
გიორგი ლომაია (დ. 8 აგვისტო, 1979, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობდა მეკარის პოზიციაზე. გიორგის ძმა, დავით ლომაია ასევე ფეხბურთელია.
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | გიორგი ლომაია | ||
დაბადების თარიღი | 8 აგვისტო, 1979 | ||
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო | ||
სიმაღლე | 193 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1995–1996 | კოდაკო თბილისი | 31 | (0) |
1996–1997 | დინამო-2 თბილისი | 33 | (0) |
1997–1998 | დინამო თბილისი | 1 | (0) |
1998–1999 | მერანი თბილისი | 22 | (0) |
1999 | დინამო თბილისი | 1 | (0) |
2000–2003 | ლოკომოტივი | 104 | (1) |
2003–2004 | სპარტაკი მოსკოვი | 2 | (0) |
2004–2005 | ხიმკი | 22 | (0) |
2006 | ლუჩ-ენერგია | 7 | (0) |
2007 | კარლ ცაისი იენა | 15 | (0) |
2007 | კარპატი ლვოვი | 1 | (0) |
2008 | ოლიმპი რუსთავი | 0 | (0) |
2008-2009 | ლოკომოტივი | 27 | (0) |
2009–2016 | ინტერი ბაქო | 126 | (0) |
2016–2017 | დინამო თბილისი | 4 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
1999–2001 | საქართველო 21 წლ. | 11 | (0) |
1998–2010 | საქართველო | 45 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
კარიერა
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებაახალგაზრდული წლები გიორგიმ საფეხბურთო კლუბ მთვარის გლობუსში გაატარა.
საკლუბო
რედაქტირებაგიორგი ლომაიამ თავისი საკლუბო კარიერა 18 წლის ასაკში, თბილისის „დინამოში“ დაიწყო. საქართველოს ყველაზე ტიტულოვან გუნდში ლომაიამ ერთი სეზონი გაატარა. 1998-99 წლის სეზონში ლომაია საფეხბურთო კლუბ „მერანში“ გადავიდა. შემდეგ იყო ისევ თბილისის „დინამო“ და ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი თბილისის „ლოკომოტივში“. გიორგიმ ამ კლუბში 104 თამაში ჩაატარა და ერთი გოლიც გაიტანა. 2003 წლიდან გიორგი ლომაიამ კარიერა რუსეთის პრემიერ ლიგაში გააგრძელა. ჯერ იყო მოსკოვის „სპარტაკი“, შემდეგ საფეხბურთო კლუბი „ხიმკი“ და ბოლოს ვლადივოსტოკის ლუჩ-ენერგია.
2007 წელს გერმანიის მეორე ბუნდესლიგის კლუბ იენის „კარლ ცაისში“ გადავიდა. ამ გუნდში მის გარდა კიდევ 4 ქართველი: ილია კანდელაკი, გიორგი სეთურიძე, გიორგი ონიანი და რევაზ ბარაბაძე ირიცხებოდა. აქ მან კარგად მოიკიდა ფეხი და ერთ–ერთი საუკეთესო სეზონი ჩაატარა, თუმცა იმ სეზონში „კარლ ცაისი“ მეორე ბუნდესლიგას დაემშვიდობა და ლომაიამაც კარიერა უკრაინაში, ლვოვის „კარპატში“ განაგრძო.
2008 წელს გიორგი ლომაია საქართველოში დაბრუნდა, ჯერ იყო რუსთავის „ოლიმპი“, შემდეგ თბილისის „ლოკომოტივი“, 2009 წლის ზაფხულიდან კი აზერბაიჯანულ ბაქოს „ინტერის“ ღირსებას იცავს.
სანაკრებო
რედაქტირებაგიორგო ლომაიას სანაკრებო დებიუტი 1998 წელს, ესტონეთის ეროვნულ ნაკრებთან გამართულ შეხვედრაში შედგა. მაშინ ნაკრებს ვლადიმერ გუცაევი წვრთნიდა, სწორედ მან შეამჩნია ახალგაზრდა, პერსპექტიული მეკარე და ამხანაგურ თამაშში გამოსცადა. გიორგიმ ნაკრებში რეგულარული თამაში 2002 წელს დაიწყო. მის კარიერაში ერთ–ერთი საუკეთესო სანკრებო მატჩი იყო რუსეთთან, რომელიც ქართველმა ფეხბურთელებმა მალხაზ ასათიანის ერთადერთი გოლის წყალობით მოიგეს. ამ მატჩის მოგებაში დიდი წვლილი შეიტანა სწორედ გიორგი ლომაიამ.
ნაკრებში ალენ ჟირესის მწვრთნელობის დროს ლომაიას თითქმის არ ეძლეოდა ნაკრებში თამაშის შანსი, რადგანც მის ადგილს ვეტერანი აკაკი დევაძე იკავებდა.
2006 წლის შემოდგომაზე ლომაია კვლავ დაბრუნდა ეროვნულ ნაკრებში. სწორედ ამ ერთ-ერთ თამაშში, მსოფლიოს ჩემპიონ იტალიელებთან დაუშვა შეცდომა, რომელიც ქართველებს გოლის ფასად დაუჯდათ. ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ისევ იტალიასთან დაშვებული შეცდომის გამო საქართველოს ნაკრების მაშინდელმა მწვრთნელმა კლაუს ტოპმიოლერმა ნაკრებიდან მოკვეთა.
2008 წელს ლომაია ისევ დაბრუნდა ნაკრებში. ამ დროის გამორჩეული შეხვედრა იყო კვიპროსელ ფეხბურთელებთან, რომელშიც ქართველები მარცხს სწორედ ლომაიამ გადაარჩინა.
ტიტულები
რედაქტირება- საქართველოს ჩემპიონი (2): 1997/1998, 1998/1999.
- აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა ჩემპიონი (1): 2009/2010
- აზერბაიჯანის პრემიერ ლიგა მეორე ადგილი (1): 2013/2014
- საქართველოს თასი გამარჯვებული (2): 1999/2000, 2001/2002.
- აზერბაიჯანის თასი ფინალისტი (1): 2010/2011
- საქართველოს სუპერთასი გამარჯვებული (1): 1998/1999