აკაკი დევაძე (დ. 28 ნოემბერი 1971, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი ფეხბურთელი, მეკარე. 1995 წლის საქართველოს წლის ფეხბურთელი. კარიერის მანძილზე 13 სხვადასხვა საფეხბურთო კლუბში ითამაშა.

აკაკი დევაძე
პირადი მონაცემები
დაბადების
თარიღი
28 ნოემბერი, 1971 (1971-11-28) (52 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველოს სსრ
სიმაღლე 184 სმ
სათამაშო
პოზიცია
მეკარე
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1989 დილა 5 (0)
1989–1990 იბერია 8 (0)
1991–1992 მარგვეთი 51 (0)
1992–1993 შევარდენი-1906 31 (0)
1993–1994 კოლხეთი-1913 5 (0)
1994–1995 შევარდენი-1906 12 (0)
1995–1996 როსტელმაში 32 (0)
1996–1997 ჰაპოელი ტაიბე 15 (0)
1997–1999 მაკაბი ირონი 50 (0)
2000–2002 მერანი თბილისი 23 (0)
2003 ყაზბეგი თბილისი 6 (0)
2003–2004 სპარტაკი თბილისი 9 (0)
2004–2005 თბილისი 14 (0)
2005–2006 სპარტაკი თბილისი 8 (0)
2006–2008 მგლები ზუგდიდი 26 (0)
ეროვნული ნაკრები
1992–2005 საქართველო 20 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

სანაკრებო კარიერა რედაქტირება

1992–2005 წლებში იცავდა საქართველოს ეროვნული ნაკრების ღირსებას, რომლის შემადგენლობაშიც 20 შეხვედრა ჩაატარა. მისი დებიუტი ეროვნულ გუნდში 1992 წლის 2 სექტემბერს, საერთაშორისო ამხანაგურ შეხვედრაში ლიეტუვის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ შედგა.[1] ეროვნული ნაკრების რიგებში ბოლოჯერ 2005 წლის 30 მარტს, მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ფარგლებში, თურქეთის ეროვნული ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა.[2]

მიღწევები რედაქტირება

საკლუბო რედაქტირება

  • საქართველოს ჩემპიონი: 1990

ინდივიდუალური რედაქტირება

  • საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელი: 1995
  • რუსეთის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე: 1995 („სპორტ-ექსპრესის“ მიხედვით)

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Литва 1–0 Грузия / 02.09.1992 // FootballFacts.ru
  2. Грузия 2–5 Турция / 30.03.2005 // FootballFacts.ru