ილია კანდელაკი (დ. 26 დეკემბერი, 1981, თბილისი) — ქართველი ფეხბურთელი, თამაშობს მცველის პოზიციაზე. ამჟამად საფეხბურთო კლუბ ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელი.

ილია კანდელაკი
ილია კანდელაკი „ზესტაფონში“
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ილია კანდელაკი
დაბადების
თარიღი
26 დეკემბერი, 1981 (1981-12-26) (42 წლის)
დაბადების
ადგილი
თბილისი, საქართველო
სიმაღლე 181 სმ
სათამაშო
პოზიცია
მცველი
საკლუბო ინფორმაცია
მიმდინარე
კლუბი
სიონი ბოლნისი
ნომერი 88
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
2000-2005 დინამო თბილისი 128 (1)
2005-2007 ჩერნომორეცი ოდესა 39 (0)
2007-2008 კარლ ცაისი 20 (0)
2008-2010 შტურმი გრაცი 60 (1)
2010-2013 ინტერი ბაქო 75 (3)
2013-2014 ზესტაფონი 12 (0)
2014- სიონი ბოლნისი 19 (0)
ეროვნული ნაკრები
2004-2010 საქართველო 14 (0)
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 27 იანვარი, 2015

კარიერა დაიწყო 2000 წელს თბილისის „დინამოში“. ილია იმ დინამოს გამორჩეული ფიგურა იყო, რომელმაც უეფა-ს თასის ჯგუფურ ეტაპზე ითამაშა. 2005 წლის ზაფხულში „დინამოს“ რიგებში ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზეც მოსინჯა ძალები, შემდეგ ოდესის „ჩერნომორეცში“ გადავიდა. მას ენდობოდა, როგორც გია გეგუჩაძე, ასევე კახაბერ ცხადაძე და უკრაინაში მოთამაშე ფეხბურთელი იქაურ მწვრთნელებშიც დაფასებული იყო. მის მიმართ უკრაინელი ჟურნალისტები დიდ ყურადღებას იჩენდნენ და აცხადებდნენ, რომ ილია კანდელაკის სახით მათი ქვეყნის ჩემპიონატს სერიოზული ძალა შეემატა. ილიამ „ჩენომორეცთან“ ჯერ ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა, შემდეგ კი კლუბის ხელმძღვანელებმა ახალი კონტრაქტი შესთავაზეს და ისიც უყოყმანოდ დათანხმდა — ნამდვილად არ ვნანობ, რომ „ჩერნომორეცში“ მოვხვდი... ჩემს კარიერაზე უკრაინის ჩემპიონატში წასვლამ დადებითად იმოქმედა. ეს ცალსახად შემიძლია დავაფიქსირო. ვგრძნობ, რომ წინ წვედი და იქ თამაში წამადგა — განაცხადა ილია კანდელაკმა ქართველ ჟურნალისტებთან საუბარში. 2005 წლის მიწურულს ქართველი ლეგიონერი უკრაინელმა ჟურნალისტებმა ამ წელს ჩარიცხულ ლეგიონერებს შორის საუკეთესოდ დაასახელეს.

2006–2007 წლების სეზონის მეორე წრეში კანდელაკი ძალიან ხშირად იჯდა სათადარიგოთა სკამზე და მოკლებული იყო სათამაშო პრაქტიკას. ფორმაში შესვლის მიზნით 2007 წლის ზაფხულში გერმანიაში, „კარლ ცაისში“ გადავიდა. ილია თავდაპირველად ვერ ხვდებოდა ძირითად გუნდში, მაგრამ მეორე წრეში სისტემატურად ხვდებოდა გუნდის ძირითად შემადგენლობაში. თუმცა იმ სეზონში მისი გუნდი გერმანიის მეორე ბუნდესლიგიდან გავარდა და ქართველმა ფეხბურთელმაც უკეთესი კლუბი ნახა, გრაცის „შტურმი“. იგი კლუბს თავდაპირველად ინტერტოტოს თასზე დაეხმარა, უნგრულ „ჰონვედთან“ მატჩში, მაგრამ გრაცელები მაინც დამარცხდნენ ორმატჩიან ორთაბრძოლაში. ქართველი მცველი აქაც კარგად შეეწყო გუნდს და უპრობლემოდ დაიმკვიდრა ძირითადში ადგილი. „შტურმის“ კაპიტანმა ილიას აღმოჩენა უწოდა. მალე მან გერმანული გუნდების ყურადღება მიიპყრო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. 2009 წელს მონაწილეობა მიიღო ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩებში. 2010-2013 წლებში თამაშობდა ბაქოს „ინტერში“. 2013 წლიდან 2014 წლამდე იცავდა „ზესტაფონის“ ღირსებას, ამჟამად კი ბოლნისის „სიონის“ ფეხბურთელია.

სანაკრებო

რედაქტირება

ილია კანდელაკმა საქართველოს 21 წლამდე ნაკრებში 11 თამაში ჩაატარა.კლუბში კარგი და საიმედო თამაშის გამო მან ეროვნული ნაკრებიდანაც მიიღო გამოძახება და ბულგარეთის ნაკრების წინააღმდეგ შეცვლაზე შევიდა, ხოლო იორდანიასთან გაიოზ დარსაძემ ძირითად შემადგენლობაში დააყენა. მას შემდეგ არაერთხელ მიიღო სანაკრებო მატჩებში მონაწილეობა, ხშირად ერთვებოდა შეტევებშიც. 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში მონაწილეობა არ მიუღია, მხოლოდ ერთი ამხანაგური მატჩი ითამაშა რუმინეთთან. სულ ნაკრებში ჩატარებული აქვს 14 თამაში, გოლი არ აქვს გატანილი.

ტიტულები

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება