გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 906

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 906 მიიღეს ერთხმად 1994 წლის 25 მარტს, სადაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს წინა რეზოლუციები 849 (1993), 854 (1993), 858 (1993), 876 (1993), 881 (1993), 892 (1993), 896 (1994) და 901 (1994), საბჭომ სინანული გამოთქვა, რომ არ არსებობს კონფლიქტის პოლიტიკური მოგვარების შეთანხმება აფხაზეთსა და საქართველოს შორის, ასევე გააგრძელა მანდატი ვადა გაეროს დამკვირვებელთა მისია საქართველოში (UNOMIG), 1994 წლის 30 ივნისამდე.

გაეროს უს
რეზოლუცია 906

მცხეთა, საქართველოს ისტორიული დედაქალაქი
თარიღი 25 მარტი 1994
სხდომა № 3354
კოდი S/RES/906 (დოკუმენტი)
თემა აფხაზეთი და საქართველო
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში არსებობს საგანგაშო მდგომარეობა, რომელიც შექმნილია აფხაზეთიდან დიდი რაოდენობით იძულებულად გადაადგილებულ პირთა გამო, ასევე აღიარა მათი შინ დაბრუნების უფლება. საბჭომ, კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი. საბჭომ, ორივე მხარე მოუწოდა განაახლონ პოლიტიკური მოლაპარაკებები აფხაზეთის პოლიტიკური სტატუსის და კონფლიქტის დარეგულირების შესახებ, რაც შეიძლება მალე, რომელიც მიცემულია საბჭოს წინა რეზოლუციებში.

საბჭომ მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას ხელი შეუწყოს საქართველოს, რომ ქვეყანამ გადალახოს კონფლიქტის შედეგები. მას შემდეგ, რაც საბჭომ გადაწყვიტა გაეგრძელებინა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი, საბჭომ მოუწოდა მხარეებს საქართველოში, რომ ისინი უზრუნველყონ გაეროს პერსონალის უსაფრთხოება და ხელი შეუწყონ თავისუფალი გადაადგილების შესაძლებლობას. გაეროს გენერალურმა მდივანმა, ბუტროს ბუტროს-გალიმ, შემდეგ სთხოვა მოახსენონ მოლაპარაკებების შესახებ.[1]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Two major accords signed – conflict and refugee issues in the former Soviet republic of Georgia. UN Chronicle (June 1994). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-08-25. ციტირების თარიღი: 2017-01-03.