გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის უშიშროების საბჭოს რეზოლუცია — გაეროს უშიშროების საბჭოს თხუთმეტი წევრის მიერ მიღებული რეზოლუცია. გაეროს წესდებით, მიღებული რეზოლუცია არის: „მთავარი პასუხისმგებელი საერთაშორისო მშვიდობასა და უსაფრთხოებაზე“.
გაეროს წესდება განსაზღვრავს (27-ე მუხლში), რომ რეზოლუციის პროექტი პროცედურულ საკითხებზე მიიღება, თუ ცხრა ან მეტი წევრი, საბჭოს თხუთმეტი წევრისგან, მხარს დაუჭერს რეზოლუციას, ასევე, თუ რომელიმე მუდმივი წევრისგან მას ვეტოს არ დაადებს. „პროცედურულ საკითხებზე“ რეზოლუციის პროექტი შეიძლება მიღებული იყოს საბჭოს ნებისმიერი ცხრა წევრის დადებითი ხმის საფუძველზე.
გაეროს უშიშროების საბჭოს ხუთი მუდმივი წევრია: ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა (რომელიც 1971 წელს ჩინეთის რესპუბლიკა ჩაანაცვლა), საფრანგეთი, რუსეთი (რომელიც 1991 წელს დაშლილი საბჭოთა კავშირი ჩაანაცვლა), გაერთიანებული სამეფო და ამერიკის შეერთებული შტატები.[1]
წესები და ფუნქციები
რედაქტირებატერმინი „რეზოლუცია“ არ არის განმარტებული გაეროს წესდების ტექსტში. იგი შეიცავს მრავალ ფორმულირებას, როგორიცაა „გადაწყვეტილება“ ან „რეკომენდაცია“, რაც გულისხმობს რეზოლუციებს, სადაც არ დაკონკრეტებულა გამოყენების მეთოდი.
გაეროს წესდება მრავალმხრივი ხელშეკრულებაა. ეს არის საკონსტიტუციო დოკუმენტი, რომელიც ადგენს უფლებამოსილებასა და ფუნქციებს გეროს სხვადასხვა ორგანოებს შორის. წესდება უფლებას აძლევს უშიშროების საბჭოს, მიიღოს შესაბამისი ზომები წევრთა სახელით, ასევე მიიღოს გადაწყვეტილებები და რეკომენდაციები. წესდებაში არ არის აღნიშნული, არც სავალდებულო და არც არასავალდებულო რეზოლუციები. საერთაშორისო სასამართლოს 1949 წლის „რეპატრიაციის“ მოსაზრებაში მითითებულია, რომ გაეროს გააჩნია, როგორც გამოკვეთილი, ისევე ნაგულისხმევი ძალაუფლება. სასამართლომ, გაეროს წესდების 104 და 2 (5) სტატიაზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ წევრებმა დაუკმაყოფილეს ორგანიზაციას საჭირო იურიდიული უფლებამოსილებით, რომ იგი განახორციელოს თავისი ფუნქციები, ასევე წევრები შეთანხმდნენ, რომ გაუწევდნენ დახმარებას გაეროს, მის ნებისმიერ ქმედებაში, წესდების შესაბამისად.[2]
წესდების 25-ე მუხლში წერია, რომ „გაეროს წევრები ეთანხმებიან მიიღონ და განახორციელონ უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებები, წინამდებარე წესდების შესაბამისად“. გაეროს საქმიანობის აღწერის ჟურნალში, რომელიც გაეროს სამართლებრივი გამოცემაა, წერია, რომ გაეროს საერთაშორისო ორგანიზაციის კონფერენციაზე, რომელიც შედგა 1945 წელს სან-ფრანცისკოში, მცდილობამ მოვალეობების შეზღუდვის, წესდების 25-ე მუხლის თანახმად, ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, ისიც რომ, იმ დროს ეს ვალდებულებები გამომდინარეობდა, საბჭოს საწყისი მინიჭებული უფლებამოსილებებიდან, რომელიც 24-ე (1) მუხლში იყო მოცემული.[3]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებაიხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Current Members. ციტირების თარიღი: 2016-09-16
- ↑ See ICJ Advisory Opinion, Reparation for Injuries Suffered in the Service of the United Nations [1] დაარქივებული 2017-06-11 საიტზე Wayback Machine.
- ↑ See page 5, The Repertory of Practice of United Nations Organs, Extracts Relating to Article 25 [2]