გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 881

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 881 მიიღეს ერთხმად 1993 წლის 4 ნოემბერს. ქართულ-აფხაზური ომის შესახებ, უშიშროების საბჭოს წინა 849 (1993), 854 (1993), 858 (1993) და 876 რეზოლუციების დადასტურებით, საბჭომ გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი საქართველოში (UNOMIG) 1994 წლის 31 იანვრამდე.[1]

გაეროს უს
რეზოლუცია 881

ბიჭვინთა, საკურორტო ქალაქი აფხაზეთში
თარიღი 4 ნოემბერი 1993
სხდომა № 3304
კოდი S/RES/881 (დოკუმენტი)
თემა აფხაზეთი, საქართველო
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

საბჭომ შეშფოთება გამოთქვა აფხაზეთსა და საქართველოს შორის მიმდინარე კონფლიქტის გამო, რომელიც რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის საფრთხეს უქმნის და მიესალმა გენერალური მდივნის, ბუტროს ბუტროს-გალის, მისი სპეციალური წარმომადგენლის, ეუთოს თავმჯდომარის, რუსეთის მთავრობის ძალისხმევას, რომელთა ერთობლივი ძალისხმევით 1993 წლის ნოემბრის ბოლოს, შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში, ორივე მხარის მონაწილეობით გაიმართება შეხვედრა.

ორივე მხარეს კვლავ მოსთხოვეს თავი შეიკავონ ძალის გამოყენებისგან და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის დარღვევისგან, საბჭომ კიდევ ერთხელ გაეცნო ბუტროს-გალის მიერ გამოგზავნილი ფაქტების შემსწავლელი მისიის შედეგებს. დამტკიცდა UNOMIG-ის მუდმივი ყოფნა ხუთი სამხედრო დამკვირვებლისა და დამხმარე პერსონალისგან შემდეგი მანდატით:

(ა) აფხაზურ, ქართულ და რუსულ სამხედრო კონტინგენტებთან კონტაქტის შენარჩუნება;
(ბ) სიტუაციის მონიტორინგი და გაეროს ძალისხმევით პოლიტიკური მოგვარების ხელშეწყობის მიზნით, განვითარებული მოვლენების შესახებ ანგარიშების მომზადება.

გაეროს დამკვირვებელთა მისია 1994 წლის 31 იანვრამდე არ გადავადდება, თუ გენერალურმა მდივანმა არ განაცხადა, რომ მიაღწიეს გარკვეულ პროგრესს ან მანდატის გადავადება ხელს შეუწყობს სამშვიდობო პროცესს. საბოლოოდ, გენერალურ მდივანს შესთავაზეს მიეღო შესაბამისი ზომები, რათა განათავსოს დამატებითი პერსონალი გაეროს დამკვირვებელთა მისიის თავდაპირველი უფლებამოსილების ფარგლებში, თუ რეგიონში არსებული მდგომარეობა ხელს უწყობს ამას.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bothe, Michael (2002). International Peacekeeping: The Yearbook of International Peace Operations. Martinus Nijhoff Publishers, გვ. 212. ISBN 978-90-411-1920-9.