გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1582

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1582 მიიღეს ერთხმად 2005 წლის 28 იანვარს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ყველა რეზოლუცია საქართველოსა და აფხაზეთის შესახებ, კერძოდ გაეროს რეზოლუცია 1554 (2004), საბჭომ გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი საქართველოში, 2005 წლის 31 ივლისამდე.[1]

გაეროს უს
რეზოლუცია 1582

სოფელი კამანი
თარიღი 28 იანვარი 2005
სხდომა № 5116
კოდი S/RES/1582 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

შეხვედრაზე საქართველოს დელეგაციის დასწრებას რუსეთმა გააპროტესტა, რის შედეგად, საქართველოს დელეგაციამ შეხვედრას ვერ დაესწრო.[2]

რეზოლუცია

რედაქტირება

დაკვირვება

რედაქტირება

რეზოლუციის პრეამბულაში, საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა. საბჭომ დაგმო გაეროს დამკვირვებელთა მისიის შვეულმფრენის ჩამოგდება 2001 წლის ოქტომბერში, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ასევე სინანულით აღინიშნა ისიც, რომ დამნაშავეები თავდასხმაში ვერ დადგინდა. საბჭომ მიესალმა დსთ-სა და გაეროს დამკვირვებელთა მისიის სამშვიდობო ძალების წვლილს სამშვიდობო პროცესში.

გადაწყვეტილებები

რედაქტირება

უშიშროების საბჭომ მიესალმა სიტუაციის მოსაგვარებლად პოლიტიკური ძალისხმევას, კერძოდ, „უფლებამოსილებათა ძირითადი პრინციპების განაწილებას თბილისსა და სოხუმს შორის“, რომელიც ხელი უნდა შეეწყო მოლაპარაკებებს. რეზოლუციაში გამოხატულია სინანული, რომ არ არსებობს პროგრესი, რეგიონის პოლიტიკური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებში, შემდგომ მოუწოდა ორივე მხარეს, გადალახონ ორმხრივი უნდობლობა. საბჭომ კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი პოზიცია, აფხაზეთში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომელიც მოხსენებულია 1255 (1999) რეზოლუციაში. დაგმეს 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმების ყველა დარღვევა. საბჭომ, ასევე მიესალმა კოდორის ხეობაში დაძაბულობის კლებას და ორივე მხარის მიერ, 2002 წლის 2 აპრილს, პროტოკოლის ხელმოწერას. აღენიშნა სამოქალაქო მოსახლეობის შეშფოთება და ქართულ მხარეს ეთხოვა უზრუნველყო გაეროს სადამკვირვებლო მისიისა და დსთ-ს ჯარების უსაფრთხოება ხეობაში.

რეზოლუცია მოუწოდებს ორივე მხარეს განაახლონ სამშვიდობო პროცესი, მოუწოდებს მიიღონ სასწრაფო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობა კონფლიქტის შედეგად. აფხაზეთს მოუწოდეს, გაუმჯობესა სამართალდამცავი მექანიზმები, აღმოეფხვრა ეთნიკური ქართველების დედაენაზე სწავლის პრობლემა და უზრუნველყო დევნილთა უსაფრთხოება დაბრუნებისას.

საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ორივე მხარეს, მიიღონ ზომები 2001 წლის ოქტომბერში გაეროს მისიის შვეულმფრენის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი პირების მიმართ, ასევე მიესალმა უსაფრთხოების იმ ზომებისთვის, რომელიც შვეულმფრენის ჩამოგდების შემდეგ მიიღეს. ასევე, ორივე მხარე მოსთხოვეს შეეცვალათ სამხედრო რიტორიკა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფები, აგრეთვე უზრუნველყოთ გაეროს პერსონალის უსაფრთხოება. გარდა ამისა, გამოხატული იყო შეშფოთება არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო, სადაც დაფიქსირდა გაეროს სადამკვირვებლო მისიის და დსთ-ს სამშვიდობო პერსონალის გატაცების ფაქტები, რომელიც საბჭომ დაგმო.

ბოლოს, გაეროს გენერალურ მდივანს, კოფი ანანს დაევალა სამი თვის განმავლობაში წარედგინა ანგარიშის, აფხაზეთში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკიწყარო

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. „Security Council extends Georgia mission until 31 July 2005“. United Nations. 28 January 2005.
  2. Socor, Vladimir (1 February 2005). „UN Security Council's Handling of Abkhazia: A Disquieting Prelude to Bush-Putin“. Journal of Turkish Weekly. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 ივნისი 2012. ციტირების თარიღი: 10 მარტი 2017.