გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1255
გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1255 — რეზოლუცია მიღებული 1999 წლის 30 ივლისის ფარულ კენჭისყრაზე, საქართველოზე ადრე მიღებული რეზოლუციების დადასტურებისთანავე, მათ შორის 1999 წლის 1225 რეზოლუციით უშიშროების საბჭოს მიერ გაეროს მეთვალყურეთა მისიის საქართველოში 2000 წლის 31 იანვრამდე მანდატის გაგრძელება[1].
გაეროს უს რეზოლუცია 1255 | |
---|---|
თარიღი | 30 ივლისი 1999 |
სხდომა № | 4 029 |
კოდი | S/RES/1255 (დოკუმენტი) |
თემა | აფხაზეთის კონფლიქტი |
კენჭისყრა |
მომხრე: 15 წინააღმდეგი: 0 თავი შეიკავა: 0 |
შედეგი | მიღებულია |
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა | |
მუდმივი წევრები |
|
არამუდმივი წევრები |
გაერომ მოუწოდა ქართულ და აფხაზურ მხარეებს მშვიდობიანი დიალოგისაკენ. ასევე სცნო არალეგიტიმურად და მიუღებლად აფხაზეთის მხარის მიერ დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები და საკონსტიტუციო რეფერენდუმი[2].
ამავდროულად გაეროს უშიშროების საბჭოზე გამოითქვა ღრმა შეშფოთება ლტოლვილთა ლტოლვილთა დაბრუნების შეფერხებასთან დაკავშირებით და მოუწოდა აფხაზეთის მხარეს დაეწყოთ ლტოლვილების დაბრუნების პროცესი, საწყის ეტაპზე გალის რეგიონში. გაეროს უშიშროების საბჭოს მდივანმა კოფი ანანმა მოითხოვა სამთვიან ვადაში წარდგინებოდა ანგარიში აღნიშნული რეზოლუციის განხორციელებასთან დაკავშირებით.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ „Security Council extends mission in Georgia until 31 January 2000“. United Nations. 30 July 1999.
- ↑ Diasamiże, Tʻamaz; Chkoidze-Japaridze, Nana; Organization for Security and Co-operation in Europe (2008). Regional conflicts in Georgia – the Autonomous Oblast of South Ossetia, the Autonomous SSR of Abkhazia, 1989–2008: the collection of political-legal acts. Regionalism Research Centre. ISBN 9789941010446.