გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1554

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია

გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1554 მიიღეს ერთხმად 2004 წლის 29 ივლისს, მას შემდეგ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეს ყველა რეზოლუცია საქართველოსა და აფხაზეთის შესახებ, კერძოდ გაეროს რეზოლუცია 1524 (2004), საბჭომ გადაავადა გაეროს დამკვირვებელთა მისიის მანდატი საქართველოში, 2005 წლის 31 იანვრამდე.[1]

გაეროს უს
რეზოლუცია 1554
თარიღი 29 ივლისი 2004
სხდომა № 5013
კოდი S/RES/1554 (დოკუმენტი)
თემა სიტუაცია საქართველოში
კენჭისყრა
მომხრე: 15
წინააღმდეგი: 0
თავი შეიკავა: 0
შედეგი მიღებულია
უშიშროების საბჭოს შემადგენლობა
მუდმივი წევრები
არამუდმივი წევრები

რეზოლუცია რედაქტირება

დაკვირვება რედაქტირება

რეზოლუციის პრეამბულაში, საბჭომ ხაზი გაუსვა, რომ მიუღებელია მხარეებს შორის მოლაპარაკებებში პროგრესის არარსებობა. საბჭომ დაგმო გაეროს დამკვირვებელთა მისიის შვეულმფრენის ჩამოგდება 2001 წლის ოქტომბერში, რის შედეგადაც ცხრა ადამიანი დაიღუპა, ასევე სინანულით აღინიშნა ისიც, რომ დამნაშავეები თავდასხმაში ვერ დადგინდა. საბჭომ მიესალმა დსთ-სა და გაეროს დამკვირვებელთა მისიის სამშვიდობო ძალების წვლილს სამშვიდობო პროცესში.

გადაწყვეტილებები რედაქტირება

უშიშროების საბჭომ მიესალმა სიტუაციის მოსაგვარებლად პოლიტიკური ძალისხმევას, კერძოდ, „უფლებამოსილებათა ძირითადი პრინციპების განაწილებას თბილისსა და სოხუმს შორის“, რომელიც ხელი უნდა შეეწყო მოლაპარაკებებს. რეზოლუციაში გამოხატულია სინანული, რომ არ არსებობს პროგრესი, რეგიონის პოლიტიკური სტატუსის შესახებ მოლაპარაკებებში, შემდგომ მოუწოდა ორივე მხარეს, გადალახონ ორმხრივი უნდობლობა. დაგმეს 1994 წლის ცეცხლის შეწყვეტისა და ძალთა დაშორიშორების შესახებ შეთანხმების ყველა დარღვევა. საბჭომ, ასევე მიესალმა კოდორის ხეობაში დაძაბულობის კლებას და ორივე მხარის მიერ, 2002 წლის 2 აპრილს, პროტოკოლის ხელმოწერას. აღენიშნა სამოქალაქო მოსახლეობის შეშფოთება და ქართულ მხარეს ეთხოვა უზრუნველყო გაეროს სადამკვირვებლო მისიისა და დსთ-ს ჯარების უსაფრთხოება ხეობაში.

რეზოლუცია მოუწოდებს ორივე მხარეს განაახლონ სამშვიდობო პროცესი, მოუწოდებს მიიღონ სასწრაფო გადაწყვეტილებები ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ლტოლვილთა და იძულებით გადაადგილებულ პირთა დაბრუნება და კიდევ ერთხელ დაადასტურა დემოგრაფიული ცვლილებების დაუშვებლობა კონფლიქტის შედეგად. როგორც საქართველოს, ისე აფხაზეთს მოუწოდეს შეექმნათ ერთობლივი შეფასების მისია გალის რეგიონში, კერძოდ აფხაზეთს მოუწოდეს, გაუმჯობესა სამართალდამცავი მექანიზმები, აღმოეფხვრა ეთნიკური ქართველების დედაენაზე სწავლის პრობლემა და უზრუნველყო დევნილთა უსაფრთხოება დაბრუნებისას. აღენიშნა გაეროს დამკვირვებელთა მისიის საპოლიციო კომპონენტი განლაგების პროცესი, თუმცა, არსებობს მოსაზრება, რომ იგი არ განლაგდება გალის რაიონში.

საბჭომ კიდევ ერთხელ მოუწოდა ორივე მხარეს, მიიღონ ზომები 2001 წლის ოქტომბერში გაეროს მისიის შვეულმფრენის ჩამოგდებაში პასუხისმგებელი პირების მიმართ, ასევე მიესალმა უსაფრთხოების იმ ზომებისთვის, რომელიც შვეულმფრენის ჩამოგდების შემდეგ მიიღეს. ასევე, ორივე მხარე მოსთხოვეს შეეცვალათ სამხედრო რიტორიკა და უკანონო შეიარაღებული დაჯგუფები, აგრეთვე უზრუნველყოთ გაეროს პერსონალის უსაფრთხოება. გარდა ამისა, გამოხატული იყო შეშფოთება გალის რაიონში არსებული უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ვითარების გამო, სადაც დაფიქსირდა ხელახალი მკვლელობები და ასევე დაფიქსირდა გაეროს სადამკვირვებლო მისიის და დსთ-ს სამშვიდობო პერსონალის გატაცების ფაქტები, რომელიც საბჭომ დაგმო.

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

 
ვიკიწყარო

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. „Security Council extends Georgia mission until 31 January 2005“. United Nations. 29 July 2004.