გაგულეჩი
გაგულეჩი — სოფელი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარის ცაგერის მუნიციპალიტეტში, ორბელის თემში.[2] მდებარეობს გორმაღლის ქედის დასავლეთ დაბოლოებაზე, ლაჯანურის წყალსაცავის ჩრდილოეთით, მდინარე ლაჯანურის მარცხენა მხარეზე, ზღვის დონიდან 580 მეტრზე, ცაგერიდან დაშორებულია 15 კილომეტრით.
სოფელი | |
---|---|
გაგულეჩი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ცაგერის მუნიციპალიტეტი |
თემი | ორბელი |
კოორდინატები | 42°36′50″ ჩ. გ. 42°50′04″ ა. გ. / 42.61389° ჩ. გ. 42.83444° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 580 მ |
მოსახლეობა | 149[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 149 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 314 | 146 | 168 |
2014[1] | 149 | 71 | 78 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 614.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 7 ნოემბერი, 2016.
- ↑ საქართველოს ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულები
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები, ტომი II