გორმაღლის ქედი
ქედი საქართველოში, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის მხარეში
გორმაღლის ქედი — ქედი საქართველოში, ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვარზე.
გორმაღლის ქედი | |
---|---|
კოორდინატები: 42°38′16″ ჩ. გ. 42°56′52″ ა. გ. / 42.638000° ჩ. გ. 42.948000° ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო |
ტერიტორიული ერთეული | ცაგერის მუნიციპალიტეტი ამბროლაურის მუნიციპალიტეტი |
უმაღლესი წერტილი | გორმაღალი |
სიმაღლე | 1728 მ |
ამგებელი ქანები | კირქვა და ქვიშაქვა |
წარმოადგენს ლეჩხუმის ქედის სამხრეთ განშტოებას, მდინარე რიონისა და მისი მარჯვენა შენაკადების ლაჯანურისა და ასკისწყლის აუზების წყალგამყოფს. უმაღლესი მწვერვალები: გორმაღალი (1728 მ), ლაილაში (1640 მ), გველისთავი (1465 მ). აგებულია ცარცული ასაკის კირქვებითა და ქვიშაქვებით. შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით.
ლიტერატურა
რედაქტირება- ჯანელიძე ზ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 123.