ბრითათა

სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში
(გადამისამართდა გვერდიდან ბრითათა (ჯავის მუნიციპალიტეტი))

ბრითათა[3][4]სოფელი საქართველოში, ჯავის მუნიციპალიტეტში (ედისის თემი). მდებარეობს ერმანის ქედის ჩრდილოეთ კალთაზე, მდინარე ერმანისწყლის (დიდი ლიახვის სისტემა) მარცხენა ნაპირას, ზღვის დონიდან 1700 მეტრი. ჯავიდან დაშორებულია 35 კმ-ით, ცხინვალიდან (უახლოესი რკინიგზის სადგური) — 56 კმ-ით.

სოფელი
ბრითათა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ჯავის მუნიციპალიტეტი
თემი ედისა
კოორდინატები 42°31′13″ ჩ. გ. 44°11′39″ ა. გ. / 42.5205056° ჩ. გ. 44.1943806° ა. გ. / 42.5205056; 44.1943806
ცენტრის სიმაღლე 1700
სატელეფონო კოდი +995 347[1]
საფოსტო ინდექსი 7300[2]
ბრითათა — საქართველო
ბრითათა
ბრითათა — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ბრითათა
ბრითათა — ჯავის რაიონი
ბრითათა

ბრითათა მდებარეობს ისტორიულ მაღრან-დვალეთში. XIV საუკუნის მატეანე „ძეგლი ერისთავთა“ სოფელს მოიხსენებს „ბრუტასაშვილების“, ხოლო ი. გიულდენშტედტი „ბრიტაულის“ სახელით. შუა საუკუნეებში მთელი ეს მხარე შედიოდა ქსნის საერისთავოში. ბრითათაში დგას გვიანდელი შუა საუკუნეების ბრითათის კოშკი.

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

დემოგრაფია

რედაქტირება
აღწერის წელი მოსახლეობა კაცი ქალი
1989 წლის აღწ. 33 - -

ლიტერატურა

რედაქტირება