ბრითათის კოშკი — არქიტერტურული ძეგლი, საფორტიფიკაციო ნაგებობა ჯავის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრითათაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.

გეგმით ოთხკუთხა კოშკი ნაგებია ფლეთილი და ფიქალის ქვით. შემორჩა სამი სართულის დონე, ისიც ნაწილობრივ. თაღოვანი კარი გაჭრილია მეორე სართულის დონეზე დასავლეთ კედელში. ჩრდილოეთის კედელში ორი სათოფურია. აღმოსავლეთი კედელი მთლიანად მონგრეულია. ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტებიღაა გადარჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • შიდა ქართლი, ჯავის რაიონის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. III, თბ., 2004