ბიეთი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
ბიეთი[1][2] — სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ღრომის თემში.
გეოგრაფია
რედაქტირებამდებარეობს მდინარე მეჯუდის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ცხინვალიდან 30 კილომეტრი, გორიდან — 27 კილომეტრი.
ისტორია
რედაქტირებაბიეთის მიდამოებში ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. ადრინდელი ფეოდალური ხანის მიწურულში ტერიტორია, სადაც დღევანდელი ბიეთი და მისი მიდამოებია, ქსნის ხევის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ კი – ქსნის საერისთავოში.[3]
1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4], ხოლო სოფელს ფიზიკურად აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა.
დემოგრაფია
რედაქტირება1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 19 მცხოვრები.
ღირსშესანიშნაობები
რედაქტირებახუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია ბიეთის მონასტერი და ბიეთის ღვთისმშობლის ეკლესია.
ლიტერატურა
რედაქტირება- გვასალია ჯ., მეფისაშვილი რ., ცინცაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 429-430.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 25.
- ↑ საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 35.
- ↑ ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 362.
- ↑ საქართველოს საკანონმდებლო მაცნე — საქართველოს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ