ბიეთის ღვთისმშობლის ეკლესია
ბიეთის ღვთისმშობლის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა, ერედვის მუნიციპალიტეტის სოფელ ბიეთში, სასაფლაოზე. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში. ძეგლი ნაგებია ფლეთილი ქვით სქელ დუღაბზე. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია რიყის ქვა.
მცირე ზომის დარბაზული ეკლესია გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს, აღმოსავლეთით შებრტყელებული აბსიდით, რომლის ცენტრში ვიწრო, სწორკუთხა სარკმელია გაჭრილი. სარკმლის ძირში ტრაპეზის ქვა დევს. აბსიდის აღმოსავლეთ ნაწილში ერთი სწორკუთხა ნიშაა. ეკლესიის კამარა შეისრულია. სამხრეთი შესასვლელის ფორმა დაზიანების გამო არ იკითხება. კამარის დასავლეთი ნაწილი ჩამონგრეულია, იატაკი მიწურია, სახურავი ჩამოცვენილია.
ლიტერატურა
რედაქტირება- შიდა, ქართლი, პატარა და დიდი ლიახვის ხეობების არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ. I, თბ., 2002, გვ., 36