ბიეთი (ერედვის მუნიციპალიტეტი)

(გადამისამართდა გვერდიდან ბიეთი (გორის მუნიციპალიტეტი))

ბიეთი[1][2]სოფელი საქართველოში, ერედვის მუნიციპალიტეტში, ღრომის თემში.

სოფელი
ბიეთი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
სპეციალური ერთეული სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ერედვის მუნიციპალიტეტი
თემი ღრომი
კოორდინატები 42°11′04″ ჩ. გ. 44°13′17″ ა. გ. / 42.18444° ჩ. გ. 44.22139° ა. გ. / 42.18444; 44.22139
ცენტრის სიმაღლე 1000
ბიეთი (ერედვის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ბიეთი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
ბიეთი (ერედვის მუნიციპალიტეტი) — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ბიეთი (ერედვის მუნიციპალიტეტი)
ბიეთი (ერედვის მუნიციპალიტეტი) — ერედვის მუნიციპალიტეტი
ბიეთი (ერედვის მუნიციპალიტეტი)

გეოგრაფია

რედაქტირება

მდებარეობს მდინარე მეჯუდის მარჯვენა ნაპირას. ზღვის დონიდან 1000 მეტრი, ცხინვალიდან 30 კილომეტრი, გორიდან — 27 კილომეტრი.

ბიეთის მიდამოებში ადამიანს ჯერ კიდევ ბრინჯაოს ხანაში უცხოვრია. ადრინდელი ფეოდალური ხანის მიწურულში ტერიტორია, სადაც დღევანდელი ბიეთი და მისი მიდამოებია, ქსნის ხევის შემადგენლობაში შედიოდა, შემდეგ კი – ქსნის საერისთავოში.[3]

1991 წლამდე შედიოდა ცხინვალის რაიონში, ხოლო 2006 წლამდე შედიოდა გორის მუნიციპალიტეტში. 2008 წლიდან ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ[4], ხოლო სოფელს ფიზიკურად აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა.

დემოგრაფია

რედაქტირება

1989 წლის აღწერით სოფელში ფიქსირდებოდა 19 მცხოვრები.

ღირსშესანიშნაობები

რედაქტირება

ხუროთმოძღვრული ძეგლებიდან აღსანიშნავია ბიეთის მონასტერი და ბიეთის ღვთისმშობლის ეკლესია.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გვასალია ჯ., მეფისაშვილი რ., ცინცაძე ვ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 429-430.