ბეირუთი
ბეირუთი (არაბ. بيروت; ბაირუთ) — ლიბანის დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი. მასში ცხოვრობს მთელი ლიბანის მოსახლეობის ნახევარი. გაშენებულია ნახევარკუნძულ რასზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. პირველი დასახლება ჩნდება სავარაუდოდ ძვ. წ. 1700 წელს, ხოლო უკვე ძვ. წ. 1500-დან იგი მოიხსენიება როგორც ფინიკიელთა ერთ–ერთი მეტროპოლია. ბეირუთი იყოფა ადმინისტრაციულ უბნებად – აშრაფიათი, დარ ალ-მურასი, ბეშურა, მაზრა, მადავარი, ნავსადგურის უბანი, არ-რასი (თავი), ჰუსნა, მუსათბათი, რუმაილი, საიფი და ალ–ბილათი. ბეირუთის მფარველ წმინდანად ლიბანელი ქრისტიანები მიიჩნევენ წმინდა გიორგის. ბეირუთი დაიყოფა სამ ძირითად ნაწილად – დასავლეთ ბეირუთი, სადაც უმრავლესობა მუსლიმია, აღმოსავლეთ ბეირუთი, სადაც უმეტესადქრისტიანები ცხოვრობენ და ე.წ. სამხრეთ გარეუბანი, სადაც ცხოვრობენ ბეირუთელი შიიტები და აქვეა პალესტინელ ლტოლვილთა ცნობილი ბანაკები საბრა და შატილა.
ქალაქი | |||||
---|---|---|---|---|---|
ბეირუთი ბაირუთ بيروت | |||||
| |||||
ქვეყანა | ლიბანი | ||||
დაქვემდებარება | დედაქალაქი | ||||
შიდა დაყოფა | Ashrafieh, Ras Beirut, Zuqaq al-Blat, Bachoura, Saifi, Mousseitbeh, Rmeil, Port of Beirut, Dar Mreisseh, Medawar, Minet El Hosn და Mazraa | ||||
კოორდინატები | 33°53′13″ ჩ. გ. 35°30′47″ ა. გ. / 33.88694° ჩ. გ. 35.51306° ა. გ. | ||||
ქალაქის მერი | აბდელ მუნიმ არისი | ||||
პირველი ხსენება | 1500 BCE | ||||
ფართობი | 19,8 კმ² | ||||
ცენტრის სიმაღლე | 0 მეტრი | ||||
მოსახლეობა | 1,700,000 კაცი (2007) | ||||
სიმჭიდროვე | 12,500 კაცი/კმ² | ||||
სასაათო სარტყელი | UTC+2, ზაფხულში UTC+3 | ||||
სატელეფონო კოდი | 01 | ||||
ოფიციალური საიტი | beirut.gov.lb | ||||
სახელწოდება
რედაქტირებაინგლისური სახელწოდება ბეირუთი არაბული სახელწოდება ბაირუთიდან (بيروت) მოდის. იგივე სახელწოდება ფრანგულად ბაიროუთია, რომელიც ლიბანის საფრანგეთის მიერ ოკუპაციის დროს გამოიყენებოდა. არაბული სახელწოდება ფინიკიური სიტყვიდან ბეროთისგან ან ბირუთისგან (𐤁𐤓𐤕 Brt) მოდის რომელიც თანამედროვე ენაზე ,,ჭას'' ნიშნავს. ეს სახელწოდება მიენიჭა იმის აღსანიშნავად, რომ ქალაქის ტერიტორია მდიდარია მიწისქვეშა წყლებით. ეს სახელწოდება პირველად ძველი წელთაღრიცხვით XV საუკუნეში გამოიყენეს აქადური ენის სოლისებრ დამწერლობაში. ასევე ამარნას წერილში. წერილები მეფე ამუნირას, ბირუთას მმართველს ჰქონდა გაგზავნილი ეგვიპტის მმართველ ამენჰოტეპ IV-ს ან ამენჰოტეპ III-ისთვის. ბირუთა ასევე მოხსენიებული იყო ბიბლოსის მმართველ მეფე რიბ ჰადას წერილში.
ბერძნები სახელწოდებად იყენებდნენ ბერიტოს (ძველ ბერძნულად: Βηρυτός), რომელიც რომაელებმა ბერიტუსად გადათარგმნეს. როდესაც ქალაქმა რომაული კოლონიის სტატუსი მიიღო მისი ოფიციალური სახელწოდება კოლონია ლულია აუგუსტა ფელიქს ბერიტუს იყო.
სელჩუკთა იმპერიის მმართველობის დროს ქალაქი მოიხსენიებოდა როგორც ლაოდეკია, სელჩუკების მმართველის დედის პატივსაცემად.
ისტორია
რედაქტირებაპრეისტორია
რედაქტირებაბეირუთი დასახლებული 5000 წლის წინ იყო.[2] ბეირუთის ურბანულ მიდამოებში მრავალი პრეისტორიული არტეფაქტი აღმოაჩინეს, რომლების შუა პალეოლითისა და ზედა პალეოლითის ხანებით თარიღდება.
არქეოლოგიური გათხრების შედეგად ქალაქის მიდამოებში აღმოჩენილია ფინიკიური, ელინისტური, რომაული, ბიზანტიური, არაბული, ჯვაროსნული და ოსმალური ნაშთები.
ფინიკიური პერიოდი
რედაქტირებაბეირუთის ფინიკიური პორტი ქალაქის ჩრდილოეთ სანაპიროზე მდებარეობდა. იმ დროინდელი პორტი ახლანდელი ქალაქის ქვეშაა დამარხული.[3] მსგავსი, მშრალი ნავსადგური ქალაქიდან დაახლოებით ერთ კილომეტრში აღმოაჩინეს 2011 წელს. 2012 წლის 26 ივნისს, როდესაც ლიბანის კულტურის მინისტრმა გაბი ლაიუნმა ამ ადგილზე ცათამბრჯენების აშენების ნებართვა გასცა მან ამით მასობრივი პროტესტი გამოიწვია.
ელინისტური პერიოდი
რედაქტირებაძველი წელთაღრიცხვით 140 წელს დიოდოტუსის მიერ ფინიკიური ქალაქი განადგურდა. ადგილზე მშენებლობები ელინისტური სტილის მიხედვით დაიწყო. თანამედროვე ბეირუთი ამ არქეოლოგიური ობიექტების თავზეა გაშენებული. მცირე გათხრები ტერიტორიაზე სამოქალაქო ომის დასრულებამდე, 1991 წელს ჩატარდა. 1993 წელს ჩატარებულმა გათხრებმა ელინისტური პერიოდის შესახებ ახალი ვარაუდები წარმოშვა.
პირველი საუკუნით დათარიღებული მონეტები, რომლებიც ბეირუთში აღმოაჩინეს ტიჩეს ანუ ბედის ქალღმერთის გამოსახულებისაა. რევერსზე ქალაქის სიმბოლოა გამოსახული, რომელსაც ღუზაზე შემოხვეული დელფინი წარმოადგენს. მოგვიანებით, სამოქალაქო ომისა და სელჩუკთა იმპერიის დაცემის შემდეგ ტერიტორია სომხეთის სამეფოს მმართველმა ტიგრან II-მ დაიპყრო და ბეირუთი თავისი სახელმწიფოს შემადგენელ ნაწილად გამოაცხადა. ტიგრანაკერტის ბრძოლის სომხეთმა ტერიტორიაზე კონტროლი სამუდამოდ დაკარგა. ქალაქი რომაელმა გენერალმა გნეუს პომპეუს მაგნუსმა დაიკავა.
რომაული პერიოდი
რედაქტირებალაოდიკია პოპეუსმა ძველი წელთაღრიცხვით 64 წელს დაიპყრო. ძველი ქალაქი რომის იმპერიაში იქნა ასიმილირებული, იქ გაგზავნეს ვეტერანი ჯარისკაცები, რომლებმაც დიდი სამშენებლო პროექტები განახორციელეს.[4][5]
ბეირუთი რომის იმპერიის აღმოსავლეთ პროვინციებში ყველაზე რომაულ ქალაქად იღვლებოდა. ომისშემდგომი სამაშველო გათხრები 1993 წლიდან დღემდე წარმოადგენს ახალ შეხედულებებს ბეირუთში რომანული პერიოდის შესახებ. სახალხო ხუროთმოძღვრება მოიცავდა რამდენიმე აბანოს კომპლექსს, კოლონადირებულ ქუჩებს, ცირკსა და თეატრს.
შუა საუკუნეები
რედაქტირებაბეირუთი მუსლიმებმა 635 წელს დაიპყრეს. [6] პრინც არსლან ბინ ალ-მუნდჰირმა 759 წელს დააარსა სინ ელ ფილის სამთავრო ბეირუთში. მა სამთავროს შემდეგ მთა ლიბანზე გაშენდა დასახლებები. როგორც ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე მდებარე მნიშვნელოვანმა სავაჭრო ცენტრმა აკომ ბეირუთი დაჩრდილა. 1110-დან 1291 წლამდე ქალაქი იერუსალიმის სამეფოს ნაწილს წარმოადგენდა. 1187 ქალაქი სალადინმა დაიპყრო, თუმცა გერმანელი ჯვაროსნის, ჰენრი 1-ლის წყალობით გათავისუფლდა. ჯონ იბელინმა ქალაქის მმართველობა 1204 წელს მოიპოვა. მან ქალაქი აიიუბისების მიერ აოხრებული ქალაქი ხელმეორედ ააშენა. ასევე ააშენა იბელინების სასახლეც. [7]
ოსმალთა მმართველობა
რედაქტირებაოსმალეთის სუთნის, სელიმ I-ის მმართველობის დროს ოსმალებმა სირია და თანამედროვე ლიბანის ტერიტორია დაიპყრეს. ბეირუთის მთელი ამ მმართველობის პერიოდში ადგილობრივი დრუზები აკონტროლებდნენ და მართავდნენ. 1832 წელს, მას შემდეგ რაც იბრაჰიმ ფაშამ აკო დაიპყრო, ბეირითმა ქალაქის აღორძინება დაიწყო.
მე-19 საუკუნის მეორე ნახევრისთვის ბეირუთი ამყარებდა მჭიდრო კომერციულ და პოლიტიკურ კავშირებს ევროპის იმპერიულ ძალებთან, განსაკუთრებით საფრანგეთის იმპერიასთან. ევროპელები დაინტერესებულები იყვნენ ლიბანური აბრეშუმით, რის გამოც ქალაქის ტერიტორია პორტად და მთავარ საექსპორტო ცენტრად გადააკეთეს. ამასობაში რეგიონში ოსმალეთის გავლენა შემცირდა. ბეირუთი იქცა დანიშნულების ადგილად, მარონელი ქრისტიანი ლტოლვილებისთვის, რომლებიც დამასკოდან ომის გამო გაიქცნენ. ამან თავის მხრივ ბეირუთში რელიგიური მრავალფეროვნება გამოიწვია.
ბეირუთის ვილაიეთი
რედაქტირება1888 წელს ბეირუთი გახდა სირული ვილაიეთის დედაქალაქი.[8] დაარქივებული 2018-09-15 საიტზე Wayback Machine. ეს მოიცავდა სანჯაკებს (პრეფექტურებს): ლატაკია, ტრიპოლი, ბეირუთი, აკო და ბექა. ამ დროისთვის ბეირუთი კოსმოპოლიტურ ქალაქად ჩამოყალიბდა, რომელსაც მჭიდრო კავშირები ჰქონდა ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან. იგი ასევე გახდა მისიონერული საქმიანობის ცენტრი, რომელმაც შექმნა საგანმანათლებლო დაწესებულებები, მაგალითად, ბეირუთის ამერიკული უნივერსიტეტი. მას შემდეგ, რაც ფრანგმა ინჟინერებმა თანამედროვე ნავსადგური ააშენეს 1894 წელს, მათ ასევე გაიყვაენს სარკინიზო ხაზი ლიბანიდან დამასკომდე და ალეპომდე 1907 წელს. საფრანგეთის გავლენამ ამ ტერიტორიაზე ყველა სხვა ევროპული ქვეყნის გავლენას გადააჭარბა. 1911 წელს ენციკლოპედია ბრიტანიკას მონაცემებით ბეირუთის მოსახლეობა მოიცავდა 36 000 მუსლიმს, 77 000 ქრისტიანს, 2 500 ებრაელს, 400 დრუზს და 4 100 უცხოელს. მე-20 საუკუნის დასაწყისისთვის, სალიმ ალი სალამი ბეირუთში ყველაზე ცნობილი ფიგურა გახდა. მას მრავალი თანამდებობა ეკავა, რომელთა შორისაა ოსმალეთის პარლამენტში ბეირუთის სახელით ყოფნა, ბეირუთის პრეზიდენტის წოდება. მისმა მმართველობამ ქალაქის სოციალური განვითარება განაპირობა.
თანამედროვე ერა
რედაქტირებალიბანის დედაქალაქი
რედაქტირებაპირველი მსოფლიო ომის შემდეგ, ოსმალეთის იმპერიის დაშლისას, ბეირუთი, ისევე როგორც მთლიანად ლიბანი საფრანგეთის მანდატი გახდა. ლიბანმა დამოუკიდებლობას 1043 წელს მიაღწია, ბეირუთმა კი ქვეყნის დედაქალაქის წოდება მიიღო. ქალაქი დარჩა რეგიონალური ინტელექტის დედაქალაქად, იქცა მთავარ ტურისტულ ადგილად და საბანკო თავშესაფრად.
1975 წელს ლიბანში სამოქალაქო ომი დაიწყო. ომის განმავლობაში ბეირუთი დასავლურ, მუსლიმანურ და აღმოსავლურ, ქრისტიანულ ნაწილება დაიყო.[9] ქალაქის ცენტრში, ადრე ქალაქის კომერციული და კულტურული საქმიანობის უმეტესი ნაწილი, გახდა კაცთა მიწა, რომელსაც მწვანე ხაზი ერქვა. ბევრი მოსახლე სხვა ქვეყნებში გაიქცა. ომის პირველი ორი წლის განმავლობაში (1975–1976) დაახლოებით 60 000 ადამიანი დაიღუპა და ქალაქის დიდი ნაწილი განადგურდა.განსაკუთრებით დამანგრეველი პერიოდი იყო 1978 წლის სირიის ალყა აჩრაფიეჰში, ბეირუთის მთავარ ქრისტიანულ ოლქში.სირიის ჯარებმა დაუნდობლად დაბომბეს ქალაქის აღმოსავლეთ კვარტალი.
კიდევ ერთი დამანგრეველი პერიოდი ლიბანის ომი იყო 1982 წელს, რომლის დროსაც ბეირუთის დასავლეთ ნაწილის უმეტესობა ისრაელის ალყის ქვეშ მოექცა. 1983 წელს საფრანგეთისა და ამერიკის ყაზარმები დაბომბეს, რის შედეგადაც 241 ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, 58 ფრანგი ჯარისკაცი, ექვსი მშვიდობიანი მოქალაქე და ორი თვითმკვლელი კამიკაძე მოკლეს. [10]
1990 წლის ომის დასრულების შემდეგ, ლიბანელმა ხალხმა აღადგინა ბეირუთი.2006 წლის ისრაელ-ლიბანის კონფლიქტის დასაწყისში, ქალაქმა გარკვეულწილად დაიბრუნა თავისი სტატუსი, როგორც შუა აღმოსავლეთში ტურისტული, კულტურული და ინტელექტუალური ცენტრი და როგორც სავაჭრო, მოდის და მედიის ცენტრი.
რაფიკ ჰარირი, ისრაელის პრემიერ მინისტრი 2005 წელს ბეირუთში, ერთ-ერთი სასტუმროს მიმდებარედ მოკლეს. ერთი თვის შემდეგ დაახლოებით ერთი მილიონი ადამიანი შეიკრიბა მიტინგზე ბეირუთში. კედარის რევოლუცია ლიბანის ისტორიაში ყველაზე მაშტაბურია. სირიული ძალები ქვეყნიდან 2005 წლის 26 აპრილს გავიდნენ, 2008 წლის 15 ოქტომბერს კი ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობები აღდგა.
2006 წელს ლიბანის ომის დროს, ისრაელის ბომბდამშენებმა ბეირუთის დიდ ნაწილს ზიანი მიაყენა, განსაკუთრებით ქალაქის სამხრეთში მდებარე გარეუბნებს.2006 წლის 13 ივლისს ისრაელმა დაიწყო საზღვაო და საჰაერო ბლოკადის განხორციელება ლიბანის მიმართულებით; ამ ბლოკადის დროს ისრაელმა დაბომბა ასაფრენი ბილიკი საერთაშორისო აეროპორტში და ბეირუთი-დამასკოს მთავარი მაგისტრალი აღმოსავლეთ ლიბანში.
2015 წლის 12 ნოემბერს ბეირუთის დაბომბვის დროს, ორმა თვითმკვლელმა ბომბდამშენმა ქალაქში ტერაქტი მოაწყო. რის შედეგადაც 43 ადამიანი დაიღუპა და 200 დაშავდა. თავდასხმებზე პასუხისმგებლობა ისლამურმა სახელმწიფომ აიღო.
2020 წლის 4 აგვისტოს მასიური აფეთქებების შედეგად, ბეირუთის პორტში მინიმუმ 157 ადამიანი დაიღუპა. [1] 5000-ზე მეტი დაშავდა. აფეთქების მიზეზი, სავარაუდოდ, მთავრობის მიერ ჩამორთმეული და დაცული ამონიუმის ნიტრატია. აფეთქებების შედეგად 250 000-ზე მეტი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა.
გეოგრაფია
რედაქტირებაბეირუთი ხმელთაშუა ზღვაზე მდებარე ნახევარკუნძულზე მდებარეობს. ის შემოღობილია ლიბანის მთებით და სამკუთხა ფორმა აქვს. ბეირუთის ფართობი 18 კვადრატული კილომეტრია (6.9 კვ. მილია). ხოლო ქალაქის მეტროპოლიტენის არეალი 67 კვადრატულ კილომეტრს (26 კვ.მ) მოიცავს. სანაპირო საკმაოდ მრავალფეროვანია, ერთმანეთის გვერდით მდებარეობს კლდოვანი პლაჟები და ქვიშიანი სანაპიროები.
დემოგრაფია
რედაქტირება1932 წლის შემდეგ ლიბანში მოსახლეობის აღწერა არ ჩატარებულა. ბეირუთის მოსახლეობა სავარაუდოდ 938,940, შემდეგ 1,303,129 და საბოლოოდ 2,200,000 ადამიანია.
რელიგია
რედაქტირებაბეირუთი არის ერთ-ერთი ყველაზე კოსმოპოლიტური და რელიგიურად მრავალფეროვანი ქალაქი ლიბანში და მთელი შუა აღმოსავლეთში. ქალაქში ცხოვრობენ როგორც მუსლიმანები, ასევე ქრისტიანებიც. ბეირუთში 18 აღიარებული რელიგიური ჯგუფია. ჯგუფები მოიცავს ისლამის ოთხ მიმდინარეობას: შიიზმს, სუნიზმს, ალავის და დრუზეს. თორმეტ ქრისტიანულ ნაწილს:მანორიტი კათოლიკეები, ბერძენი მათლმადიდებლები, მელკიტე კათოლიკეები, პროტესტანტი ევანგელიკანები და სხვა მიმდინარეობებს, რომლებიც ლიბანის სხვა ნაწილებში არ გვხვდება. ასეთია სომხური სამოციქულო ეკლესიის და სომხური კათოლიკური მიმდინარეობების მიმდევრები. ქალაქში ცხოვრობენ ებრაელებიც. ზოგადად ქალაქის მოსახლეობის 42% ქრისტიანია, 52%- მუსლიმი, დრუზები 1% . ქალაქის სხვადასხვა ნაწილი სხვადასხვა რელიგიის მიმდევრებითაა დასახლებული.
ეკონომიკა
რედაქტირებაბეირუთის ეკონომიკა ძირითადად საბანკი სექტორსა და ტურიზმზეა დამოკიდებული. ბეირუთის ეკონომიკა მრავალფეროვანია, მათ შორისაა საგამომცემლო, საბანკო, სავაჭრო და სხვადასხვა დარგები. ამ პერიოდში ბეირუთი იყო რეგიონის ფინანსური სერვისების ცენტრი. 1960-იანი წლებიდან დაწყებული ნავთობის ბუმის დაწყებისას, ლიბანში დაფუძნებული ბანკები რეგიონის ნავთობპროდუქტების მთავარი მიმღები გახდა.
ბეირუთი ლიბანის მთავარ ეკონომიკურ ცენტრს წარმოადგენს. აქ მდებარეობს ქვეყნისა და რეგიონის მთავარი საბანკო ქსელების სათავო ოფისები.
დამეგობრებული ქალაქები
რედაქტირებაბეირუთი დამეგობრებულია შემდეგ ქალაქებთან:[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- Kassir, Samir. Beirut (University of California Press; 2010) a scholarly history
- Linda Jones Hall, Roman Berytus: Beirut in Late Antiquity, 2004.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Beirut City Guide
- ვიკიმედია-ატლასი: ბეირუთი — გეოგრაფიული და ისტორიული რუკები
- ბეირუთი საიტზე Curlie
სქოლიო
რედაქტირება- ↑ https://www.aljazeera.com/news/2020/08/lebanon-orders-house-arrest-officials-beirut-blast-live-200805230752876.html
- ↑ Twinning the Cities. City of Beirut. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 February 2008. ციტირების თარიღი: 13 January 2008.
- ↑ Yerevan – Twin Towns & Sister Cities. Yerevan Municipality Official Website. 2005–2013 www.yerevan.am. ციტირების თარიღი: 4 November 2013.
- ↑ შეცდომა თარგის გამოძახებისას: cite web: პარამეტრები url და title აუცილებელად უნდა მიეთითოს. Armenian. [1]. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 May 2013. ციტირების თარიღი: 5 August 2013.
- ↑ Isfahan, Beirut named sister cities. MNA. დაარქივებულია ორიგინალიდან — 12 October 2007. ციტირების თარიღი: 2 May 2007.
- ↑ Sister Cities of Istanbul. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ოქტომბერი 2014. ციტირების თარიღი: 8 September 2007.