ახალდაბა (ახმეტის მუნიციპალიტეტი)
ახალდაბა[2] — სოფელი საქართველოში, ახმეტის მუნიციპალიტეტში ზემო ხოდაშნის თემში, ალაზნის ვაკეზე, მდინარე ხოდაშნისხევზე (ალაზნის მარჯვენა შენაკადი). ზღვის დონიდან 760 მეტრ სიმაღლეზე, ახმეტიდან 20 კილომეტრი.
სოფელი | |
---|---|
ახალდაბა | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | კახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ახმეტის მუნიციპალიტეტი |
თემი | ზემო ხოდაშენი |
კოორდინატები | 41°57′24″ ჩ. გ. 45°18′09″ ა. გ. / 41.95667° ჩ. გ. 45.30250° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 760 მ |
მოსახლეობა | 11[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა |
ქართველები 54,5 % ოსები 45,5 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 11 ადამიანი.
აღწერის წელი | მოსახლეობა | კაცი | ქალი |
---|---|---|---|
2002[3] | 26 | 15 | 11 |
2014[1] | 11 | 7 | 4 |
ღირსშესანიშნაობა
რედაქტირება1948 წელს სოფელში ღვთაების ეკლესიის მახლობლად, შემთხვევით აღმოჩნდა ძვ. წ. I ს—ახ. წ. I საუკუნის დასაწყისის მდიდრული სამარხი. 1948-1949 წლებში გაითხარა იმავე ხანის ღარიბული სამაროვანი. ახალდაბის მდიდრული სამარხის მასალა (კამეათი შემკული ოქროს მედალიონი, ასეთივე მედალიონიდან ამოვარდნილი კამეა, ოქროს საკიდი, ოქროს მძივ-მილაკები, პართიის მეფის ოროდე I ძვ. წ. 57—37 წლების ვერცხლის მონეტა, ვერცხლის თასის, ბრინჯაოს სურისა და თიხის ჭურჭლის ნატეხები) დაცულია საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში. ახალდაბის სამაროვნის ოქროს ნივთების ნაწილი არმაზისხევის პიტიახშთა სამარხებში აღმოჩენილი ოქროს სამკაულების მსგავსია. ახალდაბის მდიდრული სამარხეული კომპლექსი მიჩნეულია ადგილობრივი ხევისთავის კუთვნილებად.
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებალიტერატურა
რედაქტირება- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 280.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 მოსახლეობის საყოველთაო აღწერა 2014. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 26 ივლისი, 2016.
- ↑ საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 20.
- ↑ საქართველოს მოსახლეობის 2002 წლის პირველი ეროვნული საყოველთაო აღწერის ძირითადი შედეგები. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-19. ციტირების თარიღი: 2012-07-05.