ახალდაბის ეკლესია

ახალდაბის ეკლესიაეკლესია ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალდაბაში, დგას სოფლის ჩრდილოეთით 700-800 მეტრზე, სასაფლაოზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია (7,9 X 5,2 მ), ნაგებია რიყის ქვით. წყობაში ნატეხი ქვაცაა ჩართული. გარედან კედლები მობათქაშებულია. ძეგლი ძლიერ არის დაზიანებული, მთელ სიმაღლეზე შემორჩენილია მხოლოდ აფსიდა და ჩრდილოეთ კედელი. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან ქონია. აბსიდი ნახევარწრიულია. მის ღერძზე თაღოვანი სარკმელია. სარკმლის ორივე მხარეს თითო მცირე ნიში. აბსიდი გადახურულია კონქით. ეკლესიას შემოვლებული ჰქონია წრიული მოხაზულობის გალავანი, რომლის მხოლოდ კონტური შეიმჩნევა.

ლიტერატურა რედაქტირება