აწინკნური ენა (ბოშური ენა, ბოშ. romani čhib) — აწინკნების, ბოშების ენა. განეკუთვნება ინდოევროპულ ენათა ოჯახის ინდური ჯგუფის ახალინდურ ენათა შტოს. ამ ენათაგან ყველაზე ახლოს დგას ჰინდი ენასთან. მას შემდეგ, რაც აწინკნებმა (ბოშებმა) ინდოეთი დატოვეს, მიგრაციის კვალობაზე ფონეტიკაში, მორფოლოგიასა და სინტაქსში შეიჭრა უცხოენოვანი ელემენტები, რამაც შეაპირობა ძლიერი დიალექტური დიფერენციაცია: თანამედროვე აწინკნურ ენას იმდენივე დიალექტი აქვს, რამდენ ქვეყანაშიც მოუხდათ აწინკნებს მეტნაკლებად ხანგრძლივი ცხოვრება; გამონაკლისს შეადგენენ ლულები (შუა აზიაში) და საკუთრივ ბოშები (სომხეთში), რომლებმაც თითქმის მთლიანად დაივიწყეს დედაენა. მიუხედავად ამისა, აწინკნურ ენას დაუცავს უძველესი ლექსიკა, რითაც იგი აერთიანებს არა მარტო მრავალრიცხოვან დიალექტებს, არამედ ავლენს დიდ სიახლოვეს ინდოეთში გავრცელებულ ახლომონათესავე ენებთანაც. აწინკნური ენის კვლევა დიდ მეცნიერულ ინტერესს იწვევს ენათა მიგრაციისა და ენათა შერევის შესწავლის თვალსაზრისით.

აწინკნური ენა
romani čhib
გავრცელებულია ალბანეთი

ბოსნია-ჰერცეგოვინა
ბულგარეთი
კოლუმბია[1]
ფინეთი
საფრანგეთი
გერმანია[2]
საბერძნეთი
უნგრეთი [3]
იტალია
კოსოვო
მაკედონია
ნიდერლანდები
ნორვეგია
პოლონეთი
პორტუგალია
რუმინეთი
რუსეთი
სლოვაკეთი
სერბეთი
შვედეთი [4]
უკრაინა [5]
დიდი ბრიტანეთი

მოლაპარაკეთა რაოდენობა 4 მილიონი ან მეტი, არ არის ზუსტი მონაცემი[6]
ლინგვისტური კლასიფიკაცია ინდოევროპული ოჯახი
ენის კოდები ISO 639-2: rom
რუკა
აწინკნური ენის დიალექტები ევროპაში
აწინკნური ენის დიალექტები ევროპაში

აწინკნური ენის დიალექტები ევროპაში

ლიტერატურა რედაქტირება

  • გ. ახვლედიანი, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, თბ., 1977. — გვ. 76.
  • Вентцель Т. В., Цыганский язык, М., 1964;

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Ley de lenguas nativas es. Ministry of Culture of Colombia (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-03-26. ციტირების თარიღი: 2015-12-23.
  2. Regional- und Minderheitensprachen de. Federal Ministry of the Interior (2008). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-04-03. ციტირების თარიღი: 2012-08-12.
  3. National and Ethnic Minorities in Hungary hu. Facts About Hungary. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-10-11. ციტირების თარიღი: 2015-12-23.
  4. National minorities and minority languages. Swedish Ministry for Integration and Gender Equality (2007). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-02-07. ციტირების თარიღი: 2012-08-12.
  5. Law of Ukraine "On Principles of State Language Policy". Document 5029-17, Article 7: Regional or minority languages Ukraine, Paragraph 2. Zakon2.rada.gov.ua (2014-02-01). ციტირების თარიღი: 2015-12-23.
  6. Romani Project: Numbers and distribution დაარქივებული 2018-11-06 საიტზე Wayback Machine. , University of Manchester