აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში (1950)
აშშ-ის სენატის არჩევნები კალიფორნიაში ჩატარდა ურთიერთბრალდებებისა და დადანაშაულებების ფონზე. რესპუბლიკელმა რიჩარდ ნიქსონმა დაამარცხა დემოკრატი ჰელენ გეჰეგან დაგლასი, რომელიც კანდიდატი გახდა მას შემდეგ, რაც მოქმედმა სენატორმა, შერიდან დოუნიმ გადაწყვიტა გამოთიშოდა პრაიმერს და აღარ ეყარა კენჭი სენატისთვის. როგორც ნიქსონმა, ისევე დაგლასმა დათმეს თავიანთი ადგილები წარმომადგენელთა პალატაში ამ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.
| ||||||||||||||||||||||
| ||||||||||||||||||||||
არჩევნების შედეგები ოლქების მიხედვით | ||||||||||||||||||||||
|
ასევე, ორივე მათგანმა განაცხადა თავისი კანდიდატურის შესახებ 1949 წლის ბოლოსთვის. 1950 წლის მარტში, დოუნი გამოეთიშა პრაიმერს, რის შემდეგაც Los Angeles Daily-ის გამომცემი, მანჩესტერ ბოდიმ განაცხადა კანდიდატურის შესახებ. ბოდი დუგლასს იხსენიებდა, როგორც მემარცხენეს და იყო პირველი, ვინც ის და ნიუ-იორკელი კონგრესმენი ვიტო მარკანტონიოს (მას კომუნისტობას ედავებოდნენ) ერთმანეთს შეადარა. ბოდი, ნიქსონი და დაგლასი როგორც დემოკრატიული, ისევე რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში მონაწილეობდნენ.
ნიქსონმა გაიმარჯვა რესპუბლიკელთა, ხოლო დაგლასმა დემოკრატიული პარტიის პრაიმერიზში. დაძაბული პრაიმერის შემდეგ, დემოკრატიული პარტია გაყოფილი იყო. მისი გამოჩენილი წევრები არ ჩქარებოდნენ დაგლასის უკან გაერთიანებას და მის მხარდაჭერას; პირიქით, ზოგიერთმა ღიად გამოუცხადა ნიქსონს თანადგომა. პრაიმერიდან რამდენიმე დღის შემდეგ კორეის ომი დაიწყო, რამაც ურთიერთბრალდებების კიდევ ერთი ტალღა წამოიწყო: ნიქსონი და დაგლასი ერთმანეთს მარკანტონიოსთან ერთად ეროვნული უსაფრთხოებისთვის ზარალის მიყენებას ედავებოდნენ. საბოლოო ჯამში, ნოემბრის არჩევნებში, ნიქსონმა ოპონენტზე 20 პროცენტით მეტი ხმა მიიღო და კალიფორნიის 58 რაიონიდან[კომ. 1] 53-ში გაიმარჯვა.
მოგვიანებით ნიქსონს აკრიტიკებდნენ მისი შტაბის მიერ გამოყენებული ტაქტიკის გამო; იგი, საპასუხოდ, იცავდა საკუთარ მოქმედებებს; მან აგრეთვე დაამატა, რომ დაგლასის აზრი სხვადასხვა საკითხებზე ძალიან მემარცხენე იყო კალიფორნიელი ამომრჩევლისთვის. რაც შეეხება დაგლასის დამარცხების მიზეზებს, სახელდება მისდამი მცირე მხარდაჭერა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციიდან, ისევე როგორც ამომრჩეველთა მოუმზადებლობა აერჩიათ ქალი 1950 წელს.
სიტუაცია არჩევნებამდე და კანდიდატები
მოქმედი სენატორი, პროფესიით იურისტი და შტატში ცნობილი როგორც ლიბერალი[1] შერიდან დოუნი პირველად 1938 წელს აირჩიეს. იქამდე, 1934 წელს, იგი იყო ვიცე-გუბერნატორობის კანდიდატი (გუბერნატორობის კანდიდატი იყო ეფთონ სინქლერთან). სენატში არჩევის შემდეგ, დოუნის შეხედულებები უფრო მემარჯვენე გახდა; იგი აგრეთვე დიდ მნიშვნელობას ანიჭებდა კორპორაციულ ინტერესებს.[2] მანჩესტერ ბოდი, Los Angeles Daily News-ის გამომცემელი და რედაქტორი დაიბადა კარტოფილის ფერმაზე ვაშინგტონის შტატში. 1926 წელს მან შეიძინა გაკოტრებული Daily News[3] და იგი პერიოდულ გამოცემად აქცია.[4] იგი უზიარებდა მკითხველებს საკუთარ აზრებს საკუთარ სვეტში, რომელსაც Thinking and Living („ფიქრი და ცხოვრება“). იგი უფრო რესპუბლიკელებისკენ იხრებოდა, თუმცა ფრანკლინ რუზველტის „ახალი კურსის“ დიდი მხარდამჭერი იყო.[5] 1934 წელს Daily News-მა მხარი არ დაუჭირა სინქლერ-დოუნის გუბერნატორულ კანდიდატურას, თუმცა, ბოდიმ მოიხსენია სინქლერი როგორც „ბრწყინვალე ადამიანი“ და კანდიდატ სინქლერს გაზეთის პირველ გვერდზე სვეტიც უბოძა.[6]
რიჩარდ ნიქსონი და ჰელენ დაგლასი დიდ პოლიტიკაში 1940-იანი წლების შუა პერიოდში ჩაებნენ. დაგლასი იყო „ახალი კურსის“ მხარდამჭერი დემოკრატი, ყოფილი მსახიობი და საოპერო მომღერალი და მსახიობ მელვინ დაგლასის მეუღლე. 1945 წლიდან, იგი წარმოადგენდა კალიფორნიის მე-14 საარჩევნო ოლქს.[7] ნიქსონი გაიზარდა მუშათა კლასის ოჯახში[8] უიტერში. 1946 წელს მან დაამარცხა ჯერი ვურისი და მოიპოვა ადგილი აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში,[9] სადაც სახელი გაითქვა ანტი-კომუნისტური აქტივობით.[10]
1940-იან წლებში, კალიფორნიაში მიგტანტთა დიდი რაოდენობა დასახლდა, მოსახლეობა 55 პროცენტით გაიზარდა.[11] 1950 წლის მონაცემებით, იმ კალიფორნიელებიდან, რომლებიც რომელიმე პარტიაში შედიოდნენ, 58,4% დემოკრატი იყო და მხოლოდ 37,1% რესპუბლიკელი.[12] თუმცა, კალიფორნიაში თანამდებობათა უმრავლესობა ეკავათ რესპუბლიკელებს. მათ შორის იყვნენ გუბერნატორი ერლ უორენი და სენატორი უილიამ ნოულანდი.[1]
საარჩევნო კამპანიის მსვლელობისას, ნიქსონსაც და დუგლასსაც ადანაშაულებდნენ, რომ მათ მიერ დაფიქსირებული პოზიცია სხვადასხვა კანონპროექტებში ძალიან ჰგავდა ნიუ-იორკელი კონგრესმენის, ვიტო მარკანტონიოსას. მარკანტონიო, იმ დროისათვის ერთადერთი კონგრესმენი ამერიკელ მუშათა პარტიიდან, აღმოსავლეთ ჰარლემს წარმოადგენდა. მას კომუნისტობას აბრალებდნენ,[13] თუმცა, იგი ბრალდებებს უარყოფდა; იგი იშვიათად საუბრობდა საბჭოთა კავშირზე ან კომუნიზმზე და არ უჭერდა მხარს კომუნისტური პარტიის აკრძალვას, რადგანაც თვლიდა, რომ ამგვარი ქმედებები უფლებათა ბილს და აშშ-ის კონსტიტუციას არღვევდა. იგი ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა წარმომადგენელთა პალატის ანტი-ამერიკული საქმიანობის კომიტეტის (ნიქსონი ამ კომიტეტის წევრი იყო) მიერ მოთხოვნილი „კონგრესის უპატივცემულობის“ მინიჭებას.[14]
პრაიმერი
დემოკრატთა პრაიმერი
კამპანიის პირველი ეტაპები
დაგლასმა არ მიიღო პარტიის ჩინოვნიკების რჩევა, დაეცადა 1952 წლამდე, როდესაც არჩევნებში მონაწილეობის მიღება რესპუბლიკელ სენატორ ნოულანდს მოუწევდა.[15] დაგლასის კამპანიის ერთ-ერთი უმთავრესი პრობლემა თავიდანვე თანხების მიზიდვა იყო; მისი მეგობარი და დამხმარე, ედ ლიბექი თვლიდა, რომ საჭირო იყო დაახლოებით $150,000 (1,8 მილიონი დოლარი დღევანდელი კურსით).[16]
1949 წლის 5 ოქტომბერს, დულლასი რადიოში გამოვიდა სიტყვით და საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა.[15] იქვე, მან იერიში მიიტანა დოუნიზე;[17] მოქმედ სენატორს იგი უმოქმედოს, დიდი ბიზნესის მარიონეტს და სანავთობო კომპანიების ინტერესების გამტარს უწოდებდა.[18] კამპანიის მენეჯერად დაგლასმა დაიქირავა ჰაროლდ ტიპტონი.[19] დაგლასი თვლიდა, რომ დიდი განსხვავება მის და ნიქსონის (რომელიც რესპუბლიკელთა პრაიმერის ფავორიტად მიიჩნეოდა) პოზიციებში ამომრჩეველს მისკენ [დაგლასისკენ] მიიზიდავდა.[17] ამავე დროს, დოუნი, რომელსაც ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონოდა, არ იყო ბოლომდე ჩამოყალიბებული, ეყარა თუ არა კენჭი კიდევ ერთი ვადისთვის აშშ-ის სენატში. საბოლოოდ, დეკემბრის დასაწყისში, იგი გამოვიდა სიტყვით სადაც საკუთარი კანდიდატურა წამოაყენა და გააკრიტიკა დაგლასი.[20] პრაიმერში აგრეთვე ჩაება ერლ დესმონდი, კალიფორნიის სენატის წევრი საკრამენტოდან, რომელიც მსოფლთმხედველობით დოუნისთან იყო ახლოს.[21]
1950 წლის იანვარში, დაგლასმა გახსნა კამპანიის შტაბ-ბინა ლოს-ანჯელესსა და სან-ფრანცისკოში. ეს მიუთითებდა იმაზე, რომ იგი არ აპირებდა უკან დახევას და პრაიმერიდან გასვლას.[12] დოუნიმ დუგლასს დებატები შესთავაზა, თუმცა, დაგლასმა, რომელიც კარგი მოდებატე არ იყო, უარი განაცხადა.[21] ორივე კანდიდატი ერთმანეთს პრეტენზიებს პრესისა და რადიოს საშუალებით უყენებდა; დოუნი ხშირად ამბობდა, რომ მისი ოპონენტის პოზიცია ექსტრემისტულ ხასიათს ატარებდა.[20]
დაგლასმა საკუთარი კამპანია ფორმალურად 28 თებერვალს წამოიწყო, თუმცა, ეს ამბავი გადაფარა ჭორებმა, რომ იგი აღარ აპირებდა კენჭისყრას; დაგლასმა ამ ყველაფერს პრესის ყურადღების მისაქცევად დოუნის მიერ წამოწყებული პოლიტიკური მანევრები უწოდა.[21] 29 მარტს, დოუნიმ, რომლის შედეგიც გამოკითხვებში არ იყო კარგი, განაცხადა რომ აღარ აპირებდა კენჭისყრას და მხარი დაუჭირა Los Angeles Daily-ს გამომცემელ მანჩესტერ ბოდის.[22] თავის განცხადებაში, სენატორმა აღნიშნა, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ აპირებდა „პირადი და აგრესიული ხასიათის კამპანიის წარმართვას დაგლასის ბიწიერი და არაეთიკური პროპაგანდის“ წინააღმდეგ.[23]
ბოდიმ საჭირო დოკუმენტაცია შემდეგ დღეს შეავსო — საბუთების მიღების ბოლო დღეს. მის კანდიდატად დაყენების პეტიციას ხელი მოაწერეს ფლეტჩერ ბრაუნმა, რესპუბლიკური პარტიის წევრმა და დოუნის კამპანიის მენეჯერმა უილ როჯერსმა.[24] ბოდის კანდიდატურას მხარს უჭერდნენ შტატის დემოკრატიული პარტიის ლიდერები და ნავთობის სფეროს წარმომადგენლები.[25] ისინი მას კანდიდატობას ჯერ კიდევ 1946 წელს სთხოვდნენ, თუმცა, მაშინ ბოდიმ უარი თქვა. მოგვიანებით, მან განაცხადა, რომ 1950 წელს პრაიმერში ჩართვის მიზეზი იყო ის, რომ ეს მისთვის გამოწვევა იქნებოდა და საინტერესო ხალხს შეხვდებოდა.[26] დაგლასი, ბოდი და ნიქსონი მონაწილეობას იღებდნენ როგორც დემოკრატიული, ისევე რესპუბლიკური პარტიის პრაიმერში.[27]
დოუნის გამოთიშვას გამომცემელის სასარგებლოდ დაგლასმა იაფფასიანი ფანდი უწოდა;[23] დუგლასს არ უცდია დოუნისთან (რომელიც აპრილიდან ბეთესდას საზღვაო საავადმყოფოში იმყოფებოდა[28]) ურთიერთობის გაუმჯობესება.[29] ოპონენტის ცვლილებამ დაგლასისთვის როგორც პოზიტიური, ისევე ნეგატიური ეფექტი იქონია. პრაიმერში აღარ იღებდა მონაწილეობას მოქმედი სენატორი, თუმცა, მას აღარ დაუჭერდა მხარს Daily News — ერთ-ერთი იმ დიდი გამოცემებიდან, რომელიც, შეიძლებოდა, მას გვერდში დადგომოდა.[30]
ბოდი დაგლასის წინააღმდეგ
ბოდის ათკვირიანი კამპანიის პირველი თვის განმავლობაში, იგი და დაგლასი ერთმანეთის კრიტიკისგან თავს იკავებდნენ.[31] ბოდის კამპანია წარმოაჩენდა მას როგორც ძელურ ქოხში დაბადებულ ადამიანს და ხაზს უსვამდა მის სამხედრო სამსახურს პირველი მსოფლიო ომის დროს. კამპანიის სლოგანი იყო "Manchester Boddy, the Democrat Every Body wants". ბოდი აგრეთვე ამახვილებდა ყურადღებას იმაზე, რომ იბრძოდა „პატარა ადამიანისთვის“; მისი აზრით, საშუალო ამერიკელს ვერც ხელისუფლება და ვერც პროფკავშირები ამჩნევდა.[32] ბოდის კამპანია, რომელიც დაგვიანებულად დაიწყო, არაორგანიზებულობითაც გამოირჩეოდა. კანდიდატი არ იყო დიდად ქარიზმატული და ნაკლებად ჰქონდა განთქმული სახელი, როგორც ორატორს.[25]
კამპანიაში არსებული სიმშვიდე შეწყდა 1950 აპრილის ბოლოსთვის, როდესაც ბოდის Daily News-მა და მასთან დაკავშირებულმა გაზეთებმა მოიხსენიეს დაგლასი როგორც „ნათლად ვარდისფერი“ და „ვარდისფერი ღრმა წითელი ჩრდილით“.[31] დაგლასი, ძირითადად, არ აქცევდა ყურადღებას ბოდის შეტევებს; ბოდი, თავის მხრივ, არ ჩერდებოდა; ასე, თავის სვეტში, მან დაწერა რომ დაგლასი იყო „პატარა წითელი უმცირესობის“ ნაწილი, რომელიც არჩევნების გამოყენებით აპირებდა კომუნისტური იერიში მიეტანა შეერთებულ შტატებზე. ბოდის ერთ-ერთი პუბლიკაცია წითელი მელნითაც იყო დაბეჭდილი, სადაც ეწერა, რომ დაგლასი „ხშირად ერთიანდებოდა ცნობილ ექსტრემისტ რადიკალ, ნიუ-იორკელ ვიტო მარკანტონიოსთან იმ ხმისმიცემებზე, რომლებიც უფრო საბჭოთა რუსეთის ინტერესებს ემსახურებიან, ვიდრე შეერთებული შტატების“.[33]
3 მაისს, კონგრესმენმა ჯორჯ სმათერსმა დაამარცხა სენატორი კლოდ პეპერი და მოიპოვა დემოკრატიული პარტიის კანდიდატობა.[34] სმათერსის ტაქტიკა ოპონენტის მაქსიმალურ დისკრედიტაციას ითვალისწინებდა: მან პეპერს ზედმეტსახელი, „წითელი პეპერი“ შეარქვა; მისი კამპანია არიგებდა ბროშურებს სახელით „სენატორ კლოდ პეპერის წითელი აღრიცხვა“, რომელშიც აგრეთვე პეპერის და ვიტო მარკანტონიოს ფოტო იყო.[35] სმათერსის გამარჯვებიდან მალევე, რესპუბლიკელმა სენატორმა კარლ მუნდტმა, რომელიც იმ დროისთვის წარმომადგენელთა პალატაში, ანტი-ამერიკული საქმიანობის კომიტეტში ნიქსონთან ერთად მუშაობდა, კოლეგას წერილი გაუგზავნა: „ჩემი აზრით, თუ ჰელენი ამ შემოდგომაზე შენი მეტოქე იქნება, რაღაც ამდაგვარმა კარგად შეიძლება იმუშავოს“.[36] დაგლასმა პეპერის მარცხი „დიდ ტრაგედიად“ მიიჩნია.[34] მან აგრეთვე დაამატა: „რამდენად ბიწიერი კამპანია წარიმართა მის წინააღმდეგ“ და აღნიშნა, რომ „საშინელებაა ფიქრი იმ ფსკერზე, რომელშიც ადამიანები [მიზნის მისაღწევად] ჩავლენ“.[34]
სენატორი დოუნი 22 მაისს კვლავ ჩაერია პრაიმერში, როდესაც რადიოთი ბოდის მხარდასაჭერად გამოვიდა. მან განაცხადა, რომ დაგლასი არ იყო საკმარისად კვალიფიცირებული სენატორობისთვის.[37] თავისი გამოსვლა სენატორმა ასე დაამთავრა: „მის მიერ მიცემული ხმები სხვადასხვა კანონპროექტებზე გვაჩვენებს ძალიან ცოტა მუშაობას, უმნიშვნელო გავლენა კანონპროექტებზე და რაიმე სოლიდური მიღწევის არარსებობას. ის, რომ ქალბატონი დაგლასი დღემდე აგრძელებს პროპაგანდისა და ცნობადობის თბილ აბაზანაში ბანაობას, არ უნდა იყოს დამაბნევეი ამომრჩევლისთვის და არ უნდა ფარავდეს რეალურ ფაქტებს“.[38]
პრაიმერში (და არჩევნებში) მოსაგებად დაგლასმა ინოვაცია შემოიტანა — მცირე ვერტმფრენი, რომლითაც ის კალიფორნიის სხვადასხვა ქალაქებში დაფრინავდა. ეს იდეა დაგლასმა გადმოიღო ტეხასელი სენატორის, ლინდონ ჯონსონისგან, რომელმაც აგრეთვე გამოიყენა ამგვარი ხერხი 1948 წლის არჩევნებში. ვერტმფრენი დაგლასმა იქირავა პალო ალტოში მდებარე კომპანიისგან, რომლის მფლობელებიც რესპუბლიკელთა მხარდამჭერები იყვნენ. ისინი იმედოვნებდნენ, რომ დაგლასის გავლენით მოახერხებდნენ თავდაცვის სამინისტროსთან ტექნიკის მიწოდებაზე კონტრაქტის დადებას.[39]
აპრილის დასაწყისში, გამოკითხვების თანახმად, ნიქსონს ჰქონდა დემოკრატთა პრაიმერში გამარჯვების შანსი, რაც უკვე ავტომატურად უზრუნველყოფდა მის არჩევას. მოსაგებად, ნიქსონმა გაუგზავნა წერილები დემოკრატ ამომრჩევლებს. ბოდიმ ნიქსონი ამ ქმედებისთვის გააკრიტიკა, თუმცა, კონგრესმენმა უპასუხა, რომ ამომრჩევლებს უნდა ჰქონდეთ ტრუმენის ადმინისტრაციისთვის უნდობლობის გამოსახატად რესპუბლიკელისთვის ხმის მიცემის საშუალება. მალევე, ნიქსონთან დაკავშირებულმა ჯგუფმა, „დემოკრატები ნიქსონისთვის“ დაიწყო აქტიური კამპანია დემოკრატ ამომრჩეველთა რიგებში — ისინი არიგებდნენ ფლაერებს, სადაც არ იყო მითითებული ნიქსონის პოლიტიკური კუთვნილება[40] და სთხოვდნენ ამომრჩეველს, როგორც „ერთი დემოკრატი მეორეს“ მიეცათ ხმა კონგრესმენისთვის. ბოდის რეაქციამ არ დააყოვნა: თავის გაზეთში მან ნიქსონს საკუთარი თავის დემოკრატად გასაღებაში დასდო ბრალი.[41] ამავე საკითხზე რეკლამა გამოუშვა „ვეტერანთა დემოკრატიულმა კომიტეტმა“ — ისინი აფრთხილებდნენ ამომრჩეველს, რომ ნიქსონი არა დემოკრატი, არამედ რესპუბლიკელი იყო. ურთიერთბრალდებებმა არანაირი სარგებელი მოუტანა არც ნიქსონს და არც ბოდის; 6 ივნისს დაგლასმა დემოკრატთა პრაიმერში გაიმარჯვა და მთლიანობაში, ორივეზე მეტი ხმა მიიღო.[40][42]
რესპუბლიკელთა პრაიმერი
1949 წლის შუაში, ნიქსონი, რომელსაც ძალიან უნდოდა პოლიტიკური კარიერის განვითარება, თავს იკავებდა სენატის არჩევნებში ჩარევას მანამ, სანამ არ დარწმუნდებოდა, რომ პრაიმერში გამარჯვებას მოახერხებდა.[43] წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა პერსპექტივებს ნიქსონი სკეპტიკურად უყურებდა, ვერ ხედავდა ძლიერ პრო-რესპუბლიკულ ტრენდს და წერდა: „სერიოზული ეჭვი მაქვს, ოდესმე თუ მოვახერხებთ გზის გაკვლევას ძალაუფლებამე. მე პირადად ვერ ვხედავ დიდ აზრს წარმომადგენელთა პალატაში დარჩენაში, თუნდაც კარგი ოლქიან, თუ ჩვენ ვიქნებით ხმაურიანი, მაგრამ უშედეგო უმცირესობა“.[44][კომ. 2]
1949 წლის აგვისტოს ბოლოში, ნიქსონმა დაიწყო არაპოლიტიკური გამოსვლების სერია ჩრდილოეთ კალიფორნიაში, სადაც იგი ნაკლებად იყო ცნობილი. ნიქსონს აინტერესებდა, რამდენად კარგად მიიღებდნენ მის კანდიდატურას, თუკი იგი გადაწყვეტთა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას.[44] საბოლოო ჯამში, უახლოესი მრჩეველთა არაერთი თხოვნის შემდეგ, ოქტომბერში ნიქსონმა გადაწყვიტა მიეღო მონაწილეობა არჩევნებში.[17] კამპანიის მენეჯერად მან დაიქირავა მიუერი ჩოტინერი, რომელმაც წარმატებულად წარმართა გუბერნატორ ერლ უორენის და სენატორ ნოულანდის კამპანიები და მცირე მონაწილეობა მიიღო ნიქსონის წარმომადგენლად არჩევაში 1946 წელს.[45]
თავისი კანდიდატურის შესახებ ნიქსონმა 3 ნოემბერს, რადიოს საშუალებით გამოაცხადა და დაახასიათა არჩევნები, როგორც რეფერენდუმი თავისუფალ საზოგადოებასა და სახელმწიფო სოციალიზმს შორის. კამპანიის მენეჯერის, ჩოტინერის ფილოსოფია პრაიმერისთვის იყო ნიქსონზე ფოკუსირება და სხვა კანდიდატების იგნორირება.[46] პრაიმერის მსვლელობისას, ნიქსონი არ ეწეოდა ნეგატივზე აგებულ კამპანიას; მისი ბიოგრაფის, ირვინ გელმანის თქმით, დემოკრატიულ პარტიაში არსებულმა „საომარმა მდგომარეობამ“ რაიმე ნეგატიურის გამოყენება უსარგებლო გახადა.[47] 1949 წლის ბოლო და 1950 წლის დასაწყისი ნიქსონმა მიუძღვნა შტატის მომცველი კამპანიის ორგანიზებას და თანხების მიზიდვას. ეს ტაქტიკა, საბოლოო ჯამში, წარმატებული აღმოჩნდა.[12][48]
ნიქსონის რეპუტაცია დიდწილად დაფუძნებული იყო მის მოღვაწეობაზე წარმომადგენელთა პალატის ანტი-ამერიკული საქმიანობის კომიტეტში, განსაკუთრებით კი ელჯერ ჰისის საქმეში. განმეორებითი სასამართლო პროცესი ჰისზე, რომლის საქმეზეც 1949 წლის ივლისსში სასამართლომ ვერდიქტი ვერ გამოიტანა, დიდი საფრთხე იყო ნიქსონის კამპანიისთვის; ჰისის გამართლების შემთხვევაში, ნიქსონის კანდიდატურა, როგორც მთელი პოლიტიკური კარიერა, სერიოზული რისკისა და საფრთხის ქვეშ ექცეოდა.[49] 1950 წლის 21 იანვარს სასამართლომ ჰისი დამნაშავედ ცნო, ნიქსონმა კი ასობით წერილი მიიღო, რომლებშიც მხარდამჭერები მას ულოცავდნენ; წერილი მათ შორის გამოაგზავნა ჰერბერტ ჰუვერმა, იმ დროისთვის ერთადერთმა ცოცხალმა ექს-პრეზიდენტმა.[50]
1950 წლის იანვრის ბოლოსთვის, კალიფორნიის ასამბლეის ქვეკომიტეტმა, რომელიც ადგილობრივი რესპუბლიკელებისგან შედგებოდა, მხარი დაუჭირა არა ნიქსონს, არამედ ყოფილ ვიცე-გუბერნატორს, ფრედერიკ ჰოზერს (რომელიც დოუნისთან 1944 წელს მცირე სხვაობით დამარცხდა).[51] მიუხედავად მხარდაჭერისა, ჰოზერმა უარი თქვა პრაიმერში ჩართვაზე.[52] სენატისთვის ბრძოლას განიხილავდა ლოს-ანჯელესის რაიონის ზედამხედველთა საბჭოს წევრი, რეიმონდ დარბი, თუმცა, საბოლოოდ მან ვიცე-გუბერნატორობისთვის არჩია კენჭისყრა; პრაიმერში იგი მოქმედმა ვიცე-გუბერნატორმა, გუდვინ ნაიტმა დაამარცხა.[53] ითვლებოდა, რომ ნაითიც ჩაერთვებოდა სენატორის არჩევნებში, თუმცა, მან ვიცე-გუბერნატორობა არჩია.[43] სამაგიეროდ, პრაიმერში ჩაერთო მსახიობი ედვარდ არნოლდი, თუმცა, მარტის ბოლოში იგი გამოეთიშა, მიზეზად კი კამპანიის მომზადებისთვის როის არქონა დაასახელა.[54] შედეგად, ნიქსონს ერთადერთ მოწინააღმდეგეებად პრაიმერში მისი დემოკრატი ოპონენტები და ორი უმნიშვნელო კანდიდატი (ესენი იყვნენ ფსიქოლოგი ულის გრანტ ბიქსბი მეიერი[53] და ყოფილი მოსამართლე ალბერტ ლევიტი, რომელიც ეწინააღმდეგებოდა „ინტერნაციონალური კომუნიზმის, ფაშიზმის და ვატიკანიზმი პოლიტიკურ თეორიებს“ და უკმაყოფილო იყო იმით, რომ პრესა მას არანაირ ყურადღებას არ აქცევდა) მოევლინენ.[55]
20 მარტს, ნიქსონი ოფიციალურად დარეგისტრირდა ორივე პარტიის პრაიმერში და ორი კვირის შემდეგ დაიწყო მოგზაურობა შტატში ყვითელი მანქანით, რომლის ორივე მხარეს დიდი ასოებით ეწერა "Nixon for U.S. Senator" („ნიქსონი აშშ-ის სენატისთვის“). იმ დროინდელი მედიასაშუალებების თანახმად, ტურისას ნიქსონი აპირებდა „კამპანიის წარმართვას ქუჩებში და საერთოდ ყველგან, სადაც კი ხალხის შეგროვებას მოახერხებდა“.[54] ცხრაკვირიანი ტურის განმავლობაში, ნიქსონი ეწვია კალიფორნიის ორმოცდათვრამეტივე რაიონს; დღეში იგი სიტყვით ექვსჯერ ან რვაჯერ გამოდიოდა.[22] მისი მეუღლე, პეტ ნიქსონი საჯარო გამოსვლებისას მის გვერდით იდგა და არიგებდა სათითეებს, რომლებზეც ნიქსონის არჩევის მოწოდებები და სლოგანი "Safeguard the American Home" („დავიცვათ ამერიკული სახლი“) იყო. კამპანიის დასრულებისთვის, პეტ ნიქსონმა 65,000 სასთითეზე მეტი დაარიგა.[34]
ნიქსონის ერთ-ერთი გამოსვლა მოისმინა დაგლასის მხარდაჭერმა და მოგვიანებით, კონგრესის წევრს წერილიც მისწერა:
„იგი ბრწყინვალე სიტყვით გამოვიდა. იგი არის ერთ-ერთი ყველაზე ჭკვიანი გამომსვლელი, რომელიც კი ოდესმე მინახავს. მუნდტ-ნიქსონის აქტის განხილვა, მისი ხედვა ფიცის ერთგულებაზე და საერთაშორისო კომუნიზმის პრობლემა იყო ის, რასაც იგი ელოდებოდა. უდავოა, რომ იგი საკმაოდ ნიჭიერი, და, ვიტყოდი, სიტყვაძუნწია. იმდენად, რომ ისინი, ვინც დიდი ინტერესის გარეშე იყო მოსული, მის სიტყვებში დარწმუნდნენ, ხოლო ბევრი იმათგან, ვინც საღლიცინოდ მოვიდა, სახლში სხვადასხვა ფიქრებით დაბრუნდა... თუ ის იმდენად ეფექტიანია, როგორც აქ იყო, მაშინ, საკმაოდ ძლიერი და საშიში ოპონენტი გყოლია[თ][56]“
|
სერიოზული ოპონენტების გარეშე დარჩენილმა ნიქსონმა ადვილად გაიმარჯვა რესპუბლიკელთა პრაიმერში. ბოდიმ და დაგლასმა მეორე და მესამე ადგილი დაიკავეს.[47]
კანდიდატთა ერთად გამოჩენა
მართალია, დუგლასსა და ნიქსონს შორის შორის დებატები არ ჩატარებულა, არჩევნებამდე ისინი ერთმანეთს ორჯერ შეხვდნენ. პირველი შეხვედრა შედგა სან ფრანცისკოში, Commonwealth Club-ში,[კომ. 3] სადაც ნიქსონმა ამოიღო 100 დოლარის ფასის მქონე, რომელიც მან „ელეანორ რუზველტისგან“ მიიღო. ჩეკს მოჰყვებოდა წერილიც: „ძალიან მინდა, ათჯერ მეტი [თანხა] ყოფილიყო. გისურვებ[თ] წარმატებებს“.[47] აუდიტორია შოკირებული იყო იმით, რომ ელეონორ რუზველტი, ყოფილი პრეზიდენტის ფრანკლინ რუზველტის ქვრივი, ცნობილი თავისი ლიბერალური შეხედულებებით, ნიქსონის მხარდამჭერი იყო და მის კამპანიას თანხას ურიცხავდა.[47] მალევე, ნიქსონმა ახსნა, რომ წერილი გამოგზავნილი იყო ოსტერ ბეიდან (ნიუ-იორკის შტატი), ხოლო ელეანორ რუზველტი, რომელმაც წერილი გამოაგზავნა, იყო ელეანორ ბატლერ რუზველტი, ყოფილი პრეზიდენტის, თეოდორ რუზველტის უფროსი ვაჟის ქვრივი.[47][57] აუდიტორიამ სიცილი დაიწყო,[47] ხოლო დაგლასმა მოგვიანებით დაწერა, რომ დაიბნა და სიტყვით კარგად ვერ გამოვიდა. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩოტინერმა აღნიშნა, რომ ბოდიმ ვერ მოახერხა შეხვედრას დასწრებოდა; [შეხვედრის შედეგებიდან გამომდინარე] დუგლასსაც სურდა, რომ იქ თვითონაც არ ყოფილიყო.
მეორედ კანდიდატები ბევერლი-ჰილზში შეხვდნენ. ნიქსონის მრჩევლის, ბილ არნოლდის თანახმად, დაგლასმა დააგვიანა და ნიქსონის საუბრის დროს მოვიდა. [დაგლასის გამოსვლისას] ნიქსონმა დემონსტრაციულად დახედა საათს, რითიც აუდიტორიაში სიცილი გამოიწვია. სიცილი გაგრძელდა, მას შემდეგ რაც ნიქსონი ყველანაირად აჩვენებდა საკუთარ უკმაყოფილებას დაგლასის გამოსვლისას; სიცილმა დაგლასის შეცბუნება გამოიწვია. გამოსვლის დასრულების შემდეგ, დაგლასმა დატოვა დარბაზი ისე, რომ ნიქსონის საუბარი აღარ მოისმინა.[47]
ნოემბრის არჩევნები
ომი კორეაში, ბრძოლა კალიფორნიაში
პრაიმერის მიერ გამოწვეული „ჭრილობა“ დემოკრატიულ პარტიაში არა და არ ხორცდებოდა. მიუხედავად პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის მოწოდებისა, ბოდის მხარდამჭერები არ ჩქარობდნენ დაგლასის კამპანიაში ჩართვას.[58] ამავე დროს, დაგლასის მხარდასაჭერად კალიფორნიაში ჩასვლაზე უარს ამბობდა. თვითნ ტრუმენიც, რომელიც განაწყენებული იყო გუბერნატორობის კანდიდატ ჯეიმზ რუზველტზე, რომელიც მოუწოდებდა დემოკრატებს 1948 წლის საპრეზიდენტო არჩევნებისთვის ტრუმენის კანდიდატურა არ წამოეყენებინათ.[58] გარდა ამისა, თანხების მოზიდვა კვლავ რჩებოდა პრობლემა დაგლასისთვის, რომლის ფინანსური მხარდაჭერაც ძირითადად პროფკავშირებიდან მოდიოდა.[58] პრაიმერიდან ერთი კვირის გასვლის შემდეგ, ნიქსონის კამპანიამ ჩაატარა კონფერენცია, სადაც უნდა განეხილათ სტრატეგია ნოემბრის არჩევნებისთვის. მათ გადაწყვიტეს, რომ $197,000-ის (დღეს $2,400,000) მოგროვება საკმარისი იქნებოდა. თავისი წვლილი ამ თანხის მოგროვებაში შეიტანა კენედის ოჯახმა — კონგრესმენი ჯონ ფიცჯერალდ კენედი, ნიქსონის პოლიტიკური ოპონენტი და მისი მომავალი მოწინააღმდეგე საპრეზიდენტო არჩევნებში კალიფორნიას ეწვია და ნიქსონს მამამის, ჯოზეფ კენედის სახელით $1000-ის ღირებული ჩეკი გადასცა.[59] ჯონ კენედიმ აღნიშნა, რომ მას არ შეეძლო ნიქსონისთვის ღია მხარდაჭერა გამოეხატა, თუმცა, არ იქნებოდა განაწყენებული, თუ დაგლასი მსახიობობას დაუბრუნდებოდა.[60] ჯოზეფ კენედიმ მოგვიანებით დაამატა, რომ ფული ნიქსონს დაგლასის კომუნისტობის გამო მისცა.[59]
ნიქსონის პოზიცია ძირითად შემთხვევებში სასარგებლო იყო მსხვილი კორპორაციებისთვის და ფერმებისთვის, დაგლასის კი არა. აქედან გამომდინარე, ნიქსონმა დიდი შემოწირულობა მიიღო ამ ჯგუფებისგან.[61] ნიქსონი ემხრობოდა ტაფტის და ჰარტლის აქტს, რომლის მიღებასაც ეწინააღმდეგებოდნენ პროფკავშირები; დაგლასი მის გაუქმებას უჭერდა მხარს. დაგლასი თვლიდა, რომ მოთხოვნა, რომლის თანახმადაც ფედერალური მთავრობის მიერ სუბსიდირებული წყალი მხოლოდ 160 (0,65 კვ.კმ) აკრზე ნაკლები ფართობის ფერმებს შეეძლოთ მიეღოთ; ნიქსონი ამ მოთხოვნის გაუქმების მომხრე იყო.[61]
როდესაც ივნისის ბოლოში კორეის ომი დაიწყო, დუგლასს და მის დამხმარეებს არ სურდათ დაცვით მდგომარეობაში ყოფილიყვნენ, ამიტომ, დაგლასმა პირველმა მიიტანა იერიში[62] და ნიქსონი დაადანაშაულა იმაში, რომ მან მარკანტონიოსთან ერთად მხარი დაუჭირა ევროპისთვის დახმარების განახევრებას, ხოლო სამხრეთ კორეისთვის საერთადოც დახმარებაზე უარის თქმას.[63] მოგვიანებით, ჩოტინერმა აღნიშნა, რომ ეს კამპანიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი იყო:
ნიქსონმა დაგლასის გამოსვლა გააპროტესტა და განაცხადა, რომ დახმარებას მხარი არ დაუჭირა იმიტომ, რომ იქ ტაივანი არ იყო ხსენებული, ხოლო ტაივანის დამატების შემდეგ, პოზიცია შეცვალა.[66] რაც შეეხება ევროპის საკითხს, ნიქსონის ბიოგრაფის, სტიფენ ემბროსის თანახმად, ნიქსონი იყო მარშალის გეგმის იმდენად ცნობილი მხარდამჭერი, რომ დაგლასის მიერ წამოყენებული ბრალდებები უაზრო იყო.[64]
ნიქსონმა გააცნობიერა, რომ „კალიფორნიის ბრძოლის“ უმთავრესი თემა კომუნიზმი უნდა ყოფილიყო. მისმა შტაბმა დაიწყო დაგლასის მიერ მიცემული ხმების აღწერის შემოწმება.[59] ვაშინგტონის რესპუბლიკელებმა გააგზავნეს კალიფორნიაში ინფორმაცია, რომ 247-ჯერ მარკანტონიოს და დაგლასის პოზიცია დაემთხვა, ხოლო 11-ჯერ — არა.[67] ნიქსონის ბიოგრაფი, კონრად ბლეკი თვლის, რომ ნიქსონის ფოკუსირება კომუნიზმზე მიზნად ისახავდა „დაგლასის დაშორებას მისი ძლიერი მხარეებისგან — გულწრფელი და მიმზიდველი ქალბატონი, რომელიც მამაცად იბრძვის იმ პრინციპებისთვის, რომელიც მისაღები იქნებოდა ამერიკელთა უმრავლესობისთვის, თუ მათ სწორად შეფუთავდნენ... და აქცენტის გადატანას იმ თემებზე, სადაც დაგლასი ვერ გაიმარჯვებდა“.[68] 20 წლის შემდეგ ჩოტინერმა განაცხადა, რომ ხმის მიცემის აღწერის გადახედვის იდეა მარკანტონიოს იდეა იყო; ის უკმაყოფილო იყო იმით, რომ დაგლასი ბოლომდე არ უჭერდა მხარს მის იდეებს და პროექტებს.[69]
კორეის ომის საზოგადოებრივი მხარდაჭერა კომუნიზმის მიმართ სიბრაზეში გადაიზარდა და ნიქსონმა დაიწყო მისი და სენატორ მუნდტის კანონპროექტის მიღების პროპაგანდირება; კანონპროექტი გაამკაცრებდა კომუნისტებზე და კომუნისტურ პარტიაზე დაწესებულ შეზღუდვებს და აკრძალვებს. დაგლასი არ მიემხრო ნიქსონს; იგი თვლიდა, რომ უკვე არსებობდა ეფექტიანი კანონმდებლობა, რომელიც, საჭიროების შემთხვევაში, მოახერხებდა კომუნისტური საფრთხის ნეიტრალიზებას და ნიქსონის კანონპროექტი სამოქალაქო თავისუფლებებს ზღუდავდა.[70] რადგანაც კანონპროექტის მიღება გარანტირებული იყო, დუგლასს სთხოვდნენ მისთვის მხარი დაეჭირა, რაც მას პოლიტიკურ საფარველს მისცემდა. დაგლასმა უარი თქვა და უგულვებელყო კოლეგის, წარმომადგენელთა პალატის წევრის, ჩესტერ ჰოლიფილდის გაფრთხილება, რომ კანონპროექტის საწინააღმდეგოდ ხმის მიცემის შემთხვევაში, იგი [დაგლასი] ვერ მოახერხებდა ამომრჩევლისთვის საკუთარი პოზიციის სწრაფად ახსნას და რომ ნიქსონი ამას თავის სასარგებლოდ გამოიყენებდა.[71] დაგლასი იყო ერთ-ერთი იმ 20 წარმომადგენლისგან (მათ შორის იყო მარკანტონიო), რომელმაც კანონპროექტს მხარი არ დაუჭირა; მიღების შემდეგ, პრეზიდენტმა ტრუმენმა კანონპროექტს ვეტო დაადო, თუმცა, კონგრესმა იგი მარტივად დაძლია; კვლავ, დაგლასი იყო მათ შორის, ვინც მხარი დაუჭირა ვეტოს შენარჩუნებას.[72] ვეტოს დაძლევიდან მალევე, დაგლასი რადიოთი გამოვიდა და განაცხადა, რომ იდგა პრეზიდენტ ჰარი ტრუმენის, გენერალური პროკურორის ჰოვარდ მაკგრათის და გამოძიების ფედერალური ბიუროს დირექტორის, ედგარ ჰუვერის გვერდით კომუნიზმთან ბრძოლაში.[73]
ვარდისფერი ფურცლის გამოჩენა
10 სექტემბერს, ელეონორ რუზველტი, პრეზიდენტ ფრანკლინ რუზველტის ქვრივი, ეწვია კალიფორნიას, რათა მონაწილეობა მიეღო შვილისა და დაგლასის საარჩევო კამპანიებში. დუგლასს იმედი ჰქონდა, რომ ყოფილი პირველი ლედის ვიზიტი არჩევნებში გარდამტეხი აღმოჩნდებოდა.[74] დემოკრატთა ერთ-ერთ თავშეყრაზე, რომელზეც ელეანორ რუზველტიც იმყოფებოდა, ნიქსონის ხალხმა დაარიგა ვარდისფერი ფლაერები, რომელთა სათაურიც იყო „დუგლას-მარკანტონიოს ხმისმიცემის აღწერა“. ფლაერში ერთმანეთს ადარებდნენ მარკანტონიოსა და დაგლასის ხმისმიცემის აღწერას (ძირითადად ეროვნული უსაფრთხოების სფეროში) და მათ ერთმანეთისგან განურჩეველს უწოდებდნენ. ამავე დროს, ფლაერში ეწერა, რომ ნიქსონი „დუგლას-მარკანტონიოს ღერძის“ საწინააღმდეგო პოზიციას აფიქსირებდა ხოლმე.[75] ფლაერში აგრეთქვე გამოთქმული იყო აზრი, რომ დაგლასის სენატში გაგზავნა არაფრით იქნებოდა განსხვავებული მარკანტონიოს არჩევისგან და დასმული იყო კითხვა, ნუთუ ეს სურდათ კალიფორნიელებს.[75] მალევე, ფლაერი ცნბილი გახდა, როგორც „ვარდისფერი ფურცელი“.[75] ჩოტინერმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ფერის არჩევა მოხდა სტამბაში: „რაღაც მიზეზით, იმ მომენტისთვის, ეს ფერი ჩვენთვის შესაფერისი ჩანდა“. პირველ ეტაპზე დაიბეჭდა 50,00 ფლაერი, თუმცა, მალევე, ნიქსონის კამპანიამ შეუკვეთა კიდევ 500.000, რომელთა ძირითადი ნაწილიც უფრო დასახლებულ სამხრეთ კალიფორნიაში დარიგდა.[კომ. 4]
დაგლასმა არ გასცა სწრაფი პასუხი ვარდისფერ ფურცელში წამოყენებულ ბრალდებებს, მიუხედავად ელეონორ რუზველტის რჩევისა, რომელმაც სათანადოდ შეაფასა მისი [ვარდისფერი ფურცელის] ძალა.[76] დაგლასმა მოგვიანებით აღნიშნა, რომ ვერ გააცნობიერა, თუ რამდენად ძლიერი გავლენა ჰქონდა ვარდისფერ ფურცელს ამომრჩევლებზე. დაგლასის თქმით, იქ წამოყენებული თეზისები მან აბსურდად მიიჩნია.[76] 18 სექტემბერს ნიქსონი რადიოთ გამოვიდა სიტყვით და დუგლასს ახალი ბრალდებები წაუყენა: ნიქსონის თქმით, დაგლასი იყო „პატარა ელიტარული ჯგუფის წევრი, რომელიც კომუნისტური პარტიის ხაზის ცნობილ მიმდევარ ვიტო მარკანტონიოსთან ერთად ეწინააღმდეგებოდა ზომებს, რომლებიც ამ ქვეყნის [აშშ-ის] დასაცავად იყო მიმართული“.[77] მან გააკრიტიკა დაგლასი პოზიციისთვის, რომლის თანახმადაც ტაივანის ადგილი გაეროს უშიშროების საბჭოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას უნდა გადასცემოდა.[კომ. 5] ნიქსონის თქმით, ეს კომუნიზმის დაშოშმინების მცდელობა იყო.
სექტემბრის ბოლოსთვის, დაგლასმა განაცხადა, რომ მის წინააღმდეგ მიდიოდა ე.წ „ჭორების კამპანია“. ამ კამპანიის ფარგლებში, ვრცელდებოდა ხმები დაგლასის ქმბრის ებრაულ წარმოშობაზე და მის კომუნისტობაზე.[78] სექტემბრის ბოლოსთვის, 64-მა ცნობილმა დემოკრატმა, რომელთაც სათავეში ჯორჯ კრილი ედგათ, საზოგადოდ დაუჭირა მხარი ნიქსონს. კრილმა განაცხადა: „იგი ვიტო მარკანტონიოს მსგავსად აძლევდა ხმას. ამას ვერ ამოშლის ვერც დროშის ქნევა და ვერ გამაამართლებს საკუთარი თავის „ლიბერალად“ წარმოჩენა“.[79] კრილის თქმით, დოუნი ფარდებს მიღმა ნიქსონის არჩევის გარანტიისთვის მუშაობდა.[80]
ჯეიმზ რუზველტის უღიმღამო კამპანიამ მიიყვანა დაგლასის მხარდამჭერები დასკვნამდე, რომ მას დაგლასის კი არა, საკუთარი თავის დახმარებაც არ შეეძლო.[81] საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვები დემოკრატთა ორივე კანდიდატს რესპუბლიკელების უკან აჩვენებდა; ამიტომ, რუზველტმა პრეზიდენტ ტრუმანს წერილი მისწერა, სადაც მას შტატში ჩასვლა და არჩევნებამდე რამდენიმე დღის განმავლობაში კამპანიაში მონაწილეობის მიღება შესთავაზა. ტრუმანმა ამ შეთავაზებაზე უარი თქვა.[82] მან აგრეთვე უარი თქვა დაგლასის თხოვნაზე, მისი მხარდასაჭერი ღია წერილი გაეგზავნა (პირად საუბრებში ტრუმენი დუგლასს „ერთ-ერთ ყველაზე დიდ უსიამოვნებას“ უწოდებდა). მან აგრეთვე არ დართო ნება დუგლასს კალიფორნიისთვის სასარგებლო კანონპროექტის მიღებისას მასთან ერთად ფოტო გადაეღო.[83] გარდა ამისა, სან ფრანცისკოში ყოფნისას, ტრუმანმა უთხრა პრესას, რომ პოლიტიკური ხასიათის ღონისძიებები არ ჰქონდა დაგეგმილი.[84] ომის მემორიალის ოპერისას სიტყვით გამოსვლისას ტრუმენმა არ ახსენა დაგლასი და რუზველტი, რომლებიც მისგან შორს დასვეს.[84] კალიფორნიელი დემოკრატების დასახმარებლად შტატს ეწვია ვიცე-პრეზიდენტი ალბენ ბერკლი, თუმცა, ჟურნალ Time-მა დაწერა, რომ დუგლასს ბერკლის მხარდაჭერა დიდად არ წაადგა.[85] კალიფორნიელი დემოკრატების მხარდასაჭერად შტატში აგრეთვე ჩავიდნენ გენერალური პროკურორი მაკგრათი[86] და სენატორი მინესოტას შტატიდან ჰიუბერტ ჰამპფრი.[87]
ბოლო დღეები არჩევნებამდე
დაგლასმა თავისი კამპანიის ფარგლებში ნიქსონისთვის სხვადასხვა სახელების შერქმევა დაიწყო: ყოფილი მოწინააღმდეგისგან, მანჩესტერ ბოდისგან მან ნიქსონის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ზედმეტსახელი "Tricky Dick" გადმოიღო; გარდა ამისა, ოპონენტს დაგლასი მოიხსენიებდა, როგორც "pee wee"-ს.[88] დაგლასის ამ ქმედებებმა ნიქსონზე გარკვეული ეფექტი იქონია: როდესაც მას უთხრეს, რომ დაგლასმა მოიხსენია, როგორც „ახალგაზრდა კაცი ბნელი პერანგით“, რაც იყო ალუზია ნაციზმზე, ნიქსონმა უპასუხა: „მართლა? რატომ, მე ხომ დავკოდავ“. მისი კამპანიის ერთ-ერთი თანამდებობის პირი, ბილ არნოლდი ხუმრობდა, რომ ეს რთული გასაკეთებელი იქნებოდა, ნიქსონი კი პასუხობდა, რომ ამას მაინც გააკეთებდა. ნიქსონმა დაგლასის შეტევებს შეტევითვე უპასუხა და მეგობრულ შეკრებებზე (განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც შეკრებას მხოლოდ მამაკაცები ესწრებოდნენ) ხუმრობდა, რომ „დუგლასს საცვლამდე მთლიანად ვარდისფერი იყო.[87]
დაგლასის ბოლო მსხვილი სარეკლამო კამპანია ნიქსონის წინააღმდეგ კვლავ შეიცავდა ალუზიას ნაციზმზე. მას მოჰყავდა ხუთი ხმისმიცემა, სადაც ვიტო მარკანტონიო და ნიქსონის ერთ პოზიციაზე იდგნენ, განსხვავებით დაგლასისგან. რეკლამაში იყო ბრალდება ნიქსონის მისამართით, რომ იგი იყენებდა „დიდ ტყუილს“ და განცხადება: „ჰიტლერმა ის გამოიგონა/სტალინმა გააუმჯობესა/ნიქსონი იყენებს“.[89] ნიქსონმა არ დააყოვნა და განაცხადა, რომ დუგლასს „არ უარყოფია არც ერთი ბრალდება“ და რომ „სიჩუმის რკინის ფარდა ჩამოეფარა მოწინააღმდეგე ბანაკს“.[90] საარჩევნო კამპანიის ბოლო დღეში, ნიქსონი იმეორებდა, რომ დაგლასი კომუნისტურ პრობლემას ძალიან რბილად უდგებოდა.[91]
მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ნიქსონი დიდი უპირატესობით სარგებლოდა, მისი კამპანია მაინც არ მოდუნდა. ასე, თანხის შეწირვის დაჟინებულ თხოვნაში ასეთი გზავნილი იყო: „ამჟამად ნიქსონი აგებს... საკმარისი ფული არ არის“.[92] გარდა ამისა, ხმების მოსაზიდად ნიქსონმა გამოიყენა 1946 წელს ნაცადი სტრატეგია: კამპანიის შტაბ-ბინიდან დარეკავდნენ სხვადასხვა ოჯახებში და ვინც უპასუხებდა სიტყვებით „ხმა მიეცი[თ] ნიქსონს“, სხვადასხვა საყოფაცხოვრებო საჩუქრებს მიიღებდა. გარდა ამისა, ჩოტინერის ინსტრუქციის თანახმად, ყველგან, სადაც კი ადამიანებს ლოდინი უწევდათ, იდო ჟურნალ The Saturday Evening Post-ის 18 თვის წინანდელი გამოშვება, რომელშიც ნიქსონზე კარგი სტატია იყო დაბეჭდილი.[92]
კამპანიის ბოლო დღეებში, დაგლასმა მიიღო მხარდაჭერა, რომელსაც დიდხანს ელოდა. ბოდის გაზეთმა მას ღიად გამოუხატა მხარდაჭერა, ხოლო პრეზიდენტმა ტრუმენმა იგი შეაქო.[93] მისი მეუღლე, მელვინ დაგლასი, გაემგზავრა ტურში, სადაც ცოლის მხარდასაჭერად გამოდიოდა სიტყვით.[90] დუგლასს აგრეთვე მხარი მსახიობებმა დაუჭირეს მირნა ლოიმ და ედი კენთორმა;[94] ჰოლივუდელი მსახიობები მხარს ნიქსონსაც უჭერდნენ: მომავალი პრეზიდენტის გვერდით იდგნენ ჰოვარდ ჰიუზი, სესილ დემილი და ჯონ უეინი.[94] კიდევ ერთი მსახიობი და მომავალი პრეზიდენტი, რონალდ რეიგანი თავიდან დაგლასის მხარდამჭერთა რიგებში იყო, თუმცა, მას შემდეგ, რაც მომავლმა ცოლმა, ნენსი დეივისმა იგი ნიქსონის მხარდასაჭერ ყრილობაზე წაიყვანა, რეიგანმა აზრი შეიცვალა და ნიქსონის კამპანიისთვის თანხის მისაზიდად დაიწყო მუშაობა. სავარაუდოდ, დაგლასმა ამის შესახებ არ იცოდა — 30 წლის შემდეგ გამოცემულ მემუარებში, იგი წერდა, რომ რეიგანი მის მხარდამჭერი იყო და კამპანიისთვის ბევრი გააკეთა.[95][96]
ჩოტინერი, ნიქსონის კამპანიის მენეჯერი, 1942 წელს მუშაობდა გუბერნატორ ერლ უორენთან, თუმცა, მათი გზები გაიყარა, ხოლო პოპულარულ გუბერნატორს არ სურდა ნიქსონის კამპანიასთან ასოცირება.[97] მიუხედავად ამისა, ჩოტინერს სურდა, სხვადასხვა მანევრებით, მოეპოვებინა უორენის მხარდაჭერა.[98] მან დაარიგა „ახალგაზრდა რესპუბლიკელების“ ლიდერი და მომავალი კონგრესმენი ჯონ ჰოლტი, რომ დაგლასის საზოგადოებრივად გამოჩენისას სულ მასთან ყოფილიყო და ეკითხა, ვის კანდიდატურას ემხრობოდა გუბერნატორის არჩევნებში;[99] ამავე დროს, სხვა ახალგაზრდა რესპუბლიკელები „ვარდისფერი ფურცლის“ სახელით ცნობილ ფლაერებს არიგებდნენ.[95] დაგლასი პასუხის გაცემას თავს არიდებდა, თუმცა, არჩევნებამდე ოთხი დღით ადრე, განაცხადა, რომ იმედოვნებდა და ლოცულობდა, რომ რუზველტი მოიგებდა.[100] ჰოლტი დაუკავშირდა ჩოტინერს, ხოლო უკანასკნელმა ჟურნალისტი მიუგზავნა უორენს და დაგლასის ნათქვამის შესახებ კომენტარი სთხოვა. უორენმა უპასუხა: „მისი განცხადებიდან გამომდინარე, მაინტერესებს, თუ რას ფიქრობს, როგორ მივცემ ხმას, როდესაც სამშაბათს ბიულეტენში კანდიდატის შემოხაზვას დავაპირებ?“[100] ჩოტინერმა უორენის პასუხი წარმოაჩინა, როგორც ნიქსონისთვის გამოთქმული მხარდაჭერა და დაამატა, რომ ნიქსონიც ხმას უორენს მისცემდა.[101]
მიუხედავად გამოკითხვებისა, დაგლასი იმდენად დარწმუნებული იყო გამარჯვებაში შტატში არსებული დემოკრატ ამომრჩეველთა უმრავლესობის ხარჯზე, რომ რუზველტს სამუშაოც კი შესთავაზა.[102] არჩევნების დღეს, 1950 წლის 7 ნოემბერს, ნიქსონმა ხმათა 59 პროცენტით 41-ის წინააღმდეგ დაგლასი დაამარცხა.[103] კალიფორნიის 58 რაიონიდან, დაგლასმა გაიმარჯვა მხოლოდ ხუთში, რომლებიც ჩრდილოეთ კალიფორნიაში მდებარეობდნენ და შედარებით მცირე მოსახლეობას ფლობდნენ.[104][105] დამარცხების შემდეგ წარმოთქმულ სიტყვაში, დაგლასმა უარი თქვა ნიქსონისთვის გამარჯვება მიელოცა.[103] აღსანიშნავია, რომ არჩევნებში აგრეთვე დამარცხდა კონგრესმენი ვიტო მარკანტონიო.[106]
არჩევნების შემდეგ
კანდიდატები
არჩევნებიდან ერთი კვირის შემდეგ, შერიდან დოუნიმ გადადგომის შესახებ განაცხადა და მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობა მოიყვანა. დოუნის დარჩენილ ვადაზე გუბერნატორმა უორენმა ნიქსონი დანიშნა; სენატის იმდროინდელი წესებით, ნიქსონი ითვლებოდა უფრო „უფროს“ სენატორად, ვიდრე ისინი, ვინც თანამდებობას იანვარში დაიკავებდა.[107] ნიქსონის ინაუგურაცია შედგა 1950 წლის 4 დეკემბერს.[108] აღსანიშნავია, რომ „უფროსობის“ უპირატესობები ნიქსონს თითქმის არ გამოუყენებია: უკვე 1952 წელს მან მიიღო მონაწილეობა საპრეზიდენტო არევნებში, როგორც პრეზიდენტ დუაიტ ეიზენჰაუერის ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატმა და შემდეგი 8 წელი ამ თანამდებობაზე გაატარა. ეს იყო ბოლო ნაბიჯი იმ კიბეზე, რომლის სათავეში ასვლის შემდეგ რიჩარდ ნიქსონი 1969 წელს აშშ-ის პრეზიდენტი გახდა. დოუნი, როგორც ყოფილი სენატორი, სასნავთობო კომპანიებმა ლობისტად დაიქირავეს. 1952 წელს, მას შემდეგ, რაც რესპუბლიკელებმა კონგრესის ორივე პალატის და თეთრი სახლის კონტროლი მოიპოვეს, დოუნი გაანთავისუფლეს. მისი დამხმარის თქმით, დიდ კორპორაციების დოუნი აღარ სჭირდებოდათ.[109] მანჩესტერ ბოდი გულგატეხილი იყო არჩევნებში დამარცხებით; იგი თვლიდა, რომ საშუალო მოქალაქეებმა, რომელთათვისაც იგი ბრძოლას აპირებდა, მას იმედი გაუცრუეს. 1952 წელს მან გაყიდა თავისი წილი Daily News-ში, ხოლო 1954 წლის დეკემბერში გაზეთი გაკოტრდა.[110]
დადიოდა ჭორები, რომ დუგლასს დანიშნავდნენ რაიმე თანამდებობაზე პრეზიენტ ჰარი ტრუმენის ადმინისტრაციაში, თუმცა, ნიქსონ-დაგლასის არჩევნებმა ამგვარი დანიშვნა ზედმეტად საკამათო გახადა.[111] დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის ვიცე-თავმჯდომარის, ინდია ედვარდსის თანახმად, დუგლასსს ყველაზე დაბალ თანამდებობაზეც კი ვერ დანიშნავდნენ.[112] 1952 წელს, იგი დაუბრუნდა სამსახიობო კარიერას, ხოლო 8 წლის შემდეგ, 1960 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, მიიღო მონაწილეობა ჯონ კენედის კამპანიაში;[111] მაშინ, კენედის მოწინააღმდეგე რესპუბლიკელთა მხრიდან ზუსტად ნიქსონი იყო. მან აგრეთვე მონაწილეობა მიიღო სენატორ ჯორჯ მაკგოვერნის კამპანიაში 1972 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, ამჯერად უკვე მოქმედი პრეზიდენტის, ნიქსონის დასამარცხებლად. უოტერგეიტის სკანდალის დროს დაგლასი ნიქსონის იმპიჩმენტს ემხრობოდა.[113]
არჩევნებიდან ერთი კვირა არ იყო გასული, როდესაც დაგლასმა თავის ეთ-ერთ მხარდამჭერს მისწერა, რომ არ ფიქრობდა, რომ შეეძლო გაეკეთებინა რამე, რაც არჩევნების საბოლოო შედეგს შეცვლიდა.[114] თავისი დამარცხების მიზეზად დაგლასი ომს, ამომრჩეველთა უნდობლობას ტრუმენის საგარეო პოლიტიკის მიმართ და მაღალ ფასებს უკავშირებდა; გარდა ამისა, დაგლასი თვლიდა, რომ ნიქსონმა მოახერხა ქალთა და მუშათა ხმების მნიშვნელოვანი ნაწილის მიღება.[114] ნოემბრის ბოლოს, დაგლასმა აღნიშნა, რომ ლიბერალებმა 1952-ში მოსაგებად სერიოზულად უნდა იმუშაონ.[115] 1956 წელს, ინტერვიუში, დაგლასმა განაცხადა, რომ მართალია ნიქსონს არასდროს მოუხსენიებია იგი როგორც კომუნისტი, მისი მთელი კამპანია იყო მიმართული იმისკენ, რომ შეექმნა მასზე [დუგლასზე] წარმოდგენა, თითქოს ის კომუნისტი ან „კომუნისტური“ იყო.[112] 1959 წელს დაგლასმა დაწერა, რომ ნაწილობრივ, არც კი სურდა, სენატორი ყოფილიყო,[111] ხოლო 1962 წელს დაამატა, რომ მისი კამპანიის ტაქტიკა ნიქსონზე შეტევების მიტანისგან თავიდან აცილება იყო.[111] მემუარებში, რომელიც დაგლასის სიკვდილის შემდეგ, 1982 წელს გამოქვეყნდა, იგი წერდა: „ნიქსონს თავისი გამარჯვება ჰქონდა, მე კი ჩემი... იგი მე ვერ შემეხო. მადლობა ღმერთს, რიჩარდ ნიქსონი მე არ გამომყვა“.[116] ნაწილი 1950 წლის არჩევნებზე დაგლასმა ასე დაასრულა: „ბევრი არაფერია სათქმელი 1950 წლის კამპანიაზე, გარდა იმისა, რომ ადამიანს უნდოდა სენატში მოხვედრა და არ აღელვებდა, როგორ“.[117]
1958 წელს, ვიცე-პრეზიდენტმა ნიქსონმა, მტკიცების თანახმად, განაცხადა, რომ ნანობდა დაგლასის წინააღმდეგ გამოყენებული ტაქტიკის ზოგიერთ ასპექტს.[118] როდესაც ამგვარი განაცხადის შესახებ პრესაში ინფორმაცია გავრცელდა, ნიქსონმა ისინი უარყო. მან გამოუშვა პრეს-რელიზი, სადაც დაიცვა 1950-ში გამოყენებული მეთოდები და დაამატა, რომ შთაბეჭდილება დუგლასზე, როგორც პრო-კომუნისტზე, გამართლებული იყო მისი ხმისმიცემის აღწერით.[118] ნიქსონმა აგრეთვე განაცხადა, რომ დაგლასი იყო ნაწილი იმ „ჭორების კამპანიის“, რომელიც მას „ანტი-სემიტზიმში და ჯიმ კროუს კანონების მხარდაჭერაში“ სდებდა.[119] 1978 წელს გამოცემულ მემუარებში, ნიქსონი წერდა, რომ დაგლასის მარცხის მიზეზი იყო ის, რომ 1950 წელს კალიფორნიელი ამომრჩეველი არ იყო მზად აერჩია სენატორად ის, ვისაც მემარცხენე ხმისმიცემის აღწერა ჰქონდა ან ის, ვინც მათი აზრით, კომუნიზმის მიმართ რბილად და გულუბრყვილოდ იყო განწყობილი.[120] ნიქსონმა აღნიშნა, რომ დუგლასს ჰქონდა გარკვეული სირთულეები სქესობრივი კუთვნილების გამო, მაგრამ, დაამატა, რომ მისი „ფატალური ნაკლულოვანება იყო მისი ხმისმიცემის აღწერა და შეხედულებები“.[120]
შეფასება
ნიქსონის და დაგლასის თანამედროვეები არჩევნების შედეგებს სხვადასხვა ფაქტორებს მიაწერდნენ. დაგლასის მეგობარი და ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი, ჰაროლდ აიქსი ყველაფერს რუზველტის სუსტ კანდიდატურას და ნიქსონის მიერ „წითელი შიშის“ გამოყენებას აბრალებდა. ლოს-ანჯელესის რაიონის ზედამხედველთა საბჭოს წევრი, ჯონ ენსონ ფორდი თვლიდა, რომ შედეგი განპირობებული იყო ნიქსონის ორატორული ნიჭით და პრესის მიერ ახალი ამბების ობიექტური გადმოცემის ნაკლებობით. დაგლასის კამპანიის მენეჯერი ფინანსურ საკითხებში, ელვინ მეიერსი თვლიდა, რომ მართალია მუშებმა და პროფკავშირებმა დააფინანსეს დაგლასის კამპანია, მათარ მისცეს მას საკმარისი ხმები. მეიერსმა აგრეთვე დაადანაშაულა ტრუმენის ადმინისტრაცია დაგლასის „მიგდებაში“.[114] დაგლასის კამპანიის მენეჯერმა სან-დიეგოში განაცხადა, რომ 500,000-მა ადამიანმა მიიღო ანონიმური სატელეფონო ზარი, სადაც დუგლასს კომუნისტობას აბრალებდნენ; აღსანიშნავია, რომ მენეჯერმა ვერ დაასახელა ვერავინ, ვინც ამგვარი ზარი მიიღო.[121] ჟურნალ Time-მა დაწერა, რომ ნიქსონმა დიდი სარგებელი მიიღო „ადმინისტრაციის აზიაში ჩავარდნების მთავარ საკითხად წარმოჩენით“.[122]
ნიქსონის პოლიტიკური აღმავლობის, შემდეგ კი დაღმავლობის განმავლობაში 1950 წლის არჩევნები ხშირად იყო ნიქსონის კრიტიკის საბაბი. ნიქსონის ბიოგრაფი, ერლ მაზო აღნიშნავდა, რომ ნიქსონის მიმართ წამოყენებული ბრალდებების დიდი სიიდან, ცოტას თუ იხსენიებდნენ ისე ხშირად, როგორც მის ტაქტიკას დაგლასის წინააღმდეგ.[123] დაგლასის მეგობარი[124] და ჯორჯ მაკგოვერნის კამპანიის მენეჯერი ფრენკ მანკივიჩი, 1973 წელს გამოცემულ წიგნში Perfectly Clear: Nixon from Whittier to Watergate („სავსებით ნათელი: ნიქსონი უიტერიდან უოტერგეიტამდე“) დიდ ყურადღებას ამახვილებს 1950 წლის არჩევნებზე და „ვარდისფერ ფურცელზე“. მანკივიჩის მტკიცებით, ნიქსონს არასდროს მოუგია „თავისუფალი არჩევნები“ „დიდი თაღლითობის“ გარეშე.[121]
ისტორიკოსი ინგრიდ სკობი სხვა აზრზე დგას: მის მიერ დაწერილ წიგნში დუგლასზე, Center Stage-ში, სქობიმ გამოიტანა დასკვნა, რომ იმდროინდელი ამომრჩევლის დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ვერც ერთი ქალი ვერ მოახერხებდა გამარჯვებას ასეთი ტიპის არჩევნებში. სქობის თქმით, ნიქსონის მიერ გამოყენებულმა სტრატეგიამ, ისევე როგორც მრავალმა სხვა ფაქტორმა (მათ შორის დემოკრატთა განხეთქილება, რუზველტის სუსტი კანდიდატურა, დაგლასის იდეალისტური მსოფლთმხედველობა და ბოდის განუთავებელი შეტევები) უბრალოდ გაზარდა სხვაობა ორ კანდიდატს შორის.[125] ნიქსონის ბიოგრაფმა, მაცომ შეადარა ორი მხარე და ასეთი დასკვნა გამოიტანა: „თუ შევადარებთ ნიქსონის კამპანიის ქირურგებთან, დაგლასის ხალხი ყასაბის შეგირდის ჰგავდა“.[126]
როჯერ მორისი და გრეგ მიტჩელი (ორივე მათგანმა დაწერა წიგნი 1950 წლის არჩევნებზე) თვლიან, რომ ნიქსონმა კამპანიისთვის საკმაოდ დიდი თანხები დახარჯა. მორისის გამოთვლით, ეს თანხა 1-2 მილიონი ამერიკული დოლარია (დღევანდელი კურსით 12-24 მილიონი), მითჩელის აზრით კი ორჯერ მეტი. გელმანმა, მოგვიანებით დაწერილ წიგნში, აღიარა რომ ნიქსონის მიერ ოფიციალურ დოკუმენტებში მითითებული დახარჯული თანხა $4,209 სიმართლეს არ შეესაბამებოდა, თუმცა აღნიშნა, რომ კამპანიის ფინანსირების კანონი მაშინ ბევრი „ხვრელით“ იყო სავსე და რომ ძალიან ცოტა კანდიდატი თუ აღიარებდა, თუ რამდენი ჰქონდა დახარჯული სინამდვილეში. მორისის და მითჩელის გამოთვლებს გელმანმა „ვარაუდი“ და „ფანტასტიკა“ უწოდა.[127] კონრად ბლეკის მონაცემებით, ნიქსონმა დახარჯა 1,5 მილიონი დოლარი, დაგლასმა კი დაახლოებით 750,000.[128]
სქობიმ დაგლასის დამარცხება ასე შეაჯამა:
„როგორც მსახიობი, იგი გამოჩნდა ბროდვეიზე ვარვსკლავის რანგში ჭეშმარიტი ნიჭისა და მცირე ვარჯიშის ხარჯზე... როგორც საოპერო მომღერალი, იგი მღეროდა საზღვარგარეთ ორი ზაფხულის განმავლობაში და ბოლომდე ელოდა, რომ შემდეგი ნაბიჯი დედაქალაქის ოპერა იქნებოდა. პოლიტიკაში, [კალიფორნიის დემოკრატ] ქალთა დივიზიაში ხუთთვიანი მუშაობის შემდეგ, ბუნებრივი ჩანდა, რომ იგი სათავეში ჩაუდგებოდა მთელი შტატის ორგანიზაციას და გახდებოდა დემოკრატთა ეროვნული კომიტეტის წევრი. ამ თანამდებობებზე სამწლიანი დაუღალავი მუშაობის შემდეგ, კონგრესის წევრობის შესაძლებლობა მან შემდეგ ლოგიკურ ნაბიჯად მიიჩნია. მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ, მან იგრძნო მზადყოფნა სენატორად გახდომისთვის. თუმცა პოლიტიკური გამოცდილების ნაკლებობამ და მისმა არც თუ ისე ცვალებადმა პოზიციამ პოლიტიკურ საკითხებზე, ისევე როგორც გენდერულმა საკითხმა, ვერ მოუტანა მას 1950 წლის დემოკრატიული პარტიის მხარდაჭერა. მისი იდეალიზმი — ის, რასაც შეიძლება მისთვის ყველაზე დიდი დარტყმა მიეყენებინა, არის ის, რის გამოც მას ყველაზე ხშირად გაიხსენებენ[129]“
|
პრაიმერის შედეგები
დემოკრატიული პარტიის
დემოკრატიული პარტიის პრაიმერი კალიფორნიაში (6 ივნისი, 1950) | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
დემოკრატიული | ჰელენ დაგლასი | 734,842 | 46.98 | ||
დემოკრატიული | მანჩესტერ ბოდი | 379,077 | 24.23 | ||
რესპუბლიკური | რიჩარდ ნიქსონი | 318,840 | 20.38 | ||
დემოკრატიული | ერლ დესმონდი | 96,752 | 6.19 | ||
რესპუბლიკური | ულის გრანტ ბიქსბი მეიერი | 34,707 | 2.22 | ||
ამომრჩეველი სულ: | 1,564,218 | 100,00 |
რესპუბლიკური პარტიის
რესპუბლიკური პარტიის პრაიმერი კალიფორნიაში (6 ივნისი, 1950) | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
რესპუბლიკური | რიჩარდ ნიქსონი | 740,465 | 64.59 | ||
დემოკრატიული | მანჩესტერ ბოდი | 156,884 | 13.68 | ||
დემოკრატიული | ჰელენ დაგლასი | 153,788 | 13.41 | ||
დემოკრატიული | ერლ დესმონდი | 60,613 | 5.29 | ||
რესპუბლიკური | ულის გრანტ ბიქსბი მეიერი | 18,783 | 1.64 | ||
რესპუბლიკური | ალბერტ ლევიტი | 15,929 | 1.39 | ||
ამომრჩეველი სულ: | 1,146,462 | 100,00 |
საყოველთაო არჩევნების შედეგები (7 ნოემბერი, 1950)
არჩევნები აშშ-ის სენატში კალიფორნიის შტატიდან (1950) | |||||
---|---|---|---|---|---|
პარტია | კანდიდატი | ხმები | % | ± | |
რესპუბლიკური | რიჩარდ ნიქსონი | 2,183,454 | 59.23 | ||
დემოკრატიული | ჰელენ დაგლასი | 1,502,507 | 40.76 | ||
ამომრჩეველი სულ: | 3,686,315 | 100,00 |
შედეგები რაიონების მიხედვით
რაიონი | ნიქსონი | ხმები | დაგლასი | ხმები | Write-in-ები[კომ. 6] | ხმები |
---|---|---|---|---|---|---|
მონო | 76.41% | 664 | 23.59% | 205 | 0% | 0 |
ორინჯი | 73.87% | 55,090 | 26.13% | 19,484 | 0% | 3 |
ინიო | 72.81% | 2,702 | 27.19% | 1,009 | 0% | 0 |
ალპინი | 72.09% | 93 | 27.91% | 36 | 0% | 0 |
იმპერიალი | 72.07% | 8,793 | 27.91% | 3,405 | 0.01% | 1 |
დელ-ნორტე | 70.70% | 2,155 | 29.30% | 893 | 0% | 0 |
სან-ბენიტო | 70.27% | 2,992 | 29.73% | 1,266 | 0% | 0 |
რივერსაიდი | 67.35% | 36,617 | 32.65% | 17,751 | 0% | 3 |
მარინი | 67.27% | 21,400 | 32.73% | 10,411 | 0.01% | 2 |
სატერი | 66.63% | 4,993 | 33.37% | 2,501 | 0% | 0 |
მარიპოსა | 65.16% | 1,496 | 34.84% | 800 | 0% | 0 |
სან-მატეო | 65.12% | 57,118 | 34.87% | 30,587 | 0.01% | 8 |
სანტა-კრუზი | 65.10% | 17,431 | 34.90% | 9,343 | 0% | 0 |
გლენი | 64.87% | 3,416 | 35.11% | 1,849 | 0.02% | 1 |
ტულარი | 64.31% | 25,625 | 35.69% | 14,221 | 0% | 0 |
ქოლუსა | 63.30% | 2,349 | 36.70% | 1,362 | 0% | 0 |
ლეიქი | 62.46% | 3,223 | 37.54% | 1,937 | 0% | 0 |
სან-ლუისი | 62.18% | 11,812 | 37.82% | 7,184 | 0% | 0 |
სონომა | 61.89% | 23,600 | 38.10% | 14,529 | 0% | 1 |
სანტა-კლარა | 61.80% | 57,318 | 38.18% | 35,413 | 0.01% | 10 |
სანტა-ბარბარა | 61.55% | 20,521 | 38.45% | 12,817 | 0% | 0 |
სტანისლაუსი | 61.47% | 22,803 | 38.52% | 14,290 | 0.01% | 2 |
სან-დიეგო | 61.38% | 115,119 | 38.61% | 72,433 | 0.01% | 11 |
ჰუმბოლდტი | 61.26% | 14,135 | 38.73% | 8,937 | 0% | 1 |
ნევადა | 61.00% | 4,725 | 39.00% | 3,021 | 0% | 0 |
ტუოლუმნე | 60.58% | 3,307 | 39.42% | 2,152 | 0% | 0 |
ლოს-ანჯელესი | 60.33% | 931,803 | 39.66% | 612,510 | 0.01% | 195 |
ნაპა | 60.23% | 9,449 | 39.77% | 6,239 | 0% | 0 |
ქინგზი | 59.51% | 6,977 | 40.49% | 4,747 | 0% | 0 |
სან-ბერნანდინო | 59.48% | 53,956 | 40.51% | 36,751 | 0.01% | 4 |
მენდოსინო | 59.00% | 7,197 | 40.99% | 5,000 | 0.01% | 1 |
მერსედი | 58.85% | 9,922 | 41.14% | 6,937 | 0.01% | 1 |
მონტერეი | 58.66% | 19,506 | 41.32% | 13,741 | 0.02% | 6 |
ტეჰამა | 57.95% | 3,939 | 42.05% | 2,858 | 0% | 0 |
ფრესნო | 57.90% | 48,537 | 42.10% | 35,290 | 0% | 0 |
მადერა | 57.88% | 5,307 | 42.12% | 3,862 | 0% | 0 |
სან-ფრანცისკო | 57.42% | 165,631 | 42.58% | 122,807 | 0% | 4 |
იუბა | 57.32% | 4,166 | 42.68% | 3,102 | 0% | 0 |
მოდოქი | 57.30% | 1,888 | 42.70% | 1,407 | 0% | 0 |
კალავერასი | 56.66% | 2,489 | 43.85% | 1,904 | 0% | 0 |
ბათი | 56.15% | 12,512 | 43.85% | 9,770 | 0% | 0 |
კერნი | 55.73% | 34,452 | 44.27% | 27,363 | 0% | 1 |
ამადორი | 55.71% | 2,059 | 44.29% | 1,637 | 0% | 0 |
სისკიუ | 55.32% | 6,774 | 44.68% | 5,472 | 0% | 0 |
სიერა | 54.94% | 639 | 44.97% | 523 | 0.09% | 1 |
სან-ხოაკინი | 54.87% | 31,046 | 44.99% | 25,459 | 0.14% | 79 |
ელ-დორადო | 54.81% | 3,833 | 45.19% | 3,160 | 0% | 0 |
ტრინიტი | 54.41% | 1,228 | 45.59% | 1,029 | 0% | 0 |
ალამედა | 53.52% | 150,273 | 46.47% | 130,492 | 0.01% | 15 |
ვენტურა | 52.37% | 16,543 | 47.62% | 15,042 | 0% | 1 |
იოლო | 52.08% | 6,411 | 47.92% | 5,899 | 0% | 0 |
საკრამენტო | 51.08% | 49,798 | 48.92% | 47,689 | 0% | 0 |
ფლეისერი | 50.46% | 7,835 | 49.54% | 7,691 | 0% | 0 |
კონტრა-კოსტა | 49.82% | 44,652 | 50.17% | 44,968 | 0% | 3 |
ლასენი | 48.11% | 2,556 | 51.89% | 2,757 | 0% | 0 |
შასტა | 44.90% | 5,841 | 55.10% | 7,156 | 0% | 0 |
სოლანო | 43.89% | 14,385 | 56.11% | 18,389 | 0% | 0 |
პლამასი | 43.79% | 2,353 | 56.21% | 3,020 | 0% | 0 |
ლიტერატურა
- Ambrose, Stephen (1988). Nixon: The Education of a Politician, 1913–1962. Simon and Schuster. ISBN 978-0-671-65722-2.
- Black, Conrad (2007). Richard M. Nixon: A Life in Full. New York, NY: PublicAffairs Books. ISBN 978-1-58648-519-1.
- Bochin, Hal (1990). Richard Nixon: Rhetorical Strategist. Greenwood Publishing Group. ISBN 978-0-313-26108-4.
- Bonafede, Dan (May 30, 1970). „Men behind Nixon/Murray Chotiner: early tutor, political counselor“. National Journal. 2: 1130.
- Denton, Sally (2009). The Pink Lady. New York, NY: Bloomsbury Press. ISBN 978-1-59691-480-3.
- Douglas, Helen Gahagan (1982). A Full Life. Garden City, NY: Doubleday and Co.. ISBN 978-0-385-11045-7. OCLC 7796719.
- „Political Roundup“. Fortnight: the Newsmagazine of California: 6. May 26, 1950.
- „From Wild West Barker to US Senator?“. Fortnight: the Newsmagazine of California: 7. May 26, 1950.
- Gellman, Irwin (1999). The Contender. The Free Press. ISBN 978-1-4165-7255-8. ციტირების თარიღი: July 26, 2009.
- Katcher, Leo (1967). Earl Warren: A Political Biography. McGraw Hill Book Co.
- Mazo, Earl (1959). Richard Nixon: A Political and Personal Portrait. New York, NY: Harper & Brothers Publishers.
- Mitchell, Greg (1998). Tricky Dick and the Pink Lady. New York, NY: Random House. ISBN 978-0-679-41621-0.
- Morris, Roger (1990). Richard Milhous Nixon: The Rise of an American Politician. Henry Holt and Company. ISBN 978-0-8050-1834-9. ციტირების თარიღი: July 26, 2009.
- Nixon, Richard (1978). RN: The Memoirs of Richard Nixon. New York, NY: Grosset and Dunlop. ISBN 978-0-671-70741-5.
- „Red-hot Senate race“. People Today. September 12, 1950. ციტატა: „In a recent debate, he read a signature on a contribution he'd just received: Eleanor Roosevelt. Mrs. Douglas gulped. Then he pointed out the signature on the envelope—it was from Mrs. T.R. Roosevelt Jr. of the Republican Oyster Bay Roosevelts.“
- Rosenstone, Robert A. (December 1970). „Manchester Boddy and the L.A. Daily News“. The California Historical Society Quarterly. XLIX (4): 291–307.
- Scobie, Ingrid Winther (1992). Center Stage: Helen Gahagan Douglas. Oxford University Press. ISBN 978-0-19-506896-2.
- „California: Mamma knows best“. Time. September 25, 1950. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 31, 2011. ციტირების თარიღი: July 27, 2009.
- „Political notes: Always leave them laughin'“. Time. October 23, 1950. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 31, 2011. ციტირების თარიღი: July 28, 2009.
- „National affairs: The Senate“. Time. November 13, 1950. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 31, 2011. ციტირების თარიღი: July 27, 2009.
- Wagner, Rob (2000). Red Ink, White Lies: The Rise and Fall of Los Angeles Newspapers 1920–1962. Dragonflyer Press. ISBN 978-0-944933-80-0.
სხვა წყაროები
- Conklin, William (November 8, 1950). „Marcantonio loses his seat to Donovan, Coalition choice“. The New York Times. ციტირების თარიღი: June 7, 2009. (ფასიანი რეგისტრაცია)
- Davies, Lawrence (May 30, 1950). „3 clash on Coast in Senate contest“. The New York Times. ციტირების თარიღი: August 5, 2009.
- Davies, Lawrence (November 1, 1950). „California tests communism issue“. The New York Times. ციტირების თარიღი: June 6, 2009.
- Frank Observer (obviously a pseudonym) (March 29, 1950). „Actor Arnold drops U.S. Senate bid“. Los Angeles Daily News. p. 8.
- Graf, William. (1951)Statistics of the Congressional Election of November 7, 1950 (PDF). United States Government Printing Office. ციტირების თარიღი: June 29, 2009.
- Jordan, Frank (June 6, 1950). „State of California Statement of Vote, Direct Primary Election and Special State-wide Election, June 6, 1950“. California State Printing Office. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - Jordan, Frank (November 7, 1950). „State of California Statement of Vote, General Election, November 7, 1950“. California State Printing Office. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება) - „Boddy files petition in Senate race; Mayor Bowron signer“. Los Angeles Daily News. March 31, 1950. p. 3.
- „Nixon, Republican, misrepresents himself as a Democrat in election dodge“. Los Angeles Daily News. June 5, 1950. p. 3.
- Six Ways to Compute the Relative Value of a U.S. Dollar Amount, 1774 to Present. MeasuringWorth. ციტირების თარიღი: June 19, 2009. (Consumer bundle)
- Mundt, Karl (May 9, 1950). „Letter from Sen. Karl Mundt to Richard Nixon, May 9, 1950, on file in the Richard M. Nixon Presidential Library and Museum, 1950 Senate race files, box 1“. დამოწმება journal საჭიროებს
|journal=
-ს (დახმარება)
კომენტარები
- ↑ სიტყვა County ქართულ ენაზე შეიძლება ითარგმნოს, როგორც საგრაფო ან რაიონი. იხ. ბმული
- ↑ ნიქსონის სიცოცხლის პერიოდში (1994 წლამდე), რესპუბლიკელები წარმომადგენელთა პალატაში უმრავლესობას მხოლოდ 2 წლის განმავლობაში ფლობდნენ; მისი გარდაცვალების შემდეგ — 20
- ↑ სხვა მონაცემებით, Press Club-ში
- ↑ ჩოტინერს ამ ისტორიის სხვადასხვა ვარიანტები აქვს მოყოლილი. ეს არის ყველაზე მეტად გავრცელებული
- ↑ ტაივანის ადგილი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკამ 1971 წელს, ნიქსონის პრეზიდენტობის დროს მიიღო
- ↑ ამომრჩევლის მიერ ჩაწეილი კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეობას არ იღებს, ან იღებს სხვა პარტიის წევრის რანგში
სქოლიო
- ↑ 1.0 1.1 ბლეკი 2007, p. 145.
- ↑ სქობი 1992, p. 224.
- ↑ როზენტსოუნი 1970, pp. 291–3.
- ↑ როზენსტოუნი 1970, p. 302.
- ↑ როზენსტოუნი 1970, pp. 293–94.
- ↑ როზენსტოუნი 1970, pp. 298–99.
- ↑ ბოჩინი 1990, p. 23.
- ↑ ბოჩინი 1990, p. 3.
- ↑ ბოჩინი 1990, p. 22.
- ↑ ემბროსი 1988, pp. 197–98.
- ↑ მორისი 1990, p. 516.
- ↑ 12.0 12.1 12.2 გელმანი 1999, p. 291.
- ↑ ბლეკი 2007, p. 158.
- ↑ გელმანი 1999, p. 165.
- ↑ 15.0 15.1 მორისი 1990, p. 545.
- ↑ დაგლასი 1982, p. 288.
- ↑ 17.0 17.1 17.2 გელმანი 1999, p. 285.
- ↑ ემბროსი 1988, p. 209.
- ↑ სქობი 1992, p. 232.
- ↑ 20.0 20.1 მორისი 1990, p. 552.
- ↑ 21.0 21.1 21.2 გელმანი 1999, p. 292.
- ↑ 22.0 22.1 გელმანი 1999, pp. 296–97.
- ↑ 23.0 23.1 მორისი 1990, p. 553.
- ↑ Los Angeles Daily News|March 31, 1950
- ↑ 25.0 25.1 ვაგნერი 2000, p. 268.
- ↑ ვაგნერი 2000, p. 267.
- ↑ მაცო 1959, pp. 76–7.
- ↑ სქობი 1992, p. 237.
- ↑ გელმანი 1999, p. 297.
- ↑ მორისი 1990, p. 555.
- ↑ 31.0 31.1 გელმანი 1999, p. 299.
- ↑ როზენსტოუნი 1970, p. 303.
- ↑ Davies; May 30, 1950
- ↑ 34.0 34.1 34.2 34.3 გელმანი 1999, p. 300.
- ↑ გელმანი 1999, p. 310.
- ↑ Mundt; May 9, 1950
- ↑ გელმანი 1999, p. 301.
- ↑ გელმანი 1999, p. 302.
- ↑ მითჩელი 1998, p. 35.
- ↑ 40.0 40.1 გელმანი 1999, p. 303.
- ↑ Los Angeles Daily News; June 5, 1950
- ↑ გელმანი 1999, p. 304.
- ↑ 43.0 43.1 გელმანი 1999, p. 282.
- ↑ 44.0 44.1 გელმანი 1999, p. 283.
- ↑ გელმანი 1999, p. 286.
- ↑ გელმანი 1999, p. 289.
- ↑ 47.0 47.1 47.2 47.3 47.4 47.5 47.6 გელმანი 1999, pp. 304–5.
- ↑ გელმანი 1999, p. 295.
- ↑ ემბროსი 1988, p. 201.
- ↑ ემბროსი 1988, p. 205.
- ↑ გელმანი 1999, p. 293.
- ↑ გელმანი 1999, p. 298.
- ↑ 53.0 53.1 მორისი 1990, pp. 549–50.
- ↑ 54.0 54.1 'Frank Observer'; March 29, 1950
- ↑ Fortnight, "Political Roundup"; May 26, 1950; გვ. 6
- ↑ მორისი 1990, p. 556–57.
- ↑ People Today; September 12, 1950
- ↑ 58.0 58.1 58.2 გელმანი 1999, p. 309.
- ↑ 59.0 59.1 59.2 გელმანი 1999, pp. 306–7.
- ↑ ემბროსი 1988, pp. 210–1.
- ↑ 61.0 61.1 ემბროსი 1988, pp. 213–14.
- ↑ მორისი 1990, p. 571.
- ↑ Davies; November 1, 1950
- ↑ 64.0 64.1 ემბროსი 1988, pp. 215–17.
- ↑ მორისი 1990, p. 572.
- ↑ გელმანი 1999, p. 311.
- ↑ მითჩელი 1998, p. 65.
- ↑ ბლეკი 2007, pp. 156–57.
- ↑ Bonafede; May 30, 1970
- ↑ გელმანი 1999, p. 313.
- ↑ მითჩელი 1998, p. 130.
- ↑ გელმანი 1999, pp. 320–1.
- ↑ Gellman 1999, p. 323.
- ↑ მითჩელი 1998, pp. 142–3.
- ↑ 75.0 75.1 75.2 გელმანი 1999, p. 308.
- ↑ 76.0 76.1 მორისი 1990, p. 583.
- ↑ მორისი 1990, p. 584.
- ↑ გელმანი 1999, pp. 317–18.
- ↑ მორისი 1990, p. 595.
- ↑ მორისი 1990, p. 596.
- ↑ Time; September 25, 1950
- ↑ gelmani 1999, pp. 321–22.
- ↑ მითჩელი 1998, p. 162.
- ↑ 84.0 84.1 გელმანი 1999, pp. 321–22.
- ↑ Time;October 23, 1950კ
- ↑ მორისი 1990, p. 597.
- ↑ 87.0 87.1 მორისი 1990, p. 598.
- ↑ გელმანი 1999, p. 318.
- ↑ გელმანი 1999, p. 330.
- ↑ 90.0 90.1 გელმანი 1999, p. 332.
- ↑ გელმანი 1999, p. 333.
- ↑ 92.0 92.1 მორისი 1990, pp. 606–7.
- ↑ გელმანი 1999, p. 331.
- ↑ 94.0 94.1 დენტონი 2009, p. 167.
- ↑ 95.0 95.1 მორისი 1990, pp. 601–2.
- ↑ დაგლასი 1982, p. 323.
- ↑ ქეთჩერი 1967, p. 260.
- ↑ ქეთჩერი 1967, pp. 256–57.
- ↑ ქეთჩერი 1967, p. 257.
- ↑ 100.0 100.1 ქეთჩერი 1967, p. 261.
- ↑ ქეთჩერი 1967, pp. 261–62.
- ↑ სქობი 1992, pp. 274–76.
- ↑ 103.0 103.1 გელმანი 1999, p. 335.
- ↑ Jordan; November 7, 1950, p=11
- ↑ მითჩელი 1998, p. 244.
- ↑ Conklin; November 8, 1950
- ↑ ბლეკი 2007, p. 165.
- ↑ გელმანი 1999, p. 346.
- ↑ მორისი 1990, p. 614.
- ↑ როზენსტოუნი 1970, p. 304.
- ↑ 111.0 111.1 111.2 111.3 მორისი 1990, pp. 618–19.
- ↑ 112.0 112.1 მითჩელი 1998, p. 255.
- ↑ მითჩელი 1998, p. 258.
- ↑ 114.0 114.1 114.2 მითჩელი 1998, p. 248.
- ↑ გელმანი 1999, p. 337.
- ↑ დაგლასი 1982, pp. 334–35.
- ↑ Douglas 1982, p. 341.
- ↑ 118.0 118.1 მითჩელი 1998, p. 257.
- ↑ მორისი 1990, p. 617.
- ↑ 120.0 120.1 ნიქსონი 1978, p. 78.
- ↑ 121.0 121.1 გელმანი 1999, p. 339.
- ↑ Time; November 13, 1950
- ↑ მაცო 1959, p. 71.
- ↑ დაგლასი 1982, p. 310.
- ↑ სქობი 1992, pp. 280–1.
- ↑ მაცო 1959, p. 80.
- ↑ გელმანი 1999, pp. 340–41.
- ↑ ბლეკი 2007, p. 166.
- ↑ სქობი 1992, p. 281.