აღმოსავლური სამყარო
აღმოსავლური სამყაროს კონცეფცია წარმოიშვა დასავლური, კერძოდ ევროპული კულტურის კონტექსტში. ის ეხება რეგიონებს, ცივილიზაციებს, ხალხებს, რელიგიებსა და ფილოსოფიურ სწავლებებს, რომლებიც ისტორიულად დაკავშირებულია ძველი კონტინენტის აღმოსავლეთ ნაწილთან.
აღნიშნული კონცეფცია მოიცავს ევრაზიას, აზიას და იმ გეოგრაფიულ სივრცეებს, რომლებიც ევროპისა და დასავლეთის აღმოსავლეთით მდებარეობს. დიდი გეოგრაფიული აღმოჩენების ეპოქიდან „აღმოსავლური სამყარო“ ასევე მოიცავდა ოკეანიის ჩრდილოეთ ნაწილს, თუმცა აქცენტი ძირითადად გაკეთებული იყო იმ რეგიონებზე, რომლებიც დაკავშირებული იყვნენ ძველი კონტინენტის ცივილიზაციებთან და არა ოკეანის მრავალრიცხოვან კუნძულებთან.
სხვაგვარად რომ ვთქვათ, „აღმოსავლური სამყარო“ კონცეფციურად წარმოგვიდგება, როგორც აზიისა და მეზობელი რეგიონების მრავალფეროვანი კულტურული და ისტორიული გარემო, რომელიც ევროპას უპირისპირდებოდა ან ავსებდა მას.
ტერმინი
რედაქტირებატერმინი „აღმოსავლური სამყარო“ ძირითადად გამოიყენება დასავლური პერსპექტივიდან, თუმცა მას თავად ამ რეგიონების ხალხები იშვიათად იყენებენ. აღმოსავლეთი მრავალფეროვანი, რთული და დინამიური რეგიონია, რომლის განზოგადება რთულია. მიუხედავად იმისა, რომ აღმოსავლეთში მცხოვრებ ხალხებს, სახელმწიფოებსა და ქვეყნებს ბევრი საერთოც აერთიანებს, ისტორიულად მათ არ ესაჭიროებოდათ, საკუთარი თავი კოლექტიურად განესაზღვრათ როგორც სხვა ცივილიზაცია.
თავდაპირველად, ტერმინს ჰქონდა მხოლოდ გეოგრაფიული მნიშვნელობა და ძველი სამყაროს აღმოსავლეთ ნაწილს აღნიშნავდა. აქ იგულისხმებოდა აზიის ცივილიზაციები, რომლებიც დასავლეთს, ანუ ევროპას, უპირისპირდებოდა. ტრადიციულად, „აღმოსავლეთის სამყარო“ მოიცავს: ცენტრალურ, ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ აზიას (შორეული აღმოსავლეთი), დასავლეთ აზიას (შუა აღმოსავლეთი), სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიასა და სამხრეთ აზიას (ინდოეთის ქვეკონტინენტი).
ამ ცნებამ დასავლურ კულტურაში აღმოსავლეთის რეგიონი წარმოჩინა როგორც მრავალფეროვანი, საერთო კულტურულ სივრცეში გაერთიანებული სამყარო. თუმცა, ამავე დროს, გეოგრაფიული, ისტორიული და კულტურული განსხვავებების არსებობას ასახა.
აზიური კონცეფცია
რედაქტირება„აზიური ხალხის“ იდეა ყოველთვის საკამათო იყო, განსაკუთრებით მისი მრავალფეროვანი ისტორიული, კულტურული და ეთნიკური გარემოებების გათვალისწინებით. ბევრისთვის აზიის იდენტობა დაკავშირებულია მხოლოდ სამხრეთ, აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონებთან. თუმცა, ისეთი რეგიონები, როგორიცაა დასავლეთ აზია (შუა აღმოსავლეთი), რომელიც მოიცავს არაბულ ქვეყნებს, თურქეთს, ისრაელს, ირანსა და კავკასიის ზოგიერთი ეთნიკური ჯგუფებს, არ აღიქმებიან „აზიურ ხალხებად“.
დასავლეთ აზიაში მცხოვრებ ხალხებს უნიკალური სოციალური სისტემები და კულტურული იდენტობები გააჩნიათ, რომლებიც ცენტრალური, აღმოსავლეთ, სამხრეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების კულტურებისგან მკვეთრად განსხვავდება. ეს მნიშვნელოვანი განსხვავებები პანაზიური იდენტობის ჩამოყალიბების შეუძლებლობას კიდევ უფრო ამძაფრებს[1].
მეორე მიზეზი, რის გამოც „აზიური ერთიანობის“ იდეა ნაკლებად გავრცელდა, არის თავად აზიის კონტინენტის წარმოუდგენლად დიდი მრავალფეროვნება. აზია მსოფლიოში ყველაზე მრავალფეროვანი რეგიონია რასობრივი, ეთნიკური და რელიგიური თვალსაზრისით. ამასთან, ეს კონტინენტი ყველაზე დიდ მოსახლეობასა და ფართობს ფლობს. ეს რეგიონის შიგნით არსებული კულტურების, ეკონომიკების, ისტორიული კავშირებისა და მმართველობის სისტემების მრავალფეროვნებას ხელს უწყობს.
ამგვარი მრავალფეროვნება აზიის ქვეყნებში ხშირად ხალხთა ინდივიდუალიზმს გამოხატავს. მოსახლეობის უმეტესობას ურჩევნია საკუთარი ქვეყნის, ეთნიკური ჯგუფის ან კონკრეტული კულტურის მიხედვით იდენტიფიცირდეს და არა მთლიანად კონტინენტის ან „აზიური“ ცნების ფარგლებში. მსგავსი დამოკიდებულებები გვხვდება მთელ აზიაში, რაც კიდევ უფრო ართულებს რაიმე ერთიანი იდენტობის ჩამოყალიბებას. ამრიგად, აზიის კონტინენტი აღიქმება როგორც უნიკალური მრავალფეროვნების სივრცე, სადაც ხალხთა კულტურული და ეთნიკური ინდივიდუალიზმი დომინანტია, ვიდრე პანაზიური ერთიანობა[2][3][4].
აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის დაყოფა ევროპული კულტურის და ისტორიის გავლენით წარმოიშვა, რაც ევროპულ ქრისტიანულ სამყაროსა და მის გარეთ არსებულ კულტურებს შორის განსხვავებებს ასახავდა. ეს კონცეფცია ევროპული თვალსაზრისით დამკვიდრებულ კულტურულ, რელიგიურ და რასობრივ განსხვავებებს ეფუძნებოდა.
ევროპული კონცეფცია
რედაქტირებაცივი ომის დროს ტერმინი „აღმოსავლური სამყარო“ ხშირად აღმოსავლეთის ბლოკის აღსანიშნავად გამოიყენებოდა და საბჭოთა კავშირს, ჩინეთსა და მათ კომუნისტურ მოკავშირეებს გულისხმობდა. ამავდროულად, „დასავლეთის სამყაროში“ შეერთებული შტატები და ნატოს მოკავშირეები იგულისხმებოდა. ამგვარად, აღმოსავლეთი და დასავლეთი არა მხოლოდ გეოგრაფიული, არამედ იდეოლოგიური დაყოფის სიმბოლოდ იქცა.
ევროპულ კონცეფციაში „აღმოსავლური სამყარო“ ხშირად გამოიყენებოდა, როგორც შორეული აღმოსავლეთის აღწერის ტერმინი, რეგიონისა, რომელსაც აქვს საერთო კულტურული და რელიგიური თვისებები. აღმოსავლური ფილოსოფია, ხელოვნება და ტრადიციები დიდ გავლენას ახდენენ რეგიონზე, მათ შორის არქიტექტურასა და ლიტერატურაზე. ეს მემკვიდრეობა ხელს უწყობდა ბუდიზმისა და ინდუისტური იოგას გავრცელებას, რომლებიც დასავლეთში პოპულარული გახდნენ.
თურქეთი და ისრაელი, რომლებიც გეოგრაფიულად ნაწილობრივ ან მთლიანად „აღმოსავლეთ სამყაროში“ მდებარეობენ, ხშირად კლასიფიცირდება როგორც დასავლეთის ნაწილი. ეს განპირობებულია მათი ვესტერნიზაციითა და ძლიერი ისტორიული, კულტურული და პოლიტიკური კავშირებით ევროპასთან. თურქეთი, როგორც ოსმალეთის იმპერიის მემკვიდრე, და ისრაელი, როგორც თანამედროვე სახელმწიფო, მოიაზრებ დასავლური გავლენის ქვეშ მყოფ ქვეყნებად, რაც მათ განსხვავებულ იდენტობას ანიჭებს რეგიონში[5][6].
ეკონომიკური და სოციალურ-კულტურული ასპექტები
რედაქტირებატერმინი „აღმოსავლური სამყარო“ ხშირად გამოიყენება სხვადასხვა კონტექსტში, განსაკუთრებით დასავლური სამყაროს საწინააღმდეგოდ. ზოგიერთი სოციოლოგი და პოლიტიკოსი მას ხშირად სიღარიბეს, ჩამორჩენილობას, კორუფციას, ტოტალიტარიზმსა და ადამიანის უფლებების დარღვევას უკავშირებს. თუმცა, ასეთი მიდგომა არა მხოლოდ სტერეოტიპულია, არამედ ისტორიული და სოციალური რეალობის არასწორ ინტერპრეტაციასაც წარმოადგენს.
მეორე მსოფლიო ომის შემდეგ აღმოსავლეთის რიგმა ქვეყნებმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწიეს როგორც ეკონომიკური განვითარების, ისე სოციალური სტაბილურობის მიმართულებით. იაპონია გახდა ერთ-ერთი მსოფლიოს წამყვანი ეკონომიკა და ინოვაციების ცენტრი, ხოლო „ოთხი აზიური ვეფხვი“ (სამხრეთი კორეა, ტაივანი, ჰონგ კონგი და სინგაპური) ცნობილია მაღალი ეკონომიკური ზრდით, განვითარებული ინფრასტრუქტურითა და ცხოვრების მაღალი დონით.
საინტერესოა, რომ ნავთობის ექსპორტზე ორიენტირებულმა ქვეყნებმა, როგორიცაა არაბთა გაერთიანებული საამიროები, კატარი, ქუვეითი, საუდის არაბეთი და ომანი, ასევე შეძლეს ცხოვრების მაღალ სტანდარტს მიღწევა. მათ წარმატების საფუძვლად იქცა ბუნებრივი რესურსების ეფექტიანი მართვა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება.
გარდა ამისა, მალაიზია, თურქეთი და ჩინეთი მნიშვნელოვან ტრანსფორმაციას განიცდიან, სადაც ეკონომიკური განვითარება და თანამედროვე ტექნოლოგიების ინტეგრაცია ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას ხელს უწყობს.
ამგვარად, ტერმინი „აღმოსავლური სამყარო“ უნდა განიხილებოდეს როგორც მრავალფეროვანი კულტურების, ეკონომიკური სისტემებისა და ისტორიული განვითარებების ერთობლიობა, რომელიც არ ემორჩილება ერთგვაროვან ან ზედაპირულ აღქმას.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Cartmill, M. (1999). The Status of the Race Concept in Physical Anthropology. American Anthropologist 100(3)651 -660.
- ↑ EU-Turkey relations
- ↑ Batı Düşüncesinde Doğu İmgesi: Jonas Hassen Khemiri’nin İstila! Oyunu
- ↑ Fifty Years On, Turkey Still Pines to Become European
- ↑ Is Israel Really a Western Nation?
- ↑ Is Turkey In Europe Or Asia?