ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლების სია

ასპინძის მუნიციპალიტეტი შედის სამცხე-ჯავახეთის მხარის შემადგენლობაში. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტი არის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც აქვს ადმინისტრაციული საზღვრები და ადმინისტრაციული ცენტრი. მუნიციპალიტეტს გააჩნია არჩევითი წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოები, რეგისტრირებული მოსახლეობა და აქვს საკუთარი ქონება, ბიუჯეტი, შემოსულობები. მუნიციპალიტეტი საჯარო სამართლის იურიდიული პირია.[1] მუნიციპალიტეტს ხელმძღვანელობს მერი.

ასპინძის მუნიციპალიტეტის მდებარეობა საქართველოს რუკაზე

მუნიციპალიტეტი მართვის ოპტიმიზაციისათვის დაყოფილია ადმინისტრაციულ ერთეულებად.[2]

ასპინძის მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში შედის 1 დაბა, 12 ტერიტორიული ორგანო და 24 სოფელი. ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფლები ერთიანდებიან დაბა ასპინძის, სოფელი აწყვიტის, სოფელი დამალა, ვარგავის, იდუმალას, ნაქალაქევის, სოფელი ოთის, ორგორის, სოფელი რუსთავის, ტოლოშის, ძველის და ხიზაბავრის ადმინისტრაციულ ერთეულებში.[3]

ასპინძის მუნიციპალიტეტის ფართობია 825.0 კმ² და 2014 წლის აღწერის მიხედვით მოსახლეობის რაოდენობა შეადგენს 10 372 კაცს, ხოლო სიმჭიდროვეა – 12.6 კაცი.[3] მუნიციპალიტეტის ცენტრია დაბა ასპინძა. 2014 წლის აღწერის მიხედვით მუნიციპალიტეტის ყველაზე დიდი სოფელი მოსახლეობის მიხედვით არის დამალა (1 234 ადამიანი), ასპინძიდან ყველაზე დიდი მანძილით დაშორებულია სოფელი ვარძია (30 კმ.).

სოფლების სია

რედაქტირება
სახელწოდება ფოტო მოსახლეობა (2014)[3] ტერიტორიული
ორგანო
მანძილი
ასპინძიდან (კმ)
სულ კაცი ქალი
აწყვიტა   466 239 227 აწყვიტის ტერიტორიული ორგანო 2
გულსუნდა   63 34 29 ტოლოშის ტერიტორიული ორგანო 17
დამალა   1 234 592 642 დამალის ტერიტორიული ორგანო 3
ვარგავი   53 29 24 ვარგავის ტერიტორიული ორგანო 24
ვარძია   30 0 22 ნაქალაქევის ტერიტორიული ორგანო 30
თმოგვი   301 154 147 ნაქალაქევის ტერიტორიული ორგანო 23
თოკი   45 24 21 ვარგავის ტერიტორიული ორგანო 28
იდუმალა   299 147 152 იდუმალის ტერიტორიული ორგანო 3
ივერია   356 183 173 ასპინძის ტერიტორიული ორგანო 3
მირაშხანი   312 158 154 ნაქალაქევის ტერიტორიული ორგანო
ნაქალაქევი   426 212 214 ნაქალაქევის ტერიტორიული ორგანო 24
ნიჯგორი   294 150 144 ხიზაბავრის ტერიტორიული ორგანო 9
ოთა   324 171 153 ოთის ტერიტორიული ორგანო 7
ორგორა   117 53 64 ორგორის ტერიტორიული ორგანო 9
ოშორა   531 264 267 იდუმალის ტერიტორიული ორგანო 8
რუსთავი   427 216 211 რუსთავის ტერიტორიული ორგანო 16
სარო   162 83 79 ხიზაბავრის ტერიტორიული ორგანო 17
საყუდაბელი   154 80 74 ორგორის ტერიტორიული ორგანო 9
ტოლოში   440 225 215 ტოლოშის ტერიტორიული ორგანო 15
ფია   97 47 50 ნაქალაქევის ტერიტორიული ორგანო 19
ძველი   371 189 182 ძველის ტერიტორიული ორგანო 13,5
ჭობარეთი   290 143 147 ძველის ტერიტორიული ორგანო 25,5
ხერთვი   202 97 105 ტოლოშის ტერიტორიული ორგანო 14
ხიზაბავრა   585 293 292 ხიზაბავრის ტერიტორიული ორგანო 19