ორგორა
ორგორა — სოფელი სამხრეთ საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარის ასპინძის მუნიციპალიტეტში. თემის ცენტრი (სოფელი: საყუდაბელი).[1] მდებარეობს ერუშეთის მთიანეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ კალთაზე, მდინარე მტკვრის მარცხენა მხარეს, ზღვის დონიდან 1240 მეტრზე. ასპინძიდან დაშორებულია 9 კილომეტრით. სოფლის მახლობლად არის ბაზალტისა და ვულკანური წიდის საბადოები.
სოფელი | |
---|---|
ორგორა | |
წინა ხედზე სოფელი ორგორა, უკანა ხედზე სოფელი საყუდაბელი | |
ქვეყანა | საქართველო |
მხარე | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ასპინძის მუნიციპალიტეტი |
თემი | ორგორა |
კოორდინატები | 41°34′42″ ჩ. გ. 43°11′24″ ა. გ. / 41.57833° ჩ. გ. 43.19000° ა. გ. |
ცენტრის სიმაღლე | 1240 მ |
მოსახლეობა | 117[1] კაცი (2014) |
ეროვნული შემადგენლობა | ქართველები 100 % |
სასაათო სარტყელი | UTC+4 |
სატელეფონო კოდი | +995 |
დემოგრაფია
რედაქტირება2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 117 კაცი.[1]
აღწერის წელი | მოსახლეობა |
---|---|
2002 | 161[2] |
2014 | 117 |
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 565.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
- ↑ მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.