ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

სოფელი ასპინძის მუნიციპალიტეტში
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ვარძია (მრავალმნიშვნელოვანი).

ვარძიასოფელი სამხრეთ საქართველოში (სამცხე-ჯავახეთის მხარე), ასპინძის მუნიციპალიტეტში (ნაქალაქევის ადმინისტრაციული ერთეული).[1]

სოფელი
ვარძია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამცხე-ჯავახეთის მხარე
მუნიციპალიტეტი ასპინძის მუნიციპალიტეტი
თემი ნაქალაქევი
კოორდინატები 41°22′47″ ჩ. გ. 43°17′00″ ა. გ. / 41.37972° ჩ. გ. 43.28333° ა. გ. / 41.37972; 43.28333
მოსახლეობა 30[1] კაცი (2014)
ეროვნული შემადგენლობა ქართველები 100 %
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — საქართველო
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — სამცხე-ჯავახეთის მხარე
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი) — ასპინძის მუნიციპალიტეტი
ვარძია (ასპინძის მუნიციპალიტეტი)

მდებარეობს მდინარე მტკვრის ხეობაში, ზღვის დონიდან 1100 მ-ზე, ასპინძიდან 30 კმ-ში. სოფლის შემოგარენში მდებარეობს შუა საუკუნეების კლდეში ნაკვეთი სამონასტრო ანსამბლი ვარძია, ხოლო მის სამხრეთ-დასავლეთით ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი ზედა ვარძია.

ვარძიის სიახლოვეს კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტია. კლიმატი შუამთისაა, რბილი; იცის მცირეთოვლიანი ზამთარი (იანვრის საშუალო ტემპერატურა –2,8°C) და თბილი, ზომიერად მშრალი ზაფხული (აგვისტოს საშუალო ტემპერატურა 19°C), ნალექები 500 მმ წელიწადში. ჰაერი სუფთაა, გამჭვირვალე, წიწვის არომატით. მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ თმოგვში არის თერმული მინერალური წყარო „ვარძია“.

დემოგრაფია

რედაქტირება

2014 წლის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობს 30 კაცი.[1]

აღწერის წელი მოსახლეობა
2002 65[2]
2014 30  

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ვარძია, კლიმატურ-ბალნეოლოგიური კურორტი // ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 3, თბ., 2014. — გვ. ?.
  1. 1.0 1.1 1.2 მოსახლეობის 2014 წლის აღწერა (არქივირებული). საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (ნოემბერი 2014). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.
  2. მოსახლეობის 2002 წლის აღწერა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (2002 წელი). ციტირების თარიღი: 30 დეკემბერი 2019.