ასი დაიანი
ასაფ (ასი) დაიანი (ებრ. דיין, დ. 23 ნოემბერი, 1945, ნაჰალალი, პალესტინა — გ. 1 მაისი, 2014, თელ-ავივი, ისრაელი) — ისრაელელი კინომსახიობი, რეჟისორი და სცენარისტი. ისრაელის სამხედრო ლიდერის მოშე დაიანის ვაჟი. „Ophir“-ის მრავალი ჯილდოს მფლობელი, „ოქროს გლობუსი“ (1971) და „ოქროს დათვი“ (1993) ნომინანტი.
ასი დაიანი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 ნოემბერი, 1945[1] [2] [3] [4] [5] |
დაბადების ადგილი | Nahalal |
გარდაცვალების თარიღი | 1 მაისი, 2014[2] [1] [4] [6] (68 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თელ-ავივი |
დასაფლავებულია | Nahalal cemetery |
საქმიანობა | მსახიობი, კინორეჟისორი, კინოპროდიუსერი, სცენარისტი, მწერალი, ჟურნალისტი, სიმღერების ავტორი და კინომსახიობი |
მოქალაქეობა | ისრაელი |
ალმა-მატერი | იერუსალიმის ებრაული უნივერსიტეტი |
ჯილდოები | Ophir Award (best director)[7] , Ophir Award - Best Actor[7] , Ophir Award for Best Leading Actor[7] , Ophir Award for best screenplay[7] , Ophir Award for lifetime achievement[8] და Israeli Television Academy Awards[9] |
მეუღლე | Caroline Langford და Smadar Kilchinsky |
შვილ(ებ)ი | Lior Dayan და Amalia Dayan |
ბიოგრაფია
რედაქტირებაასი დაიანი დაიბადა 1945 წელს მოშავ ნაჰალალში ისრაელის თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის მომავალი უფროსის და ისრაელის თავდაცვის მინისტრის მოშე დაიანის ოჯახში. ის იყო უმცროსი სამი შვილიდან — მისი უფროსი და იელი გახდა პოლიტიკოსი, ხოლო მისი ძმა უდი — მოქანდაკე.[10] ასაფის ნათესავებში ასევე არიან ისრაელის ყოფილი პრეზიდენტი ეზერ ვაიცმანი და პოეტი ჯონათან გეფენი.
პარაშუტ-მედესანტედ სამწლიანი სამსახურის შემდეგ (შემდეგი 24 წლის განმავლობაში რეზერვისტულ სამსახურში ის მონაწილეობას იღებდა სამ ომში), ასაფმა დაამთავრა ებრაული უნივერსიტეტი იერუსალიმში, სადაც სწავლობდა ფილოსოფიასა და ინგლისურ ლიტერატურას.
დაიანი რამდენჯერმე იყო დაქორწინებული. სხვადასხვა ცოლებისა და შეყვარებულებისგან ჰყავს ოთხი შვილი, მათ შორის მსახიობი და ჟურნალისტი ლიორ დაიანი. 2009 წელს ასი დააკავეს მთვრალ მდგომარეობაში თავდასხმისთვის მის ბოლო შეყვარებულზე, რომელიც ორსულობის ბოლო თვეებში იმყოფებოდა.[11] სასამართლომ 64 წლის დაიანს ერთწლიანი პირობითი თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა და დაევალა მას რეგულარული ნარკოტესტირების გავლა,[12] ვინაიდან ის პოლიციამ უკვე რამდენჯერმე დააკავა და ნარკოტიკების მოხმარების გამო მოათავსა საავადმყოფოში.[13] განაჩენის გამოტანიდან მალევე დაიანს გულის შეტევა დაემართა.[14] მან ვერ შეძლო სრულად გამოჯანმრთელება და გარდაიცვალა 2014 წლის 1 მაისს.[15]
შემოქმედებითი კარიერა
რედაქტირებაუკვე მისმა სადებიუტო როლმა 1967 წელს ფილმში, მოშე შამირის რომანის მიხედვით, „ის დადიოდა მინდვრებში“, რომელიც საკულტო ფილმად იქცა ისრაელში, მას ეროვნული პოპულარობა მოუტანა. მომდევნო წელს მან ითამაშა ჯონ ჰიუსტონის ფილმში „A Walk with Love and Death“ და 1970 წელს ფრანგი რეჟისორის ჟიულ დასენის ფილმში „A Promise at Dawn“ — ახალგაზრდა რომან კაცევის როლში. ასი დაინი გახდა „ოქროს გლობუსის“ ნომინანტი ნომინაციაში „ყველაზე პერსპექტიული დებიუტანტი“.[16]
1977 წელს დაიანმა ითამაშა გმირი მედესანტე მაიორის როლი ისრაელის პატრიოტულ ფილმში, „ოპერაცია ჯონათანი“, რომელიც ნომინირებული იყო ოსკარზე. თუმცა, ასაკთან ერთად, დაიანი დაშორდა ახალგაზრდა სიონისტ-საბრას იმიჯს, რომელმაც მას მოუტანა დიდება თავისი კარიერის გარიჟრაჟზე. ლიბანის ომის შემდეგ მან ითამაშა რამდენიმე როლი ომის საწინააღმდეგო ფილმებში, მათ შორის ური ბარბაშის ფილმში „გისოსებს მიღმა“, რომელიც ასევე იყო ნომინირებული ოსკარზე, სადაც მან განასახიერა მემარცხენე აქტივისტი, რომელიც გაასამართლეს ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობისთვის. 1976 წელს მან გადაიღო პირველი კომედია ისრაელის ისტორიაში, არმიის თემაზე: „Halfon Height Does Not Answer“ (ებრ. גבעת חלפון אינה עונה) პოპულარული კომიქსების ტრიოს „The Pale-faced Ran“ მონაწილეობით. მსახიობებმა ითამაშეს 1979 წლის კომედიაში „ჰიტი“, სადაც დაიანი, სცენარის და რეჟისურის გარდა, სიმღერების ავტორიც იყო.
დაიანმა ახალ წარმატებებს მიაღწია 1990-იან წლებში, როდესაც გამოვიდა მისი „ნიჰილისტური ტრილოგია“ — ფილმები „ცხოვრება აგფას მიხედვით“ (რომლისთვისაც მან მიიღო „Ophir“ ეროვნული კინოპრემია, როგორც სცენარისტი და რეჟისორი, ასევე იყო ნომინირებულიი იყო მთავარ პრიზზე ბერლინის კინოფესტივალზე), „ელექტრული საბანი სახელად მოშე“ (დაჯილდოვდა „Ophir“ საუკეთესო სცენარისთვის[17]) და „92 წუთი“ (დაჯილდოვდა სცენარისთვის და მამაკაცის მთავარი როლის შესრულებისთვის, ასევე ნომინაცია რეჟისორისთვის, „ოქროს პალმა“ ხმელთაშუა ზღვის კინოფესტივალზე ვალენსიაში და ნომინაცია „ოქროს ჰიუგო“ ჩიკაგოს კინოფესტივალზე[16]). ტრილოგიის ფილმები — თელ-ავივის პაბის ცხოვრებაზე, რუმინელი მეძავისა და მისი ისრაელელი სუტენიორის უბედურ თავგადასავალზე და წარმატებული ბიზნესმენის ცხოვრების ბოლო წუთებზე — გვიჩვენებს ყოველდღიური არსებობის უაზრობას და უმიზნობას, აქცენტს აკეთებს ეროვნულ იდეებსა და ადამიანის პიროვნულ სამყაროს შორის არსებულ წინააღმდეგობებზე. ფილმების ლაიტმოტივი შეიძლება იყოს ფრაზა „ელექტრული საბნიდან“: „არანაირი მიზანი. ვცხოვრობთ, წერტილი."
დაიანმა 2000-იან წლებში კიდევ რამდენიმე წარმატებული კინოპროექტი განახორციელა. მათ შორის იყო საკუთარი მამის, თავდაცვის მინისტრის მოშე დაიანის როლი, 2004 წლის სატელევიზიო ფილმში „Sirens of the Silence“, რომელიც ასახავს იომ ქიფურის ომამდე მოვლენებს. ასევე გახდა „Ophir“-ის ჯილდოს მფლობელი როლებისთვის, რომლებიც განასახიერა ფილმებში „რაღაც კარგი მოხდება შენთან მალე“ და „რა იმალება მზის უკან“ (ამ უკანასკნელმა ასევე მიიღო პრიზი იერუსალიმის კინოფესტივალზე). სერიალმა „მიღებაზე“ მის ნამუშევრებს შორის ყველაზე მაღალი აღიარება მიიღო ფსიქოლოგის რუვენ დაგანის როლის შესრულებისთვის, რისთვისაც ორჯერ, 2006 და 2008 წლებში, დაჯილდოვდა ისრაელის კინოსა და ტელევიზიის აკადემიის პრიზით.[18] რაბინის როლისთვის ფილმში „საზაფხულო არდადეგები“ (ინგლისური პროექტი — ჩემი მამა, ჩემ ღმერთია), ის ასევე იყო ნომინირებული „Ophir“-ის ჯილდოზე, ხოლო 2009 წელს მან მიიღო კარიერის განმავლობაში მიღწეული მიღწევებისთვის მერვე ეროვნული კინოპრემია. „Ophir“-ის ბოლო პრიზი იყო სცენარისთვის 2011 წელს ფილმისთვის „დოქტორი პომერანცი“, რომელსაც თავად ავტორი უწოდებს 90-იანი წლების მისი კინოტრილოგიის „მეოთხე ნაწილს“.[19]
1990-იანი წლების ბოლოდან ისრაელის ტელეეკრანებზე გამოვიდა ასი დაიანისადმი მიძღვნილი სამი დოკუმენტური ფილმი — „ჩვენ ვცხოვრობთ. წერტილი“ (1999), „ცხოვრება Y-ის მიხედვით“ (სერიალი 2005) და „ცხოვრება როგორც ჭორი“ (სერიალი 2012). დაიანმა ასევე გამოსცა პოეზიის ორი კრებული და რომანი „შინაარსი“ (1989).
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 Deutsche Nationalbibliothek Record #141979240 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ 4.0 4.1 Find a Grave — 1996.
- ↑ RKDartists
- ↑ filmportal.de — 2005.
- ↑ 7.0 7.1 7.2 7.3 https://www.israelfilmacademy.co.il/?item=1988§ion=224
- ↑ https://www.israelfilmacademy.co.il/זוכי-מפעל-חיים-קולנוע/
- ↑ https://www.israelfilmacademy.co.il/?item=1991§ion=227
- ↑ Neri Livneh.. (2012-09-14) Yael Dayan on her father's legacy, her political career and her illness. Ha'aretz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-17. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
- ↑ Актер и режиссёр Аси Даян задержан за нападение на жену. Strana.co.il (2009-09-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-17. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
- ↑ Суд Тель-Авива вынес приговор сыну Моше Даяна. Mignews (2009-10-11). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2009-12-03.
- ↑ Аси Даян не смог попасть в вену. Cursorinfo.co.il (2006-06-01). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-17. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
Режиссёр Аси Даян госпитализирован в психиатрическое отделение. NEWSru.co.il (2008-10-23). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-03-19. - ↑ Актер и режиссёр Аси Даян перенес сердечный приступ. NEWSru.co.il (2009-11-17). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-12. ციტირების თარიღი: 2013-02-21.
- ↑ Скончался актер и режиссёр Аси Даян. NEWSru.co.il (2014-05-01). ციტირების თარიღი: 2014-05-04.
- ↑ 16.0 16.1 Награды დაარქივებული 2012-05-03 საიტზე Wayback Machine. на сайте IMDB (ინგლისური)
- ↑ Список лауреатов премии «Офир» დაარქივებული 2013-09-27 საიტზე Wayback Machine. на сайте Израильской академии кино и телевидения თარგი:Ref-he
- ↑ Список лауреатов телевизионных премий დაარქივებული 2013-09-27 საიტზე Wayback Machine. на сайте Израильской академии кино и телевидения თარგი:Ref-he
- ↑ Uri Klein.. (2012-02-22) Dr. Dayan and Mr. Assi. Ha'aretz. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-03-17. ციტირების თარიღი: 2013-02-21.