არამეული დამწერლობა
არამეული დამწერლობა — ჩრდილოეთსემიტური დამწერლობის ერთ-ერთი ძირითადი სახეობა. შედგება 22 ნიშნისაგან, რომლებიც გამოყენებულია მხოლოდ თანხმოვნებისათვის. ტექსტი იწერება მარჯვნიდან მარცხნივ.
არამეული დამწერლობა | ||
---|---|---|
ტიპი: | კონსონანტური | |
ენები: | არამეული ენა, ივრითი, სირიული ენა | |
დროის პერიოდი: | ძვ. წ. 800 - 600 | |
წინამორბედი დამწერლობები: | პროტო-სემიტური დამწერლობა ფინიკიური დამწერლობა არამეული დამწერლობა | |
წარმოებული დამწერლობები: | ებრაული დამწერლობა, ფეჰლავური დამწერლობა | |
არამეული დამწერლობის უძველესი ნიმუშები ახლოს დგას ძველ ფინიკიურ და ძველ ქანაანურ დამწერლობებთან, თუმცა განსხვავებაც საკმაოდ ადრე იჩენს თავს; სახელდობრ, ზოგიერთი ასოს (b, d, r) თავშეკრული ნაწილები, რაც ადრინდელი სემიტურისათვის იყო დამახასიათებელი, აქ უკვე თავგახსნილად იწერება.
ძველი წელთაღრიცხვით პირველი ათასწლეულის მეორე ნახევარში არამეული ანბანი გავრცელდა მთელ ახლო აღმოსავლეთში. მრავალი არამეული წარწერა ნაპოვნია პალესტინაში, ასურეთში, ირანში, ამიერკავკასიაში, კაპადოკიაში, ლიკიაში, ლიდიაში, კილიკიაში, ჩრდილოეთ არაბეთში, ეგვიპტეში, ავღანეთში, ინდოეთში და ა.შ.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. I, თბ., 1975. — გვ. 537.