ანდრო ზაზროევი

ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი

ანდრო ზაზროევი (ზაზროშვილი) (დ. 21 ოქტომბერი, 1925, ტფილისი, საქართველოს სსრ — გ. 16 მარტი, 1987, თბილისი, საქართველოს სსრ) — ქართველი და საბჭოთა ფეხბურთელი და მწვრთნელი, თავდამსხმელი.[2][3] სხვადასხვა დროს იცავდა მოლოტოვის „კრილია სოვეტოვის“, სოხუმის „დინამოს“, თბილისის „დინამოსა“ და კიევის „დინამოს“ ღირსებას. საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებული ოსტატი (1955). რუსეთის სფსრ-ს დამსახურებული მწვრთნელი (1969). 1966 წელს დაამთავრა ლენინაბადის სახელმწიფო უნივერსიტეტის ტექნოლოგიური ფაკულტეტი.[4][5]

ანდრო ზაზროევი
პირადი მონაცემები
სრული
სახელი
ანდრო ივანეს ძე ზაზროევი[1]
დაბადების
თარიღი
21 ოქტომბერი, 1925
დაბადების
ადგილი
ტფილისი,
საქართველოს სსრ,
ამიერკავკასიის სფსრ,
სსრ კავშირი
გარდაცვალების
თარიღი
16 მარტი, 1987 (61 წლის)
გარდაცვალების
ადგილი
თბილისი,
საქართველოს სსრ,
სსრ კავშირი
სიმაღლე 174 სმ
სათამაშო
პოზიცია
თავდამსხმელი
პროფესიონალური კარიერა*
წლები გუნდი მატჩი (გოლი)
1946 კრილია 20 (9)
1947–1948 დინამო ს.
1948–1951 დინამო თბ. 66 (31)
1952–1955 დინამო კ. 72 (28)
1956–1957 დინამო თბ. 17 (5)
სამწვრთნელო კარიერა
1958 ბურევესტნიკი (თ.)
1959 დინამო თბილისი (თ.)
1964–1966 ენერგეტიკი დუშანბე
1967 სპარტაკი ორჯონიკიძე დ.
1967 მეშახტე ტყიბული
1968–1970 სპარტაკი ორჯონიკიძე
1971–1972 დილა გორი
1972 სპარტაკი ორჯონიკიძე
1976 მეტალურგი რუსთავი
1977 სპარტაკი თბილისი
1980–1981 სპარტაკი ორჯონიკიძე
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება

საკლუბო კარიერა

რედაქტირება

ფეხბურთის თამაში დაიწყო ადრეულ ასაკში. თამაშობდა საქართველოს ახალგაზრდულ გუნდში, შემდეგ თბილისის „დინამოს“ ოსტატთა გუნდში. 1952–1955 წლებში კიევის „დინამოში“ გამოდიოდა. იყო საბჭოთა კავშირის ეროვნული ნაკრების მეორე გუნდის კაპიტანი. დასახელდა საბჭოთა კავშირის საუკეთესო თავდამსხმელად. ფიზიკურად ყოველთვის მაღალ დონეზე მომზადებული, გამოირჩეოდა სანიმუშო გამძლეობით, მაღალი სასტარტო სისწრაფით, შეტევების როგორც ორგანიზების, ასევე, დაგვირგვინების უნარით, შესანიშნავი ტაქტიკური აზროვნებითა და საგოლე ალღოთი.[6][7]

მისი თანაკლუბელების მოსაზრებით ანდრო ზაზროევს საკმაოდ ძნელ პირობებში ერგო თბილისის „დინამოს“ მაისური. სწორედ იმ დროს სარბიელი დატოვა ქართული ფეხბურთის აღიარებულმა ლიდერმა ბორის პაიჭაძემ. ცენტრალური ფორვარდის როლი ანდრო ზაზროევს მიაკუთვნეს. სულ ანდრო ზაზროევმა 83-ჯერ ითამაშა თბილისის „დინამოში“ და მეტოქეთა კარში 36 ბურთი გაიტანა.[8]

სამწვრთნელო კარიერა

რედაქტირება

სათამაშო კარიერის დასრულების შემდეგ სამწვრთნელო საქმიანობა განაგრძო. მუშაობდა მწვრთნელად როგორც საქართველოში, ისე რესპუბლიკის ფარგლებს გარეთაც. მის სახელს უკავშირდება საფეხბურთო კლუბ თბილისის „ბურევესტნიკის“ შექმნა,[9] რომლის ღირსებასაც მისი ხელმძღვანელობით რამდენიმე მომავალი ოსტატი იცავდა. შემდეგ მწვრთნელად მუშაობდა თბილისის „დინამოში“, „სპარტაკში“, გურჯაანის „ალაზანში“, 35-ე სკოლაში, ამზადებდა დუშანბეს „პამირს“, რუსთავის „მეტალურგსა“ და ორჯონიკიძის „სპარტაკს“, რომლის მთავარი მწვრთნელი იყო 1968 წლიდან 5 სეზონის განმავლობაში (შესვენებებიანად). სწორედ მისი თავკაცობით 1969 წელს გუნდმა დაიკავა პირველი ადგილი სსრ კავშირის ჩემპიონატის მეორე ჯგუფში და გადავიდა უმაღლეს ლიგაში.[8]

შემდეგ, გარკვეული პერიოდი ხელმძღვანელობდა საქართველოს სპორტკომიტეტის ფეხბურთის სამმართველოს. სიცოცხლის ბოლო წლებში თბილისის დიმიტროვის სახელობის საავიაციო ქარხნის ბავშვთა და მოზარდთა საფეხბურთო სკოლაში მუშაობდა.[8]

მიღწევები

რედაქტირება
  დინამო თბილისი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1951
  • ბრინჯაოს პრიზიორი: 1950
  დინამო კიევი
საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი
  • ვიცე-ჩემპიონი: 1952
საბჭოთა კავშირის თასი
  • თასის მფლობელი: 1954

სანაკრებო

რედაქტირება
  საქართველოს სსრ ნაკრები
სსრ კავშირის სპარტაკიადა
  • ვიცე-ჩემპიონი: 1956

ინდივიდუალური

რედაქტირება
33 საუკეთესო
  • №1: 1952
  • №2: 1954

სამწვრთნელო

რედაქტირება
  სპარტაკი ორჯონიკიძე
სსრ კავშირის პირველი ლიგა
  • ჩემპიონი: 1969

ორჯერ იყო დასახელებული საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიაში.[10][11][კომ. 1]

1948 წლის 2 მაისს საკავშირო პირველობის ფარგლებში თბილისის „დინამოს“ რიგებში ჩატარებულ პირველივე შეხვედრაში ვილნიუსის „სპარტაკის“ წინააღმდეგ მატჩის მეორე წუთზე გაიტანა თავისი პირველი ბურთი. დინამოელებმა ეს შეხვედრა 5–1 მოიგეს, თუმცა ვილნიუსის „სპარტაკი“ მოგვიანებით გათამაშებიდან მოიხსნა და შესაბამისად ამ შეხვედრის შედეგი ანულირებულ იქნა.[12][13]

1948 წლის 6 მაისს საკავშირო პირველობის ფარგლებში თბილისის „დინამოს“ რიგებში ჩატარებულ მეორე შეხვედრაში მინსკის „დინამოს“ წინააღმდეგ მატჩის მე-15 წუთზე[კომ. 2] გაიტანა თავისი მეორე ბურთი. დინამოელებმა ეს შეხვედრა 2–0 მოიგეს. მეორე ბურთი აროშიძემ გაიტანა. ვილნიუსის „სპარტაკთან“ ჩატარებული წინა მატჩის ანულირების გამო, სწორედ ამ შეხვედრაში გატანილი ბურთი ითვლება ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით ანდრო ზაზროევის მიერ გატანილ პირველ ბურთად თბილისის დინამოელთა შემადგენლობაში.[14][15][8][16][კომ. 3][კომ. 4][კომ. 5]

1956 წლის პირველ სექტემბერს საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულებით საქართველოს სს რესპუბლიკაში ფიზიკური კულტურისა და სპორტის განვითარების საქმეში აქტიური მონაწილეობისა და 1956 წლის სსრ კავშირის ხალხთა სპარტაკიადაზე მაღალი სპორტული მიღწევებისათვის ანდრია ივანეს ძე ზაზროშვილი დაჯილდოვდა საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით.[17][18]

ანდრო ზაზროევის ანგარიშზეა 6 ჰეთ-თრიქი, აქედან სამი თბილისის (02.06.1948, 08.08.1948, 13.09.1949) და სამიც — კიევის (16.07.1952, 16.09.1954, 30.08.1955) დინამოელთა შემადგენლობაში.[19]

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება

კომენტარები

რედაქტირება
  1. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სიის შედგენა ხდებოდა საბჭოთა კავშირის საფეხბურთო ჩემპიონატის სეზონის შედეგების მიხედვით 1926 წლიდან არარეგულარულად, ხოლო 1948 წლიდან — ყოველწლიურად (1954 წლის გარდა).
  2. სხვა წყაროებით მატჩის მე-17 წუთზე. ციტატა: „...მე-17 წუთზე გაიოზ ჯეჯელავამ დროზე მიუსწრო პირის ხაზისაკენ მიმავალ ბურთს და ჩააწოდა მინსკის „დინამოს“ კართან. ბურთს მიუსწრო თავდამსხმელმა ზაზროშვილმა და ანგარიში გახსნა.“ // იხ. „კომუნისტი“, 7 მაისი, 1948, № 90 (8134), გვ. 4.
  3. ციტატა: „...Тбилисцы имели преимущество в течение всей игры. На 15-й минуте центр нападения Зазрошвили, используя точную передачу Г. Джеджелава, открыл счет. Второй гол был забит Арошидзе. Блестяще защищал ворота тбилисцев молодой Владимир Маргания.“ // იხ. «Советский спорт» (Москва) от 8 мая 1948 года.
  4. ციტატა: „...На 15-й минуте Гайоз Джеджелава удачно передал мяч Зазрошвили, и тот быстрым ударом забил первый гол в ворота противника. Через несколько минут Арошидзе сильным и точным ударом забил еще один мяч.“ // იხ. «Заря Востока» (Тбилиси) от 8 мая 1948 года.
  5. ციტატა: „...На 15-й минуте Г. Джеджелава напряг все свои силы, подоспел к катившемуся в аут мячу, и подал его с лицевой линии. Вряд ли кто-нибудь из форвардов Тбилиси пошел бы догонять этот уходящий мяч... Подача была неожиданная, минчане растерялись, и налетевший Зазрошвили в единоборстве с вратарем занес мяч в сетку.“ // იხ. «Молодой сталинец» (Тбилиси) от 8 мая 1948 года.
  1. ნეკროლოგი // „ლელო“, 19 მარტი, 1987, № 55 (9466), გვ. 4.
  2. Первенство СССР по футболу 1950. Справочник-календарь
  3. Всё о футболе. - М.: 1972. — გვ. 301.
  4. Легендарные капитаны "Динамо" Киев. На кубковой вершине
  5. «Динамо» - 90! Андрей Зазроев: первая «звезда» из Грузии
  6. 17 სექტემბერი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში. 1949 წლის 17 სექტემბერს ლურჯ-თეთრებმა სტალინოს „შახტიორი“ მიიღეს და დიდი ანგარიშით — 5–0 დაჯაბნეს მეტოქე. ანდრო ზაზროევმა და რევაზ მახარაძემ დუბლი გაიფორმეს, ერთი გოლიც ბასა ღოღობერიძემ გაიტანა. 15.09.2017.
  7. 3 ოქტომბერი თბილისის „დინამოს“ ისტორიაში. 1949 წლის 17 სექტემბერს „დინამომ“ ერევანი 2–1 დაამარცხა. გოლები ანდრო ზაზროევმა და ბასა ღოღობერიძემ გაიტანეს. 30.09.2015.
  8. 8.0 8.1 8.2 8.3 ანდრო ზაზროევი // „ლელო“, 21 მარტი, 1987, № 56 (9467), გვ. 4.
  9. «Буревестник», г. Тбилиси (не существует). Персонал: Зазроев (Зазрошвили) Андрей Иванович, Тренер; Панюков Виктор Порфирьевич, Главный тренер. // footballfacts.ru.
  10. 33 лучших футболистов сезона в СССР.
  11. საბჭოთა კავშირის წლის 33 საუკეთესო ფეხბურთელის სია.
  12. «Динамо» Тбилиси 5–1 «Спартак» Вильнюс
  13. «Динамо» Тбилиси 5–1 «Спартак» Вильнюс
  14. «Динамо» Тбилиси 2–0 «Динамо» Минск. dinamo-tbilisi.ru
  15. «Динамо» Тбилиси 2–0 «Динамо» Минск. footballfacts.ru
  16. გოგოლაშვილი, ა. ფეხბურთი. სსრ კავშირის პირველობაზე // „კომუნისტი“, 7 მაისი, 1948, № 90 (8134), გვ. 4.
  17. ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა საქართველოს სსრ სპორტსმენების საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელით დაჯილდოების შესახებ // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
  18. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის ბრძანებულება // „ლელო“, 5 სექტემბერი, 1956, № 73 (983), გვ. 1.
  19. Зазроев (Зазрошвили) Андрей Иванович. Игры