ანძისი

(გადამისამართდა გვერდიდან ანდისი)

ანძისი,[1] ანდისი[2]სოფელი აღმოსავლეთ საქართველოში, ქურთის მუნიციპალიტეტში (ქემერტის თემი). მდებარეობს მდინარე დიდი ლიახვის მარცხენა მხარეს. ზღვის დონიდან 1200 მეტრი, ცხინვალიდან 15 კილომეტრი, გორიდან 45 კმ.[3][4]

სოფელი
ანძისი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
მუნიციპალიტეტი ქურთის მუნიციპალიტეტი
თემი ქემერტი
კოორდინატები 42°20′36″ ჩ. გ. 43°55′58″ ა. გ. / 42.34333° ჩ. გ. 43.93278° ა. გ. / 42.34333; 43.93278
ცენტრის სიმაღლე 1200
მოსახლეობა 37 კაცი (1989)
ეროვნული შემადგენლობა ოსები
ანძისი — საქართველო
ანძისი
ანძისი — სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული
ანძისი
ანძისი — ქურთის მუნიციპალიტეტი
ანძისი

2008 წლის 23 ოქტომბრის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე, ტერიტორია ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის შედეგად და დადგენილია ამ ტერიტორიების განსაკუთრებული სამართლებრივი რეჟიმი.

XX საუკუნის დასაწყისში შედიოდა ჯავის სამამასახლისოში.[5] 1910 წლის „კავკასიის კალენდრის“ მიხედვით, შედიოდა მთიანი ოსეთის უბანში.[6] საქართველოს სსრ ადმინისტრაციული დაყოფით — სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის (1922-დან) ცხინვალის რაიონში (ქემერტის სოფსაბჭო).[3] 1991 წელს ცხინვალის რაიონი გაუქმდა და შეუერთდა გორის რაიონს. ქართულ-ოსური კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სოფელს ვერ აკონტროლებდა საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.[7] 2006 წლიდან ქურთის მუნიციპალიტეტშია.

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ ოკუპირებულია რუსეთის ფედერაციის მიერ,[8] სოფელს დე ფაქტოდ აკონტროლებს სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა. ოსურად ეწოდება Андис (ანდის).[9]

მოსახლეობა

რედაქტირება
წელი მოსახლეობა კაცი ქალი ეთნოსი
1907[6] 105 ოსები
1911[10]   111 ოსები
1939[11]   119 55 64
1970[11]   65 33 32 ოსები
1979[11]   34 13 21 ოსები
1989[11]   37 18 19 ოსები
2015[12][]   27 14 13
  1. სეპარატისტული და საოკუპაციო რეჟიმების მიერ ჩატარებულ აღწერას არ სცნობს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება.

ეკონომიკა

რედაქტირება

საბჭოთა პერიოდში შედიოდა ქემერტის მემინდვრეობა-მეცხოველეობის კოლმეურნეობაში.[3] სოფლის მეურნეობის ძირითადი დარგებია მემინდვრეობა და მეცხოველეობა.[4]

  1. საქართველოს გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 2009. — გვ. 20.
  2. საქართველოს სსრ გეოგრაფიული სახელების ორთოგრაფიული ლექსიკონი, თბ., 1987. — გვ. 16.
  3. 3.0 3.1 3.2 ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, თბ., 1975. — გვ. 444.
  4. 4.0 4.1 ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 1, თბ., 1997. — გვ. 172.
  5. ახალი ამბავი // ცნობის ფურცელი : გაზეთი, 1906, № 3003, გვ. 2.
  6. 6.0 6.1 Кавказскій календарь на 1910 годъ, Тифлись, 1909, стр. 326.
  7. სეპარატისტული რეჟიმების მიერ მიტაცებული და რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიები. სართველოს თავდაცვის სამინისტრო (10 აგვისტო, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-29. ციტირების თარიღი: 12 იანვარი, 2021.
  8. რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ. matsne.gov.ge (28 აგვისტო, 2008). ციტირების თარიღი: 11 იანვარი, 2020.
  9. Цховребова 3. Д. Ойконимия Осетии. — Цхинвали, 2003. — стр. 4.
  10. Кавказскій календарь на 1912 годъ, Тифлись, 1911, стр. 183.
  11. 11.0 11.1 11.2 11.3 მოსახლეობის სრულიად საკავშირო 1939, 1959, 1970, 1979 და 1989 წლების აღწერების შედეგები სამხრეთ ოსეთის ავტონომიურ ოლქში. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური (9 იანვარი, 2020). ციტირების თარიღი: 23 თებერვალი, 2020.
  12. И.Р. Тибилов, Т.В. Базаев, Р.Р. Зассеева, М.Э. Пухаева, А.В. Сиукаева, М.Х. Гучмазова. (2016)Перепись Южной Осетии за 2015 год. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-07-10. ციტირების თარიღი: 4 იანვარი, 2021.