ანაკლიის პორტის პროექტი

ამ გვერდს არა აქვს შემოწმებული ვერსია, სავარაუდოდ მისი ხარისხი არ შეესაბამებოდა პროექტის სტანდარტებს.

ანაკლიის პორტი: ეკონომიკური და გეოპოლიტიკური მნიშვნელობა

რედაქტირება

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტია საქართველოსთვის, რომელიც მნიშვნელოვნად გააძლიერებდა ქვეყნის ეკონომიკას და გეოპოლიტიკურ პოზიციას. ეს პორტი წარმოადგენს სტრატეგიულ დერეფანს, რომელიც აზიასა და ევროპას აკავშირებს, რაც საშუალებას აძლევს საქართველოს გახდეს რეგიონული ჰაბი. ანაკლიის პორტის განვითარება საქართველოსთვის შეიძლება გახდეს არა მხოლოდ მნიშვნელოვანი ეკონომიკური, არამედ პოლიტიკური კვანძი, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის უსაფრთხოებასა და საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვას.

პორტის საშუალებით საქართველო შეძლებს მიიღოს ყველაზე დიდი, პანამაქსისა და პოსტპანამაქსის ტიპის გემები, რაც პორტის კონკურენტუნარიანობას საგრძნობლად გაზრდის. გარდა ამისა, ანაკლიის პორტი "ერთი სარტყელი - ერთი გზის" ინიციატივის ფარგლებში შესაძლოა გახდეს ევრაზიის სამრეწველო და მიწოდების ჯაჭვების უმნიშვნელოვანესი კომპონენტი, რაც გააუმჯობესებს რეგიონში ტრანსპორტირების ეფექტურობას და გაზრდის საერთაშორისო ვაჭრობის მოცულობას.

ანაკლიის განვითარების კონსორციუმი

რედაქტირება

მამუკა ხაზარაძე და მისი პარტნიორები, ანაკლიის განვითარების კონსორციუმის ფარგლებში, ცდილობდნენ ამ პროექტის განხორციელებას, თუმცა მრავალი სირთულის გამო ვერ შეძლეს ინვესტორების მოძიება და პროექტის დასრულება. კონსორციუმმა მნიშვნელოვანი ვალდებულებები ვერ შეასრულა, რამაც პროექტის შეფერხება და საბოლოოდ, მისი ჩაშლა გამოიწვია. ხაზარაძის მტკიცებით, "ქართული ოცნების" მთავრობა და სახელმწიფო უწყებები პროექტის განხორციელებას აფერხებდნენ[1], თუმცა ეს მტკიცება საერთაშორისო არბიტრაჟმა უარყო.

არბიტრაჟის გადაწყვეტილება

რედაქტირება

2024 წლის ივლისში საერთაშორისო არბიტრაჟმა განიხილა მამუკა ხაზარაძის და ბადრი ჯაფარიძის სარჩელი საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ და მათსავე წინააღმდეგ მიიღო გადაწყვეტილება და მათ სახელმწიფოსათვის 650 ათასი დოლარის გადახდა დააკისრა. არბიტრაჟმა დაასკვნა, რომ პროექტის ჩაშლის მთავარი მიზეზი იყო კონსორციუმის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა, ხოლო სახელმწიფო არ უშლიდა ხელს პროექტის განხორციელებას. ამ გადაწყვეტილებამ ხაზარაძისა და ჯაფარიძის კომპანიას მნიშვნელოვანი დარტყმა მიაყენა. არბიტრაჟის დავის საგანი $1.5 მილიარდ დოლარს შეადგენდა.[2]

მომავალი გეგმები

რედაქტირება

პრემიერ-მინისტრის განცხადება

რედაქტირება

პროექტის ჩაშლის შემდეგ საქართველოს მთავრობამ გადაწყვიტა, რომ ანაკლიის პორტის მშენებლობა გაგრძელდებოდა ახალი ინვესტორების მოძიებით. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ პროექტი აუცილებლად განხორციელდება და ქართული სახელმწიფო გააგრძელებს პორტის მშენებლობას. მისი თქმით, ანაკლიის პორტის მშენებლობა საქართველოს ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება და მასში სახელმწიფო კონტოლის 51%-იანი წილი იქნება დაცული.[3]

ჩინური კომპანიის ჩართულობა და აშშ-ის რეაქცია

რედაქტირება

2024 წლის მაისში საქართველოს მთავრობამ ანაკლიის პორტის განვითარების პროექტზე საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული გამოავლინა. ეს იყო ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი, რომელიც შედგებოდა China Communications Construction Company Limited და China Harbour Investment Pte. Ltd.-ისგან. აღნიშნული კონსორციუმი პროექტის პირველ ფაზაში 600 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს და პორტს წელიწადში 7 ტონა ტვირთის გადაზიდვის საშუალებას მისცემს.[4]

მიუხედავად ამისა, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე, ჯეიმს ო'ბრაიენმა, გამოთქვა შეშფოთება პორტის განვითარებაში ჩინეთის ჩართულობასთან დაკავშირებით და მოუწოდა საქართველოს, რომ ჩინეთი არ უნდა იყოს ამ პროექტში ჩართული. ო'ბრაიენმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანაკლიის პორტი სტრატეგიულად მნიშვნელოვანია და მასში ჩართულობა მხოლოდ საქართველოს დემოკრატიული განვითარების მხარდამჭერი ქვეყნების მხრიდან უნდა იყოს უზრუნველყოფილი.[5]


წყაროები

რედაქტირება
  1. მამუკა ხაზარაძე. (2024-07-29) ანაკლიის პორტთან დაკავშირებით დავა. ციტირების თარიღი: 2024-07-31.
  2. ანაკლიის პორტის ჩავარდნილ პროექტში სახელმწიფოს როლი საერთოდ არ არის (2024-07-30). ციტირების თარიღი: 2024-07-31.
  3. ირაკლი კობახიძე. (2024-07-31) ჩვენი ერთ-ერთი უმთავრესი ამოცანაა ანაკლიის პორტის მშენებლობა. ციტირების თარიღი: 2024-07-31.
  4. შოთა ტყეშელაშვილი. (2024-05-29) ანაკლიის პორტს ჩინური კონსორციუმი ააშენებს. ციტირების თარიღი: 2024-07-31.
  5. ჯეიმს ო'ბრაიენი. (2024-07-31) ჩინეთი ანაკლიის პორტში არ უნდა იყოს, „ქართული ოცნების“ უკან დაბრუნების წინაპირობებს ასახელებენ. ციტირების თარიღი: 2024-07-31.