პანამაქსი
პანამაქსი და ახალი პანამაქსი (ან ნეოპანამაქსი) ― საზღვაო არქიტექტურის ტერმინი. აღნიშნავს სრულად დატვირთული გემების ზომების ლიმიტს, რომელთაც პანამის არხში გავლა შეუძლიათ. ლიმიტსა და მოთხოვნებს პანამის არხის სააგენტო აქვეყნებს გამოცემაში „Vessel Reuqirements“.[1] მოთხოვნები მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორებიცაა გამორჩეული მშრალი სეზონური ლიმიტები, ამძრავის მახასიათებლები, კომუნიკაციები და გემების დეტალური დიზაინი.
გემებისთვის დაშვებული ზომები გემსავალი რაბების სიგრძე-სიგანით, არხში წყლის სიღრმითა და ორი ამერიკის ხიდის სიმაღლითაა შეზღუდული. აღნიშნული განზომილებები განსაზღვრავს პანამის არხის მკვეთი გემების ზუსტ პარამეტრებს და გავლენას ახდენს სატვირთო გემების, საზღვაო ხომალდებისა და სამგზავრო გემების დიზაინზე.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Vessel Requirements. Panama Canal Authority. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-28. ციტირების თარიღი: 2023-01-19.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Tanker ships
- Ship sizes დაარქივებული 2021-05-03 საიტზე Wayback Machine.
- Panamax and New Panamax დაარქივებული 2015-12-12 საიტზე Wayback Machine.